საღამო მშვიდობის !!!
ცოტა სხვანაირად ჟღერს, არა-და სულ დილა მშვიდობისას ვწერდი აქამდე...
არაყზე მთელი ამბები ყოფილა... დავეთანხმები არყის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რადგან კარგი არაყი კარგი დასალევია და გააჩნია რასთან და რამდენი.
აღარ მინდოდა ამ თემის წამოწევა, მაგრამ მეც დავაფიქსირებ ჩემს აზრს: მე პირადად, ალბათ 10, შეიძლება 15 წელიც კი იყოს რაც არაყს (ჭაჭას) ვხდი და ვცდილობ რომ სულ დავხვეწო ეს "საქმე". ხორბალისაც მიცდია, მაგრამ ძალიან რთულია...

როგორ წამიკითხავს და ვიცი, როცა რაიმეს გამოხდას გადაწყვეტ (არა აქვს მნიშვნელობა ჭაჭა იქნება ეს თუ ხორბალი ან სხვა რამე), მიზანი უნდა იყოს, რომ მიიღო სპირტი - რასაც ქარხნებში აკეთებენ - მერე ამ სპირტს ან დააძველებ (თუ ამის საშუალება გაქვს) ან კიდევ გადააზავებ (გამოხდილ/დისტილირებულ წყალში) და სწრაფად მიიღებ არაყს, იგივეს რასაც ქარხნები აწარმოებენ (განსხვავება ალბათ ფილტრაციაში და სპირტის დაძველებაშია).
არყის გამოხდის დროს, უძალიანმთავრესი მომენტია ტემპერატურის კონტროლი "ქვაბში", ასე +70°C-დან აორთქლებას იწყებენ აცეტონები და მისი მსგავსი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებები, შემდეგ უკვე ასე +80-82°C -დან ორთქლდება სპირტი +95°C-მდე და მერე უკვე წყალი, და თუ ამ ზღვარს არ დავიჭერთ და ავადუღებთ ჭაჭას (ან სხვა რამეს) - მივიღებთ არყის გარდა ყველაფერს.
ამიტომ არის სახლის პირობებში არყის გამოხდა ძალიან რთული, თუ სათანადო ჭურჭელი არა გვაქვს და ის გინდა 2-ჯერ, 3-ჯერ და 4-ჯერ გამოხადე, ალკოჰოლის დონე კი მოიმატებს, მაგრამ მასთან ერთად ყველაფერი ცუდის დონეც მატულობს პროპორციულად...
ამდენი და ამხელა პოსტი გეფიცები ცხოვრებაში არ დამიწერია, იმედია მარტივი, გასაგები მაინც გამომივიდა...
მიყვარს არაყი, თან სიტუაციასაც გააჩნია და რასათან მიირთმევ, მაგრამ ჩემთვის ლუდი მაინც გაცილებით წინ დგას არაყზე !!!