საინტერესო სტატიაა ზოგი უმნიშვნელო მომენტები ამოვიღე
https://www.vox.com/policy-and-politics/201...rence-putin-spyამერიკის კონტრდაზვერვის ყოფილი აგენტი ხსნის თუ რატომაა ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის პოლ მანფორტის თანამშრომლობა გამოძიებასთან მნიშვნელოვანივიქტორ იანუკოვიჩს უკრაინელ პოლიტიკოსს ქონდა საკმაოდ მაპოლარიზებელი და წარმატებული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია 2010 წელს
კამპანიის დროს მან თავის ოპონენტს იულია ტიმოშენკოს კორუმპირებული უწოდა და ციხეში ჩასმით დაემუქრა გამუდმებით გაჰყვიროდა პოლიტიკურ ელიტებში კორუფციაზე და საარჩევნო პროცესის გაყალბებაზე და ხალხს მოუწოდებდა საპროტესტო აქციებისკენ თუ ის წააგებდა თავს ესხმოდა დასავლელ პარტნიორებს მათთან პარტნიორობის ნაცვლად რუსეთთან სიახლოვისკენ მოუწოდებდა რუსეთთან რომელთანაც ღრმა და საიდუმლო კავშირები ქონდა
ნაცნობი სცენარია?
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ყავდა იგივე სტრატეგიული მრჩეველი რომელიც იანუკოვიჩს ყავდა - პოლ მანფორტი
პოლ მანფორტს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ წაუყენა ბრალი მრავალ დანაშაულში რომელთა შორის არის საბანკო თაღლითობები ანგარიშების დამალვა საგადასახადო თაღლითობები და ასევე მის მიერ წარმოებული კამპანია პრო-რუსული კანდიდატის იანუკოვიჩის სასარგებლოდ ვაშინგტონში და სხვა ადგილებში
მანფორტის მიერ ბრალის აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის გამოცხადების დღეს თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება სადაც აღნიშნული იყო რომ მანფორტის მიერ აღიარებული ყველა დანაშაული მოხდა ტრამპის საარჩევნო კამპანიმდე რაშიც თეთრი სახლი მართალია თუმცა მანფორტზე ყველა ამ ბრალდების წაყენება იყო მხოლოდ ზეწოლის ფორმა რათა ფედერალურ ბიუროს იგი დაეთანხმებინა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე იმ საკითხებზე რაზეც გამოძიება მიდის - ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე და ამ კამპანიის დროს რუსეთის აგენტებთან თანამშრომლობაზე
მანფორტმა იცის ბევრი რამ ტრამპის საარჩევნო კამპანიის შესახებ მანფორტი ესწრებოდა ცნობილ ტრამპ ტაუერის შეხვედრას სადაც მის გარდა ტრამპის საარჩევნო შტაბიდან რუსებს მხოლოდ ორი პირი ხვდებოდნენ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და ტრამპის შვილი ტრამპ ჯუნიორი
როგორც ყოფილმა აგენტმა ვიცი რომ მანფორტი სუსტი სამიზნეამანფორტის მიერ ბრალის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა ნათელს ხდის იმას რომ მისი საქმიანობა ვიქტორ იანუკოვიჩთან იყო ვლადიმერ პუტინის უფრო დიდი გეგმის ნაწილი ვისი მიზანიცაა ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში არამედ ამერიკაშიც
რატომ მოხდა მანფორტის დაახლოება პუტინთან? ჩემი სპეცსამსახურებრივი გამოცდილება მკარნახობს რომ მანფორტს სიხარბე ფულის მიმართ მისი ოფშორ ანგარიშები მისი ბიზნესის წარმოების მეთოდები და ფულის გათეთრებები გახდა მისი ცხოვრების ის ნაწილი რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა გამოიყენეს მანფორტის დასაშანტაჟებლად მათ შორის ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან მუშაობის დროს
ამერიკის კონტრდაზვერვაში სადაც მე ვმუშაობდი პოტენციური გადმოსაბირებელი პირის აღსაწერად შემდეგ აკრონიმს ვხმარობდით "ფიიე" (ფული იდეოლოგია იძულება ეგო) და ნებისმიერ გამოცდილ სპეცსამსახურის ოფიცერს შეუძლია ამ ოთხი სისუსტის გამოყენება რათა სამიზნე იძულებული გახადოს მათთან ითანამშრომლოს
მანფორს აშკარაა არა ერთი სისუსტე ქონდა - მას უყვარს ფული და დიდძალ ფულს მალავდა ცხოვრების ექსტრავაგანტული სტილიც ქონდა - მხოლოდ ერთ მაღაზიაში მილიონი დოლარი აქვს დახარჯული ტანსაცმელზე 21 000 დოლარიანი საათი აქვს მილიონიბით დოლარი აქვს გადახდილი ხალიჩებში თუ სხვა და სხვა სახლებში და 15 000 დოლარად სირაქლემის კურტკაც კი ააქვს ნაყიდი

აღსანიშნავია რომ იანუკოვიჩიც მსაგვსი ცხოვრების სტილით ცხოვრობდა
მას შემდეგ რაც იგი უკრაინელებმა გადააყენეს მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს ძვირდღირებული მანქანები გოლფის სათამაშო მოედანი საპრეზიდენტო საუნა და კერძო ზოოპარკი სადაც სირაქლემებიც კი ყავდა ჯერ ჯერობით არაა ცნობილი მანფორტის კურტკა იყო თუ არა იანუკოვიჩის სირაქლემებისგან შეკერილი

