გაძეტა აშკარად კონტრაქტების ვადით თვლის ხელფასებს და არა წლიურს.
იუვე 80, მილანი 55, რომა 47, ინტერი 40, ნაპოლი 36, ლაციო 30 ესე გამოდის წლიური
იცით, რომ ეშლი იანგს ბონუჩის, იგუაინის და დიბალას მერე ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს აქედან ?

პრემიერლიგაზე მართლა შეყვარებული ხო არ გგონიათ ხალხი, მხითარიანი რო ხარ და კვირაში 140.000 ფუნტს გთავაზობენ, სად წახვალ აბა

იტალიაში ექნებოდა 50
http://www.football-italia.net/109510/hams...-milan%E2%80%99როგორ ვაფასებ ამ კაცს. ჯერ რაიოლას გაჯმევინებისთვის, მერე 10 წელი რო ნაპოლიშია, დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გადადგა და დაფიქრებულად კიდევ დასაფასებელი დააფასა და შეიყვარა. ესეთი ხალხი ორმაგად ფასობს ჩემთვის, უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს რეპუტაციას, ვარსკვლავობას, პირად ჯილდოებს რომ იმ გარემოს ამჯობინებს, სადაც სიყვარულს და დაფასებას გრძნობს.
არადა არაფერი უნახავს ბრეშიას და ნაპოლის მეტი, მით უმეტეს, ის ნაპოლი კარგა ხანი ისევ მძღნერში იყო და რა მარტივია ასეთ დროს პირველივე წინადადებაზე დათანხმება...
მარტო ამ კაცისთვის მინდა ნაპოლის რამე ტიტული...
ერთი ნორმალური პრეზიდენტი დამისახელეო რო ეთქვათ ბოლო 10 წელში დე ლაურენტისს ვიტყოდი, რაში გამოატარა გუნდი და სად მოიყვანა, კი გავიძახით აქ ამხელა ფული აკეთა და 2-3 ტრანსფერი რა გაუხდაო, მარა ასე ცარიელ ფურცელზე ხო არ ხდება - არაა ნაპოლი ის გრანდი, არც ხელფასია, არც ცხოვრება მიმზიდველი და ასე თითო სტარი ადგეს და გადავიდეს ცოტა ზღაპარია.
იმიტომაცაა ასეთი ხალხი თავმოყრილი, სადღაც რო ბზუიან მაინც. მერტენსმა ისეთები მაზა რეალთან ყოველ კვირა რომ გააქვს სერიალში მაგალითად.
თორემ ძაან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მე თუ მკითხავთ ყველა პოზიციაზე(ალბიოლი ჰისაის გარდა ალბათ) და თან შეწყობილი. კალეიხონი არაა ტოპი მარა როგორ გინდა მოაცილო გუნდს როცა ასეთი ეფექტურია და ასეთი სტატისტიკა აქვს?
გულამი, ჯორგინიო, ალანი, კულიბალი - ყველა მაღალი დონეა, შეიძლება არ აეშენებინა მაგრამ არცერთ გუნდს არ დააკლდებოდა არაფერი ამათი ძირითადში ყოფნით.
და ნაპოლის მთელი მუღამი ესაა, საიდანღაც გამოღებული ეს ფეხბურთელები, თამაშის სტილი, ის რომ გრანდი არ არიან... მოკლედ, ესეთი უნდა იყვნენ რა

მცველი უნდა და ჰისაი მე არ მევასება, დანარჩენს რადიკალურად თუ შეცვლი თორემ ქემისტრის არღვევ სხვანაირად მთლიანად გუნდის. რაღაც პონტში მართალია მოკლედ დე ლაურენტისი, არაფერი გვჭირდებაო რო ამბობს.
რომა ინტერი ყოველთვის სიმბოლოა ხოლმე კალჩოსი, იტალიური კლუბური ფეხბურთის მუღამის. გრადუსს გრძნობ იმენა ყურებისას, ძალიან მაგარი თამაში იყო, ყველაფრით დახუნძლული. ეს თამაში უნდა ანახო იმას ვისაც არ ესმის აქაურობის მუღამი. საერთოდ სხვა მოვლენაა უმაღლესი დონის სერია-ას თამაში.