აკადემია
-------------
1.აუცილებელად მოსაყვანია უცხოელი ფიზ. მომზადების და მთავარი მწვრთნელის მოყვანა საფეხბურთო ქვეყნებიდან ,რადგან მჯერა ისინი უფრო პროფესიულად მიუდგებიან თავის საქმეს და არა ისე რომ თვის ბოლო როდის მოვა ბანკი მაქ გადასავადებელიო + ვერავინ ეტყვის ჩემი ძმაკაცის შვილია მითამაშეო
ყველამ კარგად ვიცით,თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორად განვითარება ადრეულ ასაკში ,სწორი მიდგომაა ბავშვებთან საჭირო და არა ჰე 10 წრე ძუნძულით და დავიშალეთ..
ასევე ადრეულ ასაკში ისწავლება თუ როგორ უნდა მიიღო ბურთი,ჩამოიღო და დაამუშაო, როგორ უნდა ჩააწოდო და გააკეთო სწორი პასი (ძირითად გუნდში მთავარ მწვრთნელს არ უნდა დაჭირდეს მაგის ახსნა ფეხბურთელებისათვის)
2. ინგლისური ენის სწავლა ბავშვებისთვის უნდა იყოს სავალდებულო, ყველა ვიცით რატომაც...
3. კლუბმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 4 მომავალი ახალგაზრდა მწვრთნელის უცხოეთში სწავლება, საფეხბურთო ქვეყანაში. (2 ბავშვებთან სამუშაოდ, ფიზ.მომზადება, მთავარი მწვრთნელი და 2იც ძირითად გუნდში) (ოთხივე იმუშავებენ კლუბში უცხოელი მწვრთნელების ასისტენტებათ, მიიღებენ გამოცდილებას და ა.შ.)
4. თვეში ერთხელ უნდა მოეწყოს ბავშვების შეკრება ერთ დიდ ოთახში სადაც იქნება დიდი ეკრანი,რათა აჩვენონ,ცნობილი ფეხბურთელების ისტორიები,მაგალითად: რონალდინიო,თუ როგორ დაიწყო ბავშვობიდან ბურთის თამაში,როგორი გზა გაიარა,რა სირთულეები შეხვდა და საბოლოოდ როგორ ფეხბურთელად და პიროვნებად ჩამოყალიბდა,რა საკვირველია ესეთი ისტორიები ბავშვებში უფრო მეტად გააღვივებს ინტერესს ფეხბურთის მიმართ,ბევრი მიბაძავს,ასევე უნდა გაიმართოს თავისუფალ თემებზე საუბარი,თვითონ ბავშვები მოყვება ვინ არიან მათი საყვარელი ფეხბურთელები , რა ოცნებები აქვთ
5.აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგები, ბალანსი რომ არ დაირღვეს ქალიც იყოს და კაციც
უნდა აუხსნან ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა აუხსნან რამდენად საზიზღარი და მავნებელია სიგარეტის მოწევა და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.. თავიდანვე უნდა შეაზიზღონ რომ არ წაუცდეთ ხელი..
და არა ისე ჩემ დროს რომ იყო სიგარეტის მოწევა მაგარ ტიპობად რომ ითვლებოდა.. განსაკუთრებით გოგოებთან რომ გვემარიაჟებოდა
ასევე თავიდანვე უნდა აუხსნან "ზანგებიც" ადიამიანები არიან და ჩვენსავით უხარიათ ცხოვრება და ჩვენსავით გააჩნიათ გრძნობები,განსხვავება მხოლოდ კანის ფერშია
კარგი იქნება თუ 2-3 აფრიკელი ბავშვიც იქნება აკადემიაში
ა) ერთგვარი სტიმული იქნება ქართველი ბავშვებისთვის, რომ უცხოელებთან ივარჯიშებენ გუნდში და ყველაფერს გააკეთებენ იმის დასამტკიცებლად რომ უკეთესები არიან
ბ) ინგლისურის ენის კარგი პრაკტიკა ექნება და დახვეწავენ მეტყველებაგს და ა.შ.
გ) თავიდანვე შეეჩვევიან ლეგიონერების ყოლას გუნდში და არ იქნება რასისტული დამოკიდებულება მათ მიმართ და ბოლოში არ მივიღებთ ისეთ შედეგს,როგორიც ს.კ.სამტრედიაში მოხდა.. რო გაიფინეს "ზანგი" ყლის ქვეშ, რას ქვია შენ ჩემზე მეტი ხელფასი გაქ და ასე შემდეგ. წაეთრიე შენს ქვეყანაში ითამაშე..
გარდატეხის ასაკი ყველაზე რთული მომენტია ბაშვებისთვის,ფსიქოლოგებმა უნდა აუხსნან რომ ჩვენ,გერმანელებს,ინგლისელებს და ა.შ. სხვადასხვა მენტალიტეტი რომ გვაქ
ვისაც ევროპაში მოიწევს პროფესიული კარიერის გაგრძელება აუცილებლად გამოადგება ეგ ცოდნა და გაითვალისწინებს, რომ ყველა ერს თავისებური მენტალიტეტი და ხასიათი აქვს,მაგალითად: თუ რაიმე "უკუღმართობა" ჩაიდინა გუნდში, ან რაიმე მსგავსი უნდა ელოდოს რომ ამაზე თვალს არ დახუჭავს გერმანელი ან ინგლისელი და აუცილებლად დაასხმენს რომ აი ეს იყო,ამის გამო დედის #####ი არ უნდა აგინოს და არ უნდა "გაულამაზოს" სახე.. არავინ მხარს არ აუბავს და იმ გუნდში კარიერა გაუფუჭდება,
ასევე უნდა იცოდეს რომ სხვაგან მწვრთნელი არაფერს არ გპატიობს (დაგვიანებას,ზერელე ვარჯიშს და ა.შ.) არ გადაგისვამს თავზე ხელს უი შენ კაი ბიჭი ხარ და ეხლა გაპატიებო შეიძლება სასაცილოა ეს ყველაფერი და უმნიშვნელო დეტალებია,მაგრამ როცა ფსიქოლოგები გყავს გუნდში და ხელფასს უხდი თავისი საქმე უნდა გააკეთოს და რაც მეტ ცოდნას მისცემს 16-17 წლის ბავშვს გამოადგება და დაეხმარება გზის გაკვლევაში
6. სავალდებულო უნდა იყოს ბავშვების ვარჯიშზე მინიმუმ 1 ფეხბურთელის დასწრება ძირითადი გუნდიდან ეს დიდი სტიმული იქნება პატარებისთვის და უფრო მონდომებულები იქნებიან თავი გამოიჩინონ , სხვადასხვა ვარჯიშზე სხვადასხვა ფეხბურთელი და ასე კარუსელივით
7. თვეში ერთხელ პატარების შეხვედრა ძირითადი გუნდის ფეხბურთელებთან , სადაც დიდები გაუზიარებენ მათ ცოდნა გამოცდილებას
8. ტორპედოს საშინაო მატჩებზე პატარების წაყვანა და დასწრება, რათა ნახოს როგორი ატმოსფეროა სტადიონზე ხალხი, ოვაციები, ემოციები და ა.შ. რაც მეტ სტიმულს მიცემს გულმოდგინეთ ივარჯიშოს და ყველაფერი გააკეთოს რათა თვითონაც მოხვდეს მაგ სტადიონზე და ითამაშოს მაყურებლების წინაშე
9.აუციელებელია აკადემიას ქონდეს საკუთარი საიტი,სადაც დეტალური ინფორმაცია იქნება პატარა ფეხბურთელებზე, წონა,ასაკი,სიმაღლე,ჰობი.საყვარელი ფეხბურთელი,გუნდი და ასე შემდეგ... ეგ დამატებითი სტიმულის მომცემია ბავშვებისთვის თავიანთ თავს რომ ნახავს ინტერნეტში და გაიზრებს რომ დიდი ფეხბურთელი როცა გახდება თუ როგორი პოპულარული იქნება და ყველას გააკეთებს რომ მასეც მოხდეს
10. ვიდეო როლიკები უნდა გაკეთდეს ვარჯიშებიდან / თამაშებიდან და უნდა აიტვირთოს საიტზე.. ვიდეოში რომ თავის თავს დანახავს კიდევ ერთი დამატებით სტიმულია (უკვე ნამდვილად ვარსკვლავად იგრძნობს ბავშვი თავს)
11. შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ და რა კავშირშიავო თქვათ,მაგრამ კვირაში ერთხელ ქართული ცეკვის გაკვეთილი თუ ჩაუტარდებათ არ იქნება ურიგო
ჩემი დაკვირვებიდან, როდესაც ბაშვი ვიყავი და სკოლის დარბაზში თუ ეზოში ფეხბურთს ვთამაშობდით,ცეკვაზე ვინც დადიოდა რაღაცნაირად მორჩილი ტანი ქონდათ. დახვეწილი მიხრა მოხრა მატაობა.ფინტაობის დროს. აი გეგონებოდა ბურთთან ერთად ცეკვავდაო , განსაკუთრებით აჭარული და მთიულირი ცეკვის ილეთები რავი ჩემი აზრია უბრალოდ. ასე მგონია რომ უკეთ აკეთებ ფინტებს სხვა თუ არაფერი ძმაკაცის ქორწილში მაინც იცეკვებ ღვინის დალევის გარეშე არ შერცხვებათ როცა ეცოდინებათ

