ვაგრძელებ.
წინა პოსტები აქ:
ბიტკოინი - გლობალური ტალღა (post #51381276)ბიტკოინი - გლობალური ტალღა (post #51386281)თუ რამე, ნუ შეგვიფითილეო, დაწერეთ, არ მოგერიდოთ

როგორცა ვთქვით ბიტკოინი რეალურად არის ფაილი, რომელშიც ინახება მასთან დაკავშირებული ყველა გადაადგილება (ტრანზაქცია), რომელსაც ეწოდება ბლოკი. და ამ ტრანზაქქციების ჯაჭვს, ანუ ბლოკების ჯაჭვს ეწოდება ბლოკჩეინი.
ადმაინებს, რომლებიც ცდილობენ ახლად შექმნილი ტრანზაქციის მათემატიკურად დადასტურებას და ბლოკად გარდაქმნას, ეწოდებათ მაინერები.
დადასტურების პროცესს ეწოდება მაინინგი
ხოლო, მას ვინ პირველი დაადასტურებს ხვდება 50 ერთეული ბიტკოინის რაღაცა ნაწილისა. სწორედ ამ ახალი 50 ერთეული ბიტკოინის რაღაცა ნაწილის გადაცემით გამარჯვებულ მაინერზე, გამოდის ბრუნვაში ახალი ბიტკოინები, რომელიც დარჩა დაახლოებით 4.5 მილიონი.
რატო ვწერ ამ რთულ წინადადებას - „50 ერთეული ბიტკოინის რაღაცა ნაწილი“ და არ ვწერ "ბიტკოინის იქს ნაწილი".
იმიტომ, რომ აქ მნიშვნელოვანია რიცხვი 50. როგორც აღვნიშნე ყოველ 4 წელიწადში დარჩენილი ბიტკოინების რაოდენობა მცირდება დაახლოებით ორჯერ. და ეს რიცხვიც ყოველ 4 წელიწადში მცირდება. ანუ ბიტკოინის გამომუშავება არამარტო იმის გამო რთულდება, რომ ცოტა დარჩა, ან იმის გამო რომ უფრო მეტი სიმძლავრეები ერთვება მის გამოთვლაში და სხვაზე მოსწრება ძნელია, არამედ იმის გამოც რომ დადასტურებისთვის ჯილდოც მცირდება. ახლა თუ 50 ერთეულია (და საერთოდაც, ახლა, როგორც ვიცი უკვე 25 ერთეულია ჯილდო), დეკემბრის 17-ში თუ 18-ში უწევს კაკრაზ მორიგი 4 წელი და ეს ჯილდო კიდევ განახევრდება და გახდება 12.5 ერთეული.
ასევე იცვლება და რთულდება ფორმულა, რომლის გამოთვლაც უნდა მოახერხონ მაინერებმა.
სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ რისკავენ თამამად მაინერები ახალი მოწყობილობების ყიდვას ამ მომენტში. თუმცა ბევრი რისკავს და უკან არ იხევს, რადგან რასაც ჩვენ ვსაუბრობთ ბიტკოინზე, უკვე ეხება სხვა კრიპტოვალუტებს, რომელიც გამოვიდა ბაზარზე და ჯერ კიდევ 2016 წელში 700-ს აღწევდა მათი რიცხვი. ყველაფერს ნუ დაიჯერებთ ჩემს ნაწერში, რადგან ამოკრეფილია სხვადასხვა რესურსიდან და შეიძლება არ იყოს ზუსტი რიცხვი.
ანუ, რასაც ბიტკოინზე ვწერთ, თამამად ეხება სხვა ვალუიტებსაც მთავარია ვიღაც ყალთაბანდის შექმნილი ერთდღიანი ვალუტა არ იყოს.
ყველაფერი რაც დავწერეთ ქმნის პირობას, რომ მომხმარებლები დაფიქრდნენ, გამოიყენონ თუ არა ვალუტის სახით კრიპტოვალუტა (სპეციალურად არ ვწერ აქ ბიტკოინს, რადგან ზოგადად კრიპტოვალუიტაზეა საუბარი), და იყენებენ.
ზოგ მათგანს უკვე აქვს სანდოობა და იყენებენ, ზოგიც ცდილობს ადგილის დამკვიდრებას. ერთი რასავ ვერავი უარყოფს არის მაღალი საიმედოობა და სიმტკიცე გაყალბვების მიმართ.
სწორედ ამ საიმედოობაზე დავწერთ ახლა. და არამატო.
რამდენად შეუძლებელია ელექტრონული ხემოწერის, ჰეშის და მსგავსი კოდირების გატეხვა?
მართლა ასეთი საიმედოა?
მაგალითად, რა მეთოდებით შეიძლება 256 ბიტიანი ჰეშის გატეხვა ან გახსნა?
არის სამი გზა
ა) წინასწარ ვიცოდეთ საწყისი ტექსტი, რომლისგანაც გავაკეთებთ ჰეშს, და მივაჩეჩოთ კომპიუტერს „აჰა შეადარე და დარწმუნდი რომ სწორიაო“.
ბ) "ბრუტფორსით". ვითვალოთ 0 დან ბოლომდე (რისხვამდე, რომლის თანრიგების რაოდენობაც სიგრძეში არის 256, და ყოველი ახალ თვლაზე მირებული რიცხვი მივაწოდოთ კომპიუტერს იმ სწორი მოსაზრებით, რომ ერთერთი აუცილებლად არის სწორი კოდი, რადგან 256 ბიტიან ჰეშზე ვსაუბრობთ. და კომპიუტერიც რომელიმე მატგანზე იტყვის რომ კი, სწორია და გცოდნიაო.
