მარსიდან პოსტავ?
რას ქვია არ გაგვივა?
ზუსტად მაგისთვის არსებობს გაფიცვა და აქცია რომ აიძულო ის მსხვილი გაღორებული ბიზნესმენიც და ის ხელისუფალიც რომ კეთილი ინებონ და გადახედონ ქვეყანაში არსებულ ბალანს და შეიტანონ კორექტირებები.
საარსებო მინიმუმი და პენსია 180 ლარი რო იქნება, ხოლო ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის შემოსავალი ხშირ შემთხვევაში 100-ჯერ მეტი, აი მანდ ედღვნება ქვეყანას დედის დრაკი
ამხელა ლუფტი არ უნდა არსებობდეს მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის და უნდა იყოს ყველაფერი რეალურად დაბალანსებული.
მე ადრე გავხსენი თემა სადაც ვწერდი, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი და მთავარი გამოსავალი არის იმაში, რომ საარსებო მინიმუმი და პენსია გაიზარდოს მინიმუმ 300 ლარამდე, ვინადან ეს 2 პარამეტრი ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს ქვეყანაში, როგორც ფიზიკურად ისევე მორალურად.
როდესაც საარსებო მინიმუმი და პენსია იქნება 300 ლარი, ვერც ერთი კომპანია ვეღარ გაბედავს მორალურად, რომ ადამიანს 300 ლარზე ნაკლები გადაუხადოს და მას საქმე აკეთებინოს. ანუ მორალურ დონეზე მოხდება საზოგადოების ზრდა და რეალურად დაფასდება მეტ ნაკლებად ხალხის შრომა.
მაგრამ გამოძვრენ ეგრევე ჭიაყელები და დაიწყეს პროფესორობა თემაში როგორც ყოველთვის, იიი საიდან ამდენი ფული ქვეყანას, იიიი რა კაია ესე ჰაერზე ლაპარაკი და ბლა ბლა ბლა.
არადა იმდენი ფული იხარჯება უაზროდ ქვეყანაში, დანამატებში, პრემიებში, მანქანებში, საწვავებში, ტექმომსახურეობებში, მივლინებებში, ატკატებში, უცხოური კომპანიების უაზრო დაქირავებებში, და ა.შ. რომ პენსია 300 ლარი სულ ტავისუფლად შეიძლებოდა რომ გამხდარიყო.
კი ძალიან ბევრი რამის შემცირება მოუწევდა ხელისუფლებას, მაგრამ ეგ მაგად ღირს, ვინაიდან ესეთ შემტხვევაში საერთო დონე, საზოგადოებრივი შეგნება აიწევს ზევით და ქვეყანა გადავა შემდეგ ლეველზე.
არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც კი აღარაა ამ დონის მათხოვრული პენსია, ყველგან ყველაფრის გადაფასება მოხდა და ახლიდან დაბალანსდა ყველაფერი და აქ იგივე მუსიკა უკრავს,
იიიი ქვეყანას უჭირს, იიი ვერ გავქაჩავთ, და ამ დროს რესტორნები გადავსებულია და იმდენი ტაქსი დადის თბილისში ნიუორკს მოემსახურებოდა რამე რომ იყოს.
რადგან ამდენი ტაქსია და ამდენი რესტორანი, კაზინო ესეიგი კლიენტიც არის, ესეიგი არის ხალხში ფული, უბრალოდ ეს ფული არასწორადაა გადანაწილებული და დაბალანსებული, ანუ რაღაც ნაწილი იმაზე კარგად ცხოვრობს ბევრად ვიდრე უნდა ცხოვრობდეს ამ დონის ქვეყანაში და დიდი ნაწილი ცხოვრობს იმაზე გაცილებით ცუდად(მაგას თუ ცხოვრება ქვია) ვიდრე უნდა ცხოვრობდეს ამ დონის ქვეყანაში.
