გამარჯობა.
მოკლედ დიდი ხანია მანქანის გამოცვლას ვფიქრობ და როგორც იქნა გადავწყვიტე.
ოღონდ მანქანების მიმართ პირადული დამოკიდებულება მიჩნდება და წლოობით მყავს ხოლმე, ეს ბოლო 10 წელია მყავს და ვერ ველევი.
მინდა რამე ეგეთივე ვიყიდო, რომ მინიმუმ 10 თუ არა 7 წელი არ ვიფიქრო გამოცვლაზე.
მაქვს ერთი კარგი ვარიანტი, ფასის პონტში, მეგობარმა მითხრა რომ მის GL 450ს დამითმობს ძაალიან იაფად, ანუ გარაჟში უდგას ძირითადად და ეგერ აგერ ცოლი თუ გამოიყვანს, არის იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ ამ მანქანებზე ძაან ცუდი რევიუებია და ნაღდად არ მინდა მერსედესი ვიყიდო და მერე მაგის ცენტრში ვეგდო წელიწადში ერთხელ.
მოკლედ ერთი ვარიანტია 2010 წლის GL 450

ან ეს
2010 რეინჯროვერ სპორტი 2.7 ტურ დიზელი.
დიზელზე მანქანა არასოდეს მყოლია


მოკლედ ამ ორიდან რომელი შემიქმნის ნაკლებ პრობლემებს და რა თქმა უნდა სიდიდეს, გამავლობას და კომფორტს აქვს დიდი მნიშვნელობა.
არ დაიზაროთ და მიპასუხეთ პლზ.