გავაგრძელებ ბიტკოინების შესახებ დაწყებულ თემას, რომელიც იყო აქ:
ბიტკოინი - გლობალური ტალღა (post #51381276)თუმცა ის სტატია, სადაც გავჩერდი იმ ადგილიდან გადადის რთულ ტექნიკურ საკითხებში. ამიტომ აქ გავაგრძელებ სხვა სტატიებიდან ამოკრებილ რაღაცეებს.
მაშ ასე, ვთქვით რომ ოქროს მსგავსად ბიტკოინის პრინციპში ჩადებულია თვისებები:
ძნელი მოპოვებადია, შეზღუდული რაოდენობაა და მატერიალიზებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ძნელად მოპოვებადია, ოქროს აქვს კიდევ თვისება, რომ იგი ადვილად ამოცნობადია. ანუ მისი იდენტიფიცირება რომ ისევე ძნელი იყოს, როგორც მოპოვება, მას გადახდისთვის არ გამოიყენებდნენ.
ამის მსგავსად, ბიტკოინი ძნელად მოპოვებადია, მაგრამ ადვილად ამოცნობადია. ხელით ამის გაკეთება რთულია, მაგრამ კომპიუტერის სიმძლავრეებით მისი ამოცნობა ადვილია.
კაი, დავუშვათ რაც აქამდე ვთქვით ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ, ისმის კითხვა:
ბოლოსდაბოოლოს. რა არის ბიტკოინი? როგორ ინახება და სად ინახება იგი?
იფიქრეთ ბიტკოინზე როგორც ჩვეულებრივ ფაილზე. რა შეიძლება ინახებოდეს ფაილში?
სწორია! გარკვეული ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც ინახება ბიტკოინში (ფაილში) არის მისი ყველა ტრანზაქცია, ანუ ყველა მოძრაობა, რაც კი ოდესმე გაუკეთებია კონკრეტულ ბიტკოინს, წარმოშობიდან დღემდე. როგორც საბუღალტროო ჟურნალში. ყოველი მომდებნო ტრანზაქცია, ერთმანეთის ქვეშ...
როცა გვაინტერესებს რამდენი ბიტკოინი აქვს ვინმეს, ამის შესახებ არსად არ არსებობს ჩანაწერი რომ „დარჩა ამდენი“, ან „ახლა აქვს ამდენი“. ყოველთვის, როცა დადგენაა საჭირო ხდება მისი გამოთვლა, ბიტკოინის ფაილში გატარებული ყველა ტრანზაქციის გადათვლით. კომპიუტერისთვის ეს ძალიან ადვილი საქმეა.
ახლა ამას დავამატოთ ტერმინოლოგია, რომ ყოველ ტრანზაქციას თავისი ინფორმაციიანად ეწოდება ბლოკი. ხოლო „ბუღალტრულ ჟურნალში“ ერთმანეთის ქვეშ განლაგებულ ტრანზაქციებს, ანუ ჯაჭვისებურად განლაგებილ ბლოკებს, ეწოდება ბლოკჩეინი.
ეს ყველაფერი ძალიან მარტივი და დაუცველი იქნებოდა, რომ არა ჰეში და კრიპტოგრაფია, რომელიც ყველაფერ ამას ახლავს და ახლა სწორედ ამის შესახებ.
დავუშვათ მეგობარს უგზავნით ფაილს, და დავუშვათ რომ არ შეიძლება შიგ ერთი სიმბოლოც კი არ შეესაბამებოდეს ორიგინალს. ცუდ შემთხვევაში ამას შემდეგნაირად შევამოწმებდით: გავუგზავნიდით და მერე ვეტყოდით, რაც მიიღე უკან გადმომიგზავნე, ორიგინალს უნდა შევადარო და დავრწმუნდე რომ ზუსტად მიიღეო. ბევრი რომ არ დავწერო, ცუდი გზაა.
არსებობს ჰეშირება, რომელსაც წარმატებით იყენებენ ასეთი რამეებისთვის. ჰეშირება არის იგივე კოდირება ტექსტის, ფაილ;ის რიცხვების და ა.შ.
თუ მეგობარს კოდირების (ჰეშირების) იგივე სისტემა ექნება რაც ჩვენ გვაქვს, და მას ფაილთან ერთად ფაილის ჰეშსაც გავუგზავი, მას შეუძლია გააკეთოს მიღებული ფაილის ჰეში და შეადაროს ჩემს მიერ გაგზავნილ ჰეშს. თუ ჰეშები ემთხვევა ე.ი. ფაილიც ემთხვევა. ჰეში რთული კოდირებაა, პრინციპით, რომ არ არსებობს, რომ ორ სხვადასხვა წინადადებას, ან ფაილს ან რიცხვს ერთნაირი ჰეში აღმოაჩნდეს.
256 ბიტიანი ჰეში, რომელსაც იყენებს ბიტკოინი ქმნის კოდირებას რომლის თანხვედრაც ფაქტობრივად შეუძლებელია.
ამის შესახებ კიდევ დავწერ ქვემოთ. ახლა დავუბრუნდეთ ბიტკოინს.
ყოველი ბლოკი ბიტკოინში შეიცავს ინფორმაციას ტრანზაქციის შესახებ და მასთან თან ერთად შეიცავს წინა ბლოკის ჰეშს. ამის მერე, ეს ტრანზაქციის ინფორმაცია + წინა ბლოკის ჰეში ერთად იჰეშება და გადაეცემა შემდეგ ბლოკს, რომელიც შემდეგ წარმოიშობა და ა.შ.