თუმცა უკრაინელებმა ყველაფერთან ერთად იანუკოიჩის საფინანსო ჩანაწერიც აღმოაჩინეს სადაც ლაპარაკი იყო იანუკოვიჩის მიერ მანფორტისთვის 12 მილიონი დოლარის გადახდაზე
ასე რომ ვიცით რომ მანფორტს კავშირი ქონდა ბევრ ისეთ ადამიანთან ვინც თავად კომპრომიტირებული შეიძლება ყოფილიყვნენ ამიტომ ნებისმიერი სპეცსამსახურის ოფიცერი შენიშნავდა და გამოიყენებდა ამ სისუსტეს
რა კავშირი აქვს უკრაინაში ლობირებას რუსეთთან?ვიქტორ იანუკოვიჩს და მის პარტიას დღის წესრიგში ქონდათ უკრაინის დაახლოება რუსეთთან და ამაში რუსეთიდან მომავალი ფული დიდ როლს თამაშობდა ყველაზე ნათელი მაგალითი ამისა იყო 2013 წლის ნოემბერი როცა იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ხელის მოწერაზე და ამის ნაცვლად რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება მოინდომა
ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანა სამოქალაქო ომში გახვია რაც მისი წასვლით დასრულდა 2014 წელს იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა და დევნილობაში იმყოფება სად? რუსეთში
თუმცა აღსანიშნავი ისაა რომ მანფორტმა და მისმა გუნდმა ზუსტად იგივენაირი პრო-რუსული დღის წესრიგის დამყარება ცადეს ამერიკულ პრესაში და პოლიტიკაში
მანფორტმა დასავლეთში და ამერიკაში იანუკოვიჩის იმიჯის გამოსწორება ცადა და ცდილობდა დაერწმუნებინა პოლიტიკოსები რომ ტიმოშენკოს დაპატიმრება პოლიტიკური სვლა არ იყო და რომ იანუკოვიჩი შესანიშნავი პოლიტიკოსი იყო რომელსაც უკრაინის ევროპასთან დაახლოება სურდა

მანფორტმა ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას პუტინის მეგობარ ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან 2006 წელს დერიპასკა მანფორტს წელიწადში 10 მილიონ დოლარს უხდიდა რათა მანფორტს ემუშავა "გავლენის გეგმაზე" რომელიც მანფორტის დაპირებით "დიდ მოგებას მოუტანდა პუტინის მთავრობას"
მანფორტმა პუტინის სასარგებლო მსგავსი "გავლენის" ოპერაციები ორ სხვა ქვეყანაშიც გაატარა საქართველოში და მონტენეგროშიასეთი ტიპის "ლობირება" ძალიან წააგავს შპიონაჟს
ორივე - ლობირება და შპიონაჟი დაკავებულია ინფორმაციის შეგროვებით და ხალხზე გავლენის მოხდენით თუმცა ასეთ საქმიანობას შპიონაჟი როგორც წესი მალავს ლობისტები კი არ მალავენ გარდა პოლ მანფორტისა - მან ამის დამალვა ცადა
უფრო მეტიც მანფორტის კომუნიკაციები რომელიც საქმის მასალაშია სავსეა შპიონური ენით ერთ ერთ იმეილში მაგალითად 2012 წელს მანფორტი თავის თანაშემწე რიკ გეიტსს წერს რომ უკრაინის "დღის წესრიგის" პროგრესისთვის "დასაშვებია არაფორმარული და ფარული კავშირები"
მანფორტმა ამერიკულ პრესაში იანუკოვიჩის ოპონენტების შეურაცხმყოფელი ტიპის ისტორიები დაუკვეთა რომლებიც ასევე ფაილებზე დაყრდნობით აუცილებელი იყო ყოფილიყო "ფარული"
მანფორტმა ის ფაქტიც დამალა რომ უკრაინის მთავრობის დაკვეთით მუშაობდა რათა გავლენა მოეხდინათ ამერიკულ პოლიტიკოსებზე და ამერიკის საზოგადოებაზე
ამ ყველაფერს საბოლოოდ მივყავართ შეთქმულების თემასთანპოლ მანფორტმა გამოიჩინა დიდი ენთუზიაზმი ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე სამუშაოდ ინიციატივა მისგან წამოვიდა და იგი თანახმა იყო უფასოდ მუშაობაზეც კი
პოლ მანფორტი კაცი რომელსაც ასე უყვარს ფული რატომ დათანხმდა უფასოდ შეესრულებინა სამუშაო?
ვინმე სხვამ გადაუხადა ფული?
ფული რომელიც მან რუსებისგან აიღო უკან ქონდა დასაბრუნებელი?
თუ იმდენად იყო ჩაძირული ვალებში და იმდენად სუსტი და გამოჭერილი რომ იძულებული იყო შეესრულებინა სამუშაო?
მანფორტის ურთიერთობა რუს ოლიგარქ დერიპასკასთან მოიცავდა ასევე ფინანსურ ვალს რომელზეც დერიპასკამ მანფორტს უჩივლა სასამართლოში
კითხვა ისმის რა სახის ვალში იყო მანფორტი რუსებთან?
საქმეში არსებული მასალიდან ასევე ირკვევა რომ ერთ ერთ იმეილში მანფორტი დერიპასკას წერს ტრამპის საარჩევნო კამპანიის მიმდინარე ვითარების სიახლეებს
ანუ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს რომელთანაც ის ვალშია ანგარიშს აბარებს ტრამპის სააარჩევნო კამპანიის ვითარებაზე
მიულერს მალე ეცოდინება ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხი და იმედია ამერიკის საზოგადოებასაც და იმედია მთავარ შეკითხვაზეც მივიღებთ პასუხს - როდესაც პოლ მანფორტი ტრამპის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა ვის ინტერესებს ემსახურებოდა?
This post has been edited by ტროლოლო on 1 Oct 2018, 05:32