12. უნდა გააფორმო ხელშეკრულება რომელიმე ნორმალურ გუნდთან , უნდა გქონდეს ურთიერთობა , აი რას ვგულისხმობ. მაგ: კიტეიშვილი, უკვე გადაბერებულია საქ.ჩემპში. ატვეჩაი ვარ, რომ რა დონეც ეხლა გვაქ ჩემპში, მეტს კიტეიშვილი ვერ განვითარდება ვერ გაიღრმავებს საფეხბურთო ცოდნას და შემართებაც ეკარგება მაგ დროს ფეხბურთელს, ამიტომ როდესაც გაქ ხელშეკრულება გუნდთან გაფორმებული,მაგ დროს უნდა გაანათხოვრო არ უნდა გაყიდო კაპიკებად, გაუშვი 1-2 წლიანი იჯარით და უფრო განვითარდება უკეთესს ჩემპიონატში , ფასიც აიწევს მოთამაშის და უფრო მეტ სარგებელს ნახავ + ნაკრებსაც გამოადგება
ჰოოო
გ ა ნ ა თ ლ ე ბ ა სასკოლო პროგრამა + კლასგარეშე ცოდნა
აუცილებელიააა!!! განა იმიტომ რომ,ფეხბურთის თამაშის დროს ვინმე გამრავლების ტაბულას გკითხავს? ან შუშანიკის მამის სახელს შეგეკითხება?
იმიტომ რომ განათლება აუმჯობესებს ტვინის მუშაობას,გხდის უფრო სხარტს და არ დაგჭირდება 5 წამი ფიქრი პასის მიცემაზე... 2 წამში გააკეთებ მაგას
+ ელემენტალური ინტერვიუში 10 სიტყვიდან რომ 7ს ერთიდაიგივეს ამბობ,აღარ იტყვი მერე
ჩემი აზრით 7-8 წელიწადში ეგეთი მიდგომით გუნდი მივიღებს კარგ შევსებას 5-6 ფეხბურთელს მაინც ძირითადი გუნდისთვის + ლეგიონერები რომ საჭიროა ყველამ ვიცით