ეს არის პირდაპირ ხელისუფლების პრეროგატივა და ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს მაგ ბალანსის შედგენა. ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს რომ პერიოდულად აბალანსოს სიტუაცია და საშუალო დონე მუდმივად კარგ და ჯანსაღ ფორმაში ყავდეს, არც არავის არ მისცეს უაზროდ გამდიდრების საშუალება და არც არავინ მისცეს უაზროდ გაღატაკების უფლება.
უნდა შექმნას პროექტები, ინიციატივები, შეიმუშავოს ინდივიდუალური კანონები და ა.შ.
მაგრამ ეს ყველაფერი ღლეზე კიდია ყველა ხელისუფლებას და ერთი და იგივე მუსიკით მიდის ხალხის დაბოლება და დამონება, იიი ქვეყანას უჭირს, ცოტაც მოვითმინოთ და მერე ამოვისუნთქებთ.
მასე იძახდა მიშა, მასე იძახდა ბიძინა, და მასე იტყვის თუ ვინმე ახალი მოვიდა.
ეს დედა მოდღნული ისევ კომუნიზმში ხო არ ცხოვრობთ?
ვისი გერიდებათ და ვისი გეშინიათ?
ჩვენი მეგობარი დასავლეთი არ გვახვევია გარშემო თავის არასამთავრობოებით?
ადამიანმა უკეთესი პირობები რო მოითხოვოს და გაიფიცოს დანაშაულია?
სირცხვილია?
ქვეყნის ღალატია?
აბა ათას ღლეობას რო ითხოვთ და დადიხართ წვიმებში აქციებზე, იიი გადადგეს პრემიერი, იიი მხარს ვუჭერ ნაციონალებს, იიიი მხარს ვუწერ ოცნებას, იიიიი პლანის ლეგალიზაცია
ამ უაზრობების და არაფრის მომცემი მოთხოვნების ნაცვლად ცხოვრების დონის გაუმჯობესება რომ მოითხოვოთ რეალური და კონკრეტული საკითხებით არ ჯობია?
ულტიმატუმს რო უყენებენ, გადადგეს პრემიერი, მანამდე არ დავიშლებითო? მაგის მოთხოვნას, საარსებო მინიმუმი გახდეს 300 ლარი, მანამდე არ დავიშლებითო არ ჯობია?
ერთადერთი რითიც ჯობია კაპიტალიზმი კომუნიზმს, ეს არის ხალხის უფლება, რომ გამართონ აქციები და მოითხოვონ უკეთესი პირობები და ქვეყნის უკეტესი მართვა. და ამ ერთადერთ და უმთავრეს მომენტსაც კი არ ვიყენებთ, რომ რეალურად მოვითხოვოთ კარგი პირობები.
რატო უნდა ითმენდეს და იჭირვებდეს ყოველთვის გაჭირვებული უბრალო ადამიანი?
მოდი ერთხელ ხელისუფლებამ გაიჭირვოს, შეიმცირონ ყველანაირი დანამატები, შეიმცირონ ყველანაირი პრივილეგიები, მანქანები და იარონ სამსახურში საკუთარი მანქანებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით?
რატო არ შეიძლება?
ხოდა ეს თუ ხალხმა არ აიძულა, თვითონ ამის გაკეთება არასოდეს არ მოუნდებათ და აზრადაც არ მოუვათ.
დღეს თუ 300% მოგებაზე არ გადის კომპანია, მაგას მოგებას არ ეძახიან. ბიზნეს გეგმით თუ მაქსიმუმ 4 წელიწადში მილიონებზე ვერ გადიან მოგებაში, ეგეთ ბიზნეს ხელს არ კიდებენ და წამგებიანს ეძახიან.
ბანკები წელიწადში მილიარდს შოულობენ, და ვისი ფულია ეგ თუ არა გაჭირვებული ხალხის?
რატო უნდა შოულობდეს საქართველოს დონის ქვეყანაში ბანკები მილიარს, ქვეყნის ბიუჯეტის 10%, აი რატო?
ეს ნორმალურია?
