"კურიერის" ინფორმაციით, თბილისიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ.
ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.
"კურიერის" ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უკვე დააკავეს. შს სამინისტროში ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გატაცებული მამაკაცს გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გამოჰკითხეს შს სამინისტროში.
გამოძიება საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდოდ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტროში განცხადება გაკეთდება.
http://rustavi2.ge/ka/news/116447შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისიდან გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცი გაათავისუფლა და 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სპეცოპერაცია იმერეთსა და თბილისში ერთდროულად ჩატარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
სამართალდამცველებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულის ადგილსამყოფელი დაადგინეს. გამოძიების ინფორმაციით, გ.დ. შეიარაღებულ გამტაცებლებს იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ჰყავდათ გადამალული.
პოლიციამ გატაცებული ახალგაზრდა წარმატებული სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა სახლიდან, სადაც გამტაცებლებს მძევალი ჰყავდათ გადამალული, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
http://rustavi2.ge/ka/news/116451