უი უი ეგ მეც მჭირდა
რაღაც ###ობებზე ჩაციკლვები. მაგალითად ღამე, ძილის წინ, კარის გადაკეტვისას მოქმედებას რამოდენიმეჯერ ვიმეორებდი, რომ კარგად გემრიელად გადამეკეტა, არადა ვაცნობიერებდი რო ერთხელ უკვე გადავკეტე. კიდე ბევრ რამეზე მჭირდა ამოჩემებები. ვიდექი ხოლმე და გიჟივით ერთი და იგივე ქმედებას რამოდენიმეჯერ ვიმეორებდი

ეგ მქონდა ვეგეტონევროზთან ერთად.
არ ვიცი მეგობრებო, ჩემი სიტყვები იმოქმედებს სასიკეთოდ თუ არა, მაგრამ აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი:
1. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააძალო თავს რომ განმეორებითი ქმედებები შეწყვიტო. თორე ეს სინდრომი უფრო და უფრო ძლიერდება და იმენა გაგიჟებს. დაძალება უფრო ძლიერ უკურეაქციას იწვევს.
2. ძალიან მაგარია სუნთქვა (მედიტაციური სუნთქვა). ეს არ არის უბრალო სუნთქვა. სუნთქვისას მხრები და მკერდი სრულ სიმშვიდეშია. და როცა ჩაისუნთქავ, იბერება მხოლოდ მუცელი და არა მკერდი. ჩასუნთქვისას წარმოიდგინეთ რომ სხეულში შედის ჰაერის სტიქია და მადლი (და მართლაც მასეა). ამოსუნთქვისას წარმოიდგინეთ რომ ცუდი ენერგეტიკა გამოდის და ამოისუნთქავთ სრულიად მშვიდად. შემდეგ ჩასუნთქვისას ისევ ჰაერის სტიქია ჩადის და ა.შ. დაჯექით მედიტაციის პოზაში და იდუნთქეთ დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში, დღეში 1-2 ჯერ. მერე დროს ნელნელა გაზრდით.
3. წარმოიდგინეთ რომ ყოველ დღე უკეთ და უკეთ ხდებით, უფრო და უფრო გემატებათ ენერგია და ყოველ დღე იფურჩქნებით. ეს ორგანიზმს მისცემს დადებით ენერგიას და თვითდაჯერებულობას.
4. ეცადეთ რომ თითოეული თქვენი მოქმედება გაცნობიერებულად გააკეთოთ. არ დაგეზაროთ თითოეული მოქმედების ტვინში გატარება, მაგრამ ამის გამო არ დაიძაბოთ. აკეთეთ ეს მშვიდად.
5. პროგრესისას და რამის მიღწევისას ადამიანი ენერგიას იღებს. ეცადეთ რომ შეიგრძნოთ ეს.
6. ცივი შხაპები ყოველ საღამოს ძილის წინ. თავიდან ნელნელა შეეჩვიეთ და ბოლოს ცივ წყალში 5-7 წუთი გაჩერდით. როცა ცივი წყალი სხეულს აციებს და ცდილობს რომ ორგანიზმი გაათბოს, ამიტომ იწვება ენერგია, ორგანიზმიც იღლება და შემდეგ გემრიელად დაგეძინებათ. პლიუს ამას ცივი შხაპი ნებისყოფას გაგინვითარებთ.
7. სიგარეტს დაანებეთ თავი.
8. ღამე ეცადეთ რომ არ ჭამოთ.
9. ასევე საღამოსკენ იძუნძულეთ ხოლმე.
10. შედეგი შეიძლება მალე არ მოვიდეს. შეიძლება 1 კვირაშიც არ მოვიდეს, მაგრამ უეჭველი მოვა.
ეს ყველა პუნქტი რაღაც სისტემაში მოიყვანეთ და მიაწექით ცხოვრებას.
მე ეს ყველაფერი გავაკეთე და იმენა მიშველა. მეც კაი ჩაციკლული და დანევროზებული ვიყავი, მარა ამ ბუნებრივმა მეთოდებმა მიშველეს.
აბა თქვენ იცით სექსუალურცი. წარმატებები :*************
This post has been edited by brevalo on 25 Sep 2017, 17:38