კი თქვენ გეუბნებიან რომ ეს ნორმალურია და ვინც ამას დაეთანხმება იმას შეაქებენ, გესმის ბიძია შენ საკითხი, გეტყობა ადეკვატური პიროვნება ხარო, ხოლო ვინც სხვა რამეს იტყვის, იმას გაუნათლებელ, გოიმ, ჩამორჩენილის იარლიყს მიაწებებენ და შემდგომ ეს შექებულები ზევიდან იწყებენ ყურებს, და ჰგონიათ რომ მართლა რაღაცა გაეგებათ და მართლა სწორედ აზროვნებენ
ერთი მეორისადმი გადაკიდებამ, შურმა, ბოღმამ და ზიზღმა მიგვიყვანა მაქამდე და მუდამ ესე ვიქნებით, სანამ რეალურად არ დავფიქრდებით და რეალურად არ დავიწყებთ საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე ფიქრს, სანამ ერთმანეთს გვერდში არ დავუდგებით მანამდე არაფერი გამოვა. ხოდა ზუსტად ამდენი უმცირესობები და ამდენი თითიდან გამოწოვილი ღლე თემა იმას ემსახურება, რომ ხალხი რაც შეიძლება მეტ კატეგორიად დაიყოს, და უფრო და უფრო დაჭამონ ერთმანეთი.
ამ ღლეობის ორგანიზატორები და პიარშიკები იღებენ ყოველთვიურად ხელფას და მასე ცხოვრობენ წლებია უკვე, რატქმაუნდა იტყვიან ამერიკა გვეხმარებაო, რატომაც არა , ხოლო მათ მიერ დაქირავებული შემსრულებლები კი ეგენიც სხვებივით კაპიკებზე პახაობენ, დარბიან პლაკატებით და ა.შ.
მე ცხოვრებაში, არავინ არასოდეს არაფერში არ დამხმარებია, ჩემIტ ვაკეტებდი ყველაფერს და ჩემი შრომით გამქონდა ყოველთვის თავი, ვერც ვერავინ ვერ დამამადლის ვერასოდეს ვერაფერს და დიახაც ზუსტად ეს მაძლევს სიამაყის უდიდეს შეგრძნებას
იიიიი მიდი პლანი მოწიე ნერვები დაიწყნარე, მაგარი გაგისწორდება.
დაიკიდე რა დაბალი ხელფასი, ყველას მასე აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება მოდი ისევ პლანი მოვწიოთ
რა ჯობია მაგას, კაპიკებზე რო პახაობ მთელი დღე, მერე მოხვალ სახლში, სადაც არაფერი არ გაოხრია და გააბოლებ მოსაწევს, ეგრევე ღლეზე იკიდებ ყველაფერს და გეშვება.
აი ეს არის ცხოვრება აბა ფხიზელი თვალით ჩემმა მტერმა უყურა ამ ყველაფერს
აი ეს არის წამწუხარო რეალობა და ეს სიტუაცია ვის აწყობს აბა თუ გამოიცნობთ? საზოგადოებას? მაგ პლანის მომხმარებლებს?
ზუსტადაც რომ გაღორებულ ბიზნესმენებს, არასამთავრობოებში მომჯდარ გაღორებულ მენეჯმენტს, ხელისუფლების გაღორებულ ჩინოვნიკებს
აი მაგათ აწყობთ ეს სიტუაცია და თქვენივე ხელით ქმნიან მაგ რეალობას, უამრავ ენერგიას გახარჯინებენ თქვენვე რომ ეს რეალობა გამყარდეს, გამართინებენ აქციებს მაგ საკიტხზე და ერთმანეტს გაჭმევინებენ.
თუ ესე გააგრძელებთ ვერასოდეს ვერ გამოხვალთ მონობიდან, რასაც ქვია ვერასოდეს.
დროა ისწავლოთ თეთრი და შავის გარჩევა და დაბრუნდეთ რეალობაში, ილუზია არაფერს კარგს არ მოგიტანთ, უფრო და უფრო ღრმად შეგატოპინებთ ისე ღრმად რომ გამოსვლა გამოძრომა აღარ მოგინდებათ
This post has been edited by tb-seli on 12 Dec 2017, 15:20