მოკლედ, რა ხდება ახლა

ჩემი 2013-იანი მოტო honda cbr 250 r - ახალი გაყიდული მყავდა და ვაპირებდი რამე ლაით ენდუროს ყიდვას,
მაგრამ მალე მივხვდი რომ იმ ფულით კაის ვერაფერს ვიყიდიდი. ხოდა თითქოს დავივიწყე ეს ამბავი,
ამასობაში ამ თემაში ქართლოსის პოსტს გადავაწყდი, სადაც ამბობდა რომ მალე იტალიურ aprilia sr 150-ს შემოიყვანენო.
დავიწყე გამოკვლევა ამ მოდელის, წავიკითხე რაც კი რამეს ამოაგდებს გუგლი ამ მოტოს თაობაზე. ვნახე ალბათ 150-ზე მეტი ვიდეო.
მფლობელების vlog-ები. ასე დისტანციურად შემიყვარდა ეს მოდელი. ნუ როგორც ქართლოსმა თქვა, გაირკვა რომ შპს "სისტემები" გახდა პიაჯიოს ოფიციალური დილერი და კახეთის გზატკეცილზე აშენებენ დიდ შოურუმს. გაყიდიან პიაჯიოს ჰოლდინგში შემავალ შვიდევე ბრენდის სკუტერებს. ნუ მათ შორის vespa-საც.
მოკლედ დიდი ხანი ველოდებოდი აპრილიების ჩამოსვლას და აი წინა დღეს მიუღიათ. მივედი, ჩემს თვალწინ გავხსენით ყუთი, გამოვაგორეთ ის ფერი რაც მინდოდა
და რეალობაში კიდევ უფრო მომნუსხა ამ სკუტერმა, ისეთი მაგარია, ვიდზეც, ხოდზეც - რავიცი რავიცი........ რა დავწერო. იმენა სკუტერის ვიდზეა, სკუტერის პრაქტიკულობასთან ერთად თორემ შიგნით იმენა მოტოციკლია რა!!! ათას კილომეტრომდე აბკატკაზეა და ჯერ 80-ს ზემოთ არ ვწევ სიჩქარეს, მაგრამ გინდ ქალაქში, გინდ ტრასაზე დადის საოცრად მაგრა. თან 14-იანი დისკები აქვს და მაღალი სკუტერია. დღესვე წავედით რუსთავში გადასაფორმებლად, იქიდან უკვე მე დავჯექი და წვიმა-თოვლი ყველაფერი მაშინ დაემთხვა, ჩაფხუტის შუშა სულ ტალახიანი იყო და ვერაფერს ვხედავდი, მერე ავწიე საერთოდ, ხელებიც გამეყინა სრულიად! 4900 ლარი ღირდა, მაგრამ მე პირველი მყიდველის აქცია შემეხო და 4700-ად მომყიდეს. გარანტია, მოტო სერვისი და ამბები მოყვება. ის ხალხიც გავიცანი, მფლობელი და დირექტორი, კარგი და ყურადღებიანი ხალხი ნაღდად. მათთან ერთად წავედი რუსთავში გადასაფორმებლად.
მოკლედ თავს ბედნიერად ვთვლი იმიტომ რომ:
1. ისევ დავუბრუნდი 2 ბორბლიანს!
2. მინიმუმამდე შევამცირებ გამონაბოლქვს და ნაკლებად დავაბინძურებ გარემოს.
3. ვიმომძრავებ პრინციპით - ერთი მგზავრი = ერთი ადგილი (და არა ერთი მგზავრი 4 ადგილი)
4. მესამედან გამომდინარე არ შევქმნი ქალაქში საცობებს და არ ავითვისებ ისედაც მწირ პარკირების ადგილებს!
5. დავზოგავ უამრავ დროს.
6. საგრძნობლად შევამცირებ საწვავის ხარჯებს.
7. ძალიან ლამაზია ვიზუალურად.
მაგრამ მთავარი მაინც თავისუფლების განსაკუთრებული შეგრძნებაა რომელსაც განიცდის მოტოციკლისტი,
მოგზაურობის და თავგადასავლების დაუოკებელი მისწრაფებები და აღმაფრენები (ძალიან პათეტიკა ტექსტი მოვძერწე

მაგრამ ასეა)
ახლა კი ფოტო-კოლაჟი.
იმედია ეს მოტო მიმოხილვა ცოტათი მაინც დაუკმაყოფილებს ცნობისმოყვარეობას ფორუმელებს







This post has been edited by Tobuldar on 18 Jan 2018, 22:46