დღეს მაღლივის საბაგიროზე ვიყავი და სრული ექსკურსია მომიწყეს 4 საათი ვიყავი სადგურების დეტალებიანად და წინ და უკან კატაობიანად და მართვიანად

კმაყოფილი მოვედი ძალიან.
მომვალ კვირას გაიხსნება სავარაუდოდ, ვერეს ხეობის ამოსუფთავება აქვთ ახლა დაკვეთილი. და მოსასუფთავებელი სამუშაოებია დარჩენილი.
1982 წელს გაიხსნა და 22 წელი ემსახურა ხალხს, 2004 წელს მიატოვეს და აი 13 წლის მერე დაუდგა აღდგენის ჟამი.
~
გამოიცვალა გამწევი და მზიდი ბაგირები, ძრავი, რედუქტორი და მართვის პულტი.
* * *
დღევანდელი

ძალიან კომფორტულია, უხმაურო და რბილად დასრიალებს.
ვაგონები უზარმაზარია შიგნიდან, 40 ადამიანს იტევს.
ორიგინალი იტალიური ვაგონები "Carozzeria Nodo"-ს მიერ წარმოებული რომელიც ჩერეტი-ტანფანიმ მოგვაწოდა შეინარჩუნეს და სრულიად განახლა.
3 წუთი უნდა გზას და 3 მ/წმ სიჩქარეზე ატარებენ, ის 7 მ/წმ შეუძლია.
სავარაუდოდ 50 თეთრი ეღირება და მუნიციპალურ სატრანსპორტო სისტემის სატარიფოში გაერთიანდება.