ეს თემა მინდა გავიხსენო რადგან საინტერსოა ორი ძირითადი მიზეზით:
1. თემაში დასმული საკითხი ისევ აქტუალურია და დღეს ცხადია რომ არჩევნების (პრიველი არჩევნების ანუ პირველი კენჭისყრის) დღიდან მესამე კვირა დღეს, ანუ 18 ნოემბერს, ინაუგურაცია ვერ ჩატარდება. აქედან გამომდინარე ან ჩემიინტერპრეტაცია არის სწორი, ან ირღვევა კონსტიტუცია.
მე-2 და მთავარი - ამ თემაში ძალიან კარგად ჩანს ჩვენი საზოგადოების ერთი მთავარი ნაკლი, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში - ანუ ადმიანები (მათი დიდი ნაწილი) მზად არის უარი თქვას ელემენტარულ მათმატიკასა და ლოგიკაზე (რასაც მე წერა-კითხვის ცოდნას ვეძახი) გარკვეული, ამ შემთხვევაში პოლიტიკური, მიკერძოებულობის გამო. ამ თემის ფოსტების უმრავლესობა სწორედ ამგვარ ავტორებს ეკუთვნით...
ეს ძალიან ცუდი თვისებაა, თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ შეთანხმება რომ 2-ჯერ ორი ყოველთვის ოთხია ისე არაფერი გამოვა, არაფერში! