კაი ეხა ცოტა ჯიგრულად შევხედოთ.
კარგია სერიალისთვის იმიტომ რომ დასწრების მხრივ მატება იქნება სერიოზული, ანუ გასვლით თამაშებზეც ყველგან გაივსება ხოლმე სტადიონი, გაპიარდება უფრო და სხვა ვარსკვლავებსაც მოუნდებათ გადმოსვლა,
პერსონალური ფანები ყავს ტიპს 120 მილიონზე მეტი, აქედან 80 მილიონი შეიძლება საერთოდ არც კი უყურებდა სერიალს, ეხლა დაიწყებენ, მეტი ტრანსლაციები გაიყიდება და გუნდებსაც მეტი შემოსავალი ექნებათ.
ბილეთის ფასზეც იმოქმედებს ეს და ანალოგიურად აქაც შემოსავალი იქნება.
მაგრამ იუვენტინიოები რომ ითვლიან აქციის ფასებმა მოიმატაო და გავმდიდრდითო ამაზე მაგრად ვღადაობ

სიტყვაზე 1 აქციის ფასი თუ 1$ იყო და ეხლა 10$ გახდა, გგონიათ ამ თანხას გუნდი მოიხმარს, ან ტრანსფერებს გააკეთებს თუ რა?

ჩვეულებრივად აქციის მქონე ტიპები გამდიდრდებიან ი ვსო.
გუნდს რა პროფიტი?
მერე მეორე, კი კაია კრისწინკა, მართლა ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მიუხედავად მისი წლევანდელი პერფორმანსის მაინც ასაკში შედის და ეტყობა ნელ-ნელა, თანაც სერიალი არაა გახსნილი პრიმერა სადაც როცა გინდა და რასაც გინდა გააკეტებ.
ძალიან ბევრი გადმოსულა სერიალში და ჩაუჯვია, არ ვამბობ რომ ბუძიც ჩაიჯვავს თქო, მაგრამ 40 და 50 გოლებს რომ ელოდებით ჯობია ცოტა რეალურად შეხედოთ
რა ანშლაგიც ატეხილი გაქვთ ისეთი არაა რეალობა, ნუ მამენტ ეგეთი დონის ტრანსფერი იუვენტინიოებს ისტორიის მანძილზე არ გიგემიათ და შეიძლება თქვენი გაგებაც

სტატისტიკასაც რომ გადახედოთ უკვე ძალების გადანაწილებაზეა ტიპი გადასული და ბოლო 2 წელი 25-26 გოლზე მეტი ვეღარ გააქვს ჩემპიონატში, როცა წინა წლებში 35-36 გოლი გაქონდა, რათქმაუნდა სულ რომ იდგეს და არ ირბინოს მაინც დიდი ძალაა როცა გუნდში ესეთი დონის იგროკი გყავს, მაგრამ არამგონია ეხლა მაგან სერია ა დაიმხოს თავზე ესეთ ასაკში, მა ფრედიქშენ 20 +- 1-2 გოლი.
ნაინგოლანზე რომ ღადაობდა სასტავი ვინ გამოუშვებდა მაგას ინტერში კარგი რომ ყოფილიყოო, ანალოგიურად გეკითხებით იუვენტინიოებს:
პერესი ღლეა? თუ რატომ დათმობდა ესეთ ოქროს მჯმელ ჟილას?
არ დაიწყოთ ეხლა რონალდოს უნდოდა იუვენტუსიო
ყველაფერს აქვს თავისი დრო და ფასი, პერესმაც ნახა დრო და 120 მილიონი აიღო, ამაზე ძვირად ეგ მაგას ვერ გაყიდიდა და შემდეგი სეზონი შეიძლება ისე ჩაეგდო სიტყვაზე, რომ მაგდენადაც ვერ გაყიდიდა, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც უყურებს ყველა ასაკს. ტიპი თებერვალში 34 წლის ხდება.
რონალდოც ასაკში უფრო მეტ ხელფასს ითხოვდა და გამოხტა იუვე რომელიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, რა პერესი 7 მილიონით მეტს ვერ გადაუხდიდა?
რონალდოც ახალ გამოწვევაში გაიჩითა, უფრო დაბალი ტემპის მქონე ჩემპიონატში სადაც არც ისე ძალიან შეიძლება გაუჭირდეს, ინგლისში რომ წასულიყო შეიძლება მოედანზევე დაბრედილიყო, ნიტოშტო თამაში, ფეხბურთელები ვარჯიშს ვერ უძლებენ ისეთი ტემპია იქ.
კაროჩე ეს ტრანსფერი იყო მომენტი როცა ხელი ხელს ბანს და ორი ხელი სახეს, მაგრამ ნუ ელოდებით იმას რომ რონალდო თავის პრაიმს დადებს თქვენთან, უკვე კაი ხნის ჩავლილი აქვს რონალდოს პრაიმს და ეხლა ეგ უფრო პენსიაზე გავიდა ვიდრე სხვა დანარჩენი.
არ იფიქროთ რომ ბოღმა მალაპარაკებს, ბევრისგან განსხვავებით ინტერისტებს ძლიერი კონკურენტის დამარცხება გვახარებს ვიდრე სუსტის

შეიძლება გახარებით არ გამიხარდა, მაგრამ უფრო მეტად რომ გამოცოცხლდებიან საპერნიკები და მეტი მობილიზაცია იქნება უკვე კარგია.