სწორედ ამიტომ არის რომ ნებისმიერი ბლოკის გაყალბება შეუძლებელს ქმნის მომდევნო ბლოკების თავსებადობას და ჯაჭვი ირღვევა, გაყალბება მაშინვე გამოვლინდება და უარყოფილია ქსელის ყველა მონაწილის მიერ.
თუ ბლოკი არ არის ყალბი და ამას მათემატიკურად ამოწმებს ქსელის მონაწილე კომპიუტერები, დადასტურების შემთხვევაში ბლოკი შექმნილად ითვლება და ილუქება. მისი გაუქმება შეუძლებელია. თუ ფული უკანაა დასაბრუნებელი ახალი ბლოკი უნდა შექმნას იმან ვინაც მიიღო და სურვილი აქვს უკან დააბრუნოს.
ანუ, შეცვლის და გაყალბების საშუალების გარეშე ბიტკოინი არის ფაილი-ისტორია მის შესახებ, წარმოშობიდან დღემდე.
კი მაგრამ, სად ინახება ეს ბიტკოინები? მაგალითად, ბანკში ინახება ინფორმაცია სახსრების და მოძრაობების შესახებ?
სადმე არის სერვერი, ან ბაზა რომელშიც ბიტკოინები ინახება?
არა.
როგორც ვთქვით, ბიტკოინი არის ელექტრონული ფაილი მისი ისტორიის შესახებ. ამ ფაილის კოპია ეგზავნება ქსელის ყველა კომპიუტერს, ანუ ბიტკოინი ინახება ქსელის ყველა მონაწილე კომპიუტერში.
ყველა? და როგორ იტევს ყველა ბიტკოინს ყველა კომპიუტერი?
მივადექით იმ მოხდენილ პრინციპს რაც სინამდვილეში დევს ამ სისტემაში.
სინამდვილეში ბიტკოინი არ არსებობს სხვისთვის მანამ, სანამ მფლობელი არ იტყვის, რომ მე მაქვს ბიტკოინი და მინდა მისი გადაცემა სხვა პირისთვისო. მანამდე ის არსად არ ინახევა და არავის ახსოვს პატრონის გარდა მის შესახებ.
მოდით, უფრო ადვილად რომ დავინახოთ რა ხდება სინამდვილეში, გავიაროთ მაგალითზე:
დავუშვათ, ლიამ იცის რომ აქვს 1 ბიტკოინი და უნდა რომ გადაურიცხოს მაკას.
ამისთვის ლია ქმნის ტრანზაქციას, რომელშიც წერს რომ აქვს ბიტკოინი და მიმღები არის მაკა და სვამს შიგ ელექტრონულ კრიპტოგრაფიულ ხელმოწერას (ხელმოწერის გაყალბებაც შეუძლებელია და ამის შესახებ ქვემოთ). აეს შექმნილი ტრანზაქცია ჯერ არაფერს არ წარმოადგენს მხოლოდ ინფორმაცია.
და ალია ამ შექმნილ ტრანზაქციას შეუშვებს ქსელში შესასრულებლად.
ქსელის მონაწილეები მომენტალურად იწყებენ ამ ტრანზაქციის გამოთვლას და დადასტურებას მათემატიკურად, რათა ჩამოაყალიბონ მისგან დადასტურებული ბლოკი.
ცდილობენ გამოითვალონ რომ ბიტკოინი ეკუთვნის იმ ადამიანს რომლის ხელმოწერაც ტრანზაქციას ადევს. თუ არ დადასტურდა მომენტალურად უარყოფილია და ივიწყებენ მას.
თუ დადასტურდა, ცდილობენ გამითვალონ რომ ბიტკოინის ჩეინი (ჯაჭვი) არ არის დარღვეული. თუ არ დადასტურდა, ტრანზაქცია მომენტალურად უარყოფილია.
თუ შემოწმებები გაიარა და დადასტურდა, ბლოკი შექმნილია ტრანზაქცია შესრულებულია და ბიტკოინის ისტორიაში წერია, რომ ის უკვე მაკასია.
დადასტურებას ცდილობს და აკეთებს ქსელის უმეტესობა კომპიუტერი თუმცა ექვსის დადასტურება საკმარისია.
და ადასტურებენ,
მაგრამ,
ყურადღება:
ვინც პირველი დაადასტურებს ის მიიღებს სარგოს 50 ერთეულ, ბიტკოინის მერამდენედღაც ნაწილს, და
- სწორედ ამ მცირე სარგოების შეკოწიწებით წარმოიშობა ახალი ბიტკოინი.
- სწორედ ამ პროცესს ეწოდება მაინინგი
- და, სწორედ, ვინც დადასტურებას ცდილობს იმათ ეწოდებათ მაინერები.
როგორც კი დადასტურდება, ბლოკი შექმნილია. მასში შედის წინა ბლოკის ჰეში და ბოლო ტრანზაქციის ინფორმაცია, თუ ვისი იყო, სად წავიდა და ვისი გახდა. და ბიტკოინს ივიწყებენ სანამ ვინმე მის სხვისთვის გადაცემას კვლავ არ გადაწყვეტს, ანუ ახალ ტრანზაქციამდე.
გაგრძელება იქნება.