გ) შემთხვევით მოვარტყათ.
ნუ, პირველზე საუბარი არ არის, რადგან „საწყისი ტექსტი“, ანუ "ფრივათ ქეი", ანუ ხელმოწერა მხოლოდ ვალუტის პატრონმა იცის, ქვემოთ კი უარვყოფთ მეორე და მესამე ვარიანტის შესაძლებლობას, და
ყურადღება: უარვყოფთ შესაძლებლობას, არამარტო ტექნიკის დღევანდელი დონიდან გამომდინრე, არამედ საერთოდ შესაძლებლობას.
დიახ, ფაქტობრივად შეუძლებელია! უფრო მეტიც, ახლა წყალს გადავასხამთ იმ ადამიანებს ვისაც ფანტასტიკა და ფანტაზიორობა უყვარს კომპიუტერთან დაკავშირებით, რომ „ტექნიკა ისე განვითარდება რომ კომნპიუტერი ყველაფერს შეძლებს“, ან ფასნტასტიკიდან „შეიძლება კომპიუტერები ისე განვითარდნენ რომ ადამიანმა კონტროლი დაკარგონ მათზე და კომპიუტერებმა თავისით დაიწყონ „გონიერი" გადაწყვეტილებების მიღება“.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ფანტასტიკაში დარჩება სამუდამოდ.
ახლა არითმეტიკა და მოკლე ფიზიკა:
ისევე როგორც ყველაფერს ჭირდება ენერგია, თერმოდინამიკის მეორე კანონის ერთერთი შედეგი არის ის რომ, იდეალური კომპიუტერის(!!) ინფორმაციის ერთი ბიტის 0-დან 1-ში გადასაყვანად, ან 1-დან 0-ში გადასაყვანად, ანუ ერთი ბიტის შესაცვლელად საჭიროა ენერგია.
ენეგია რომელიც საჭიროა იდეალური კომპიუტერის ინფორმაციის 1 ბიტის შესაცვლელად გამოთვლილია და ტოლია kT, სადაც k ბოლცმანის მუდმივაა, T ტემპერეტურა კელვინებში. მოკლედ ბოლცმანის მუდმივას თუ ჩავსვამთ და გარემოს ტემპერატურას, მივიღებდით რომ იდეალური რომ ყოფილიყო კომპიუტერი მოიხმარდა 4,4 * 10^-16 ერგს ყოველი ასეთი გადართვისას. (* -16 ხარისხია, 10 ხარისხად -16. ფორუმი ცუდად აჩვენებს ხარისხებს).
ფიზიკა მორჩა, გილოცავთ.
ახლა მათემატიკა:
მზის მიერ გამოსხივებული ენერგია წელიწადში შეადგენს 1,21 * 10^41 ერგს (10 ხარისხად 41).
იმის გათვალისწინებით რომ ერთი ბიტის შეცვლა ზემოტ აღნიშნულ ენერგიას მოიხმარს, მზის მიერ ერთ წელიწადში გამოსხივებული ენერგია საკმაქრისი იქნებოდა 2*10^56 (10 ხარისხად 56) ბიტის შესაცვლელად რას ტოლია 187 თანრიგის მქონე რიცხვის, ჩვენ კი გამოყენებული გვაქვს 256 თანრიგის მქონე რიცხვი.
რომ შეგვეძლოს მზის ირგვლივ შემგროვებელის გაკეთება და სრული ენერგიის „პერეხვატი“ ანუ შეგროვება და მიმართვა ერთ იდეალურ კომპიუტერში, მაშინ 32 წელიწადში შევძლებდით 192 თანრიგის მქონე მთველის გადავსებას 0 დან ბოლომდე.
ანუ მაინ ცოტაა, რადგან ჩვენ 256 თანრიგის მქონე რიცხვი. მოდით არ შევეშვათ.
დავუშვათ ვარსკვლავის აფეთქებისას გამოსხივებული ენერგიის მთლიანად შეგროვება შევძელით, ბოლო ერგამდე და მიმართვა იდეალურ კომპიუტერში?
აფეთქებისას ტიპიური ვარსკვლავი გამოასხივებს 10^51 ერგს (10 ხარისხად 51). რას საკმარისია 218 ბიტი თანრიგის მქონე რიცხვის დასათვლელად 0 დან ბოლომდე, მაგრამ არა 256 ბიტიანისა.
ამრიგად, ჯერ ერთი, თვალნათლივ დავინახეთ, რომ შეუძლებელია გადათვლით და ეშმაკობით 256 ბიტიანი ჰეშის მორგება,
მეორეც დავინახეთ, რომ ილუზიაა კომპიუტერი, რომელიც რამე დროში ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს მიუახლოვდბა.
და ამის მიზეზი არის არა ტექნიკის განუვითარებლობა, ან განვითარების დონე, არამედ თერმოდინამიკის მეორე კანონი. რომლიდანაც ჩანს, რომ კომპიუტერი რომელიც
ჩვენს განზომილებაში არსებობს და
ჩვეულებრივი მატერიისგან არის შექმნილი , ვერც 256 ბიტიან ჰეშს მოარგებს გასაღებს ბრუტფორსით, და ვერც ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს მიუახლოვდება.