10-15 წლის მერე უკეთესი შედეგი იქნება
მაინც რამდენი წლები დაიკარგა 1990დან მოყოლებული ერთიდაიგივე იგივე ლაპარაკში და საქმე ვერავინ გააკეთა
ეყოლება განათლება მიღებული მწვრთელები,რომლებიც გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას დამწყებ მწვრთნელებს
ყველას თავისი შეხედულება აქვს თუ რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვა ფეხბურთზე სიარული, მაგრამ ჩემის აზრით 10წლიდან..ეგაა იდეალური ასაკი
აი როგორაც 4 წლის ბავშვის გონება არ უნდა დატვირთო გამრავლების ტაბულით და წერა კითხვით,ბავშვს უნდა სათამაშო არ შეიძლება გადატვირთვა
ანალოგიური ფეხბურთში, სულაც არ მომწონს 6-7 წლის ბავშვების შეყვანა რომ უნდათ მამებს , არ შეიძლება კუნთების დატვირთვა ეგრე (იმჰო)
10 წლიდან 17-18 წლამდე საკმარისი დროა რომ ფეხბურთის თამაში ისწავლო,ბურთთან ურთიერთობა და სხვა დანარჩენი, 18 წლისას უკვე ძირითად გუნდში უნდა იყო და თამაშობდე, თუ ეს ეგრე არ მოხდა,.გამოდის რომ ფეხბურთი არაა შენი საქმე და სხვა პროფესიას უნდა მიჰყო ხელი, თან 18 წელი კარგი ასაკია სტუდენტი გახდე სწავლა გააგრძელო
რავი კიდე რამდენი რამე მომდის თავში,წვრილწვრილი ნიუანსები,მაგრამ ისედაც ბევრი დავწერე... თან ეგრე დაწერილს მუღამი არ აქ. ლაივში უკეთ ჩამოვაყალიბებდი ჩემს აზრს

მაგრამ უბედურებაა ისაა რომ, ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იციან საფეხბურთო "მამებმა",მაგრამ ბევრ შრომას,ენერგიას და ხარჯს მოითხოვს
ფულის დახარჯვა არავის უნდა,იმიტომ რომ ყველა დღევანდელი დღით ცხოვრობს და არ უყურებს იმას თუ რა შედეგის მიღება შეუძლია 7-8 წლის მერე

დღევანდელი კვერცხი ჯობია ხვალინდელ ქათამს
მერე რა რომ პატარა ქვეყანა ვართ და ცოტანი ვართ? ნიჭი გვაქ,არ ვართ დებილები,რაოდენობაზე რომ იყოს დამოკიდებული მაშინ ჩინეთსა და ინდოეთს მაგარი იგროკები უნდა ყავდეთ რამდენი არიან და თუნდაც 1 ფეხბურთელი როგორ არ/ვერ გამოდგა მაგარი?

მე არავინ არ ვიცი მაგ ქვეყნებიდან ფეხბურთელები
რავი ვინც წაიკითხეთ ჩემი პოსტი, ალბათ ბევრი გაიფიქრებდა , ეჰ ეგეთი პირობები რომ ყოფილიყო ჩემ დროს,რაღაცას მაინც მივაღწევდიო

)
ხოდა ჩვენ ვერ მივაღწიეთ და მომავალმა თაობა მაინც მიაღწიოს და გაიხარონ და ჩვენც გაგვახარონ
ამოვიდა კისერში ერთიდაიგივე ...
მიდით რა! რაღაცა ვქნათ!
ისედაც დანერვოზებულაი ხალხი,ცუდი ცხოვრების დონის გამო ამ ქვეყანაში და სპორტიტ მაინც გავიხაროთ გულები!!!
ნუ ჟმოტავთ ფულებს!!! ჩადეთ და უკანვე დაგიბრუნდებათ 10მაგად!
ჰო მე ეგეთი ხედვა მაქ თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდე პროფესიონალ ფეხბურთელად,მარტო ბურთზე ფეხის დარტყმა რომ შველოდეს ყველა პროფესიონალები ვიქნებოდით

სხვას სხვანაირი შეხედულება და მიდგომა აქვს
ზოგი რამ შეიძლება სასაცილო მიწერია

)
პატარ-პატარა დეტალებისგან შედგება ყველაფერი
გმადლობთ ყურადღებისათვის

წარმატებები ვიკინგურთან
.:.ადამიანმა, რომელმაც იცის სიცოცხლის ფასი,ის არასოდეს გაიმეტებს სხვას მოსაკლავად.:.