გაუმარჯოს ზოდიაქოს სექტანტებო
თბილისში ნამდვილად გაიხსნა ზოდიაქოს "ფილიალი" უხეშად რომ ვთქვათ, ოღონდ არ ჰქვია ზოდიაქო, ჰქვია "კლიკეს ხინკალი". კლიკე მეტსახელია იმ ადამიანის ვისიც არის ზოდიაქო თელავში. პერსონალი თელავიდან წამოიყვანეს თუმცა ალბათ მაინც იმიტომ რომ ვთქვათ არ გაამართლოს დაარქვეს სხვა სახელი და არა ზოდიაქო. ეს ყველა ინფორმაცია 100% ოფიციალურია
რაც შეეხება თბილისს. კლიკეს ხინკალი არის ჩიტაძის და ინგოროყვას კვეთაზე, 1 ნომერში.
გეტყვით მინუსებს:
ხინკალი ღირს 1.00 ლარი
შიგნით სივიწროვეა
პარკირების ადგილის პოვნა ურთულესია (პარლამენტთან ასასვლელი ცალმხრივია რომ იცოდეთ მაინც)
მე ვიყავი გახსნიდან მესამე დღეს წინა კვირაში და ლიმონათი არ ჰქონდათ, იყო მარტო ლაღიძის წყალი და მინერალურები
იაფიანი ლუდი არ იყო არაფერი იყო პაულანერი და ა.შ
მთლიანობაში მინუსები რომ შევაჯამო: ერთი შეხედვით ჩანს რომ ტურისტებზე უფროა გათვლი ვიდრე ხინკლის გურმანებზე, იმიტომ რომ სხვანაირად რომ იყოს გახსნიდა ვთქვათ ისანში სადაც დიდი ადგილიც იქნებოდა და ხალხი მაინც ივლიდა. მოკლედ თითქოს ტურისტული პონტია, მიმტანი რუსულენოვანია
რაც შეეხება პლიუსს:
პლიუსი რა თქმა უნდა არის ხინკალი. ხინკალი არის ძალიან კარგი, მაგარი. 10 დან არ ვიცი ვთქვათ 9.5
ნუ სტელა არტუების და მასპინძელოების მეხინკლეს რომ მთელი ცხოვრება ტყუილში ცხოვრებაში დაადანაშაულებდით ეგეთია
მოკლედ ჩემი აზრით მინიმუმ 1 უნდა სცადოთ ჩიტაძეზე
მოკლედ მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი მინუსებისა ხინკალი ამას აკომპენსირებს მათთვის ვისაც არ შეუძლია თელავში წასვლა

)) ეხლა კი მოვყვეთ რა ხდება თელავში.
როგორც გითხარით შუა კვირაში ვიყავი თბილისში, ხოლო კვირა დღეს ვეწვიე ზოდიაქოს თელავში.
თბილისში დავიჭირე რა თქმა უნდა ზოდიაქოს გემოები მაგრამ აი ის არ იყო, მთლად ის არ იყო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი იყო
ჰოდააა თელავში რომ ჩავკბიჩეეეე აი იქ წამოვიდაააა ყველაფერიიი, ყველაფრის ნაკლებობა წამიერად დაკომპენსირდა და კვლავ წარმოდგა ჩემს წინაშე ზოდიაქო როგორც ხინკლის უდიდესი გამოვლინება

მოკლედ ჩიტაძეზე ძალიან კარგია, თელავში მაინც კოსმოსია
პ.ს თელავში 70 თეთრი ღირს
პ.პ.ს ნელ-ნელა დავიხვეწებით თბილისშიო შემპირდნენ პირად საუბრებში მაგრამ ზუზუმბოს ჰაერზე სულ სხვანაირად იჭმევა
This post has been edited by Nobodys Fault but Mine on 23 Oct 2018, 21:03