ამ თვის დასაწყისში მომიწია ბანაობა, ვაპირებ შევდგე შხაპში და ვხედავ შამპუნი აღარ არის. სახლში ვახსენე და ვა, როგორ დაემთხვაო და მეორე დღეს შამპუნი უკვე მქონდა, მაგრამ დაბანვის სურვილი - აღარ.
ხოდა, გუშინ გარეთ ქინქლების გუნდს მოვეწონე, საითაც არ წავედი, ყველგან გამომყვნენ. თავი საქონლის გავა და ნეხვის გროვა მეგონა.

არადა დიდად არც ვიოფლები და არც სუნი ამდის ხოლმე. კაი დავუშვათ, ჩემი თავის სუნს შეჩვეული ვარ და ვერ ვგრძნობ. დავუშვათ, სახლშიც შეეჩვივნენ და ვერ გრძნობენ, მაგრამ აი ძმაკაცი, რომელიც არც შეჩვეულია და არც თქმა უტყდება, რამეს ხო მეტყოდა? ლოგიკურად სუნი არ უნდა ამდიოდეს.
ეს ბოლო დღეებია რაღაც სექსუალური რუჯის ფერი დამკრავდა. არადა მზეში იმდენ ხანს არ ვმდგარვარ რომ ზაგარი მიმეღო. ცოტაც და გადავწყვეტდი, ყავისფერი არაბების ჯიშის ვარმეთქი. მაგრამ, დღეს, როგორც იქნა შევდექი შხაპში და თითქოს წებო ჩამომცილდაო, თურმე თეთრი ვყოფილვარ.

კანმა ამოისუნთქა. შხაპში ქვემოთ თეთრი წყალი გადის ხოლმე და დღეს შავი, ჟანგისფერი წყალი გამდიოდა. რომ გამოვედი, თავი მსუბუქად ვიგრძენი, ავიწონე და 1 კილო ჭუჭყი მქონდა დაკლებული.

ისე, ერთი პლუსი კი აქვს იშვიათად ბანაობას. თმა ისეთი გაზეპილია, დასაყენებლად ჟელე აღარ ჭირდება და რა ფორმასაც გინდა, მისცემ.

არ მომბაძოთ. :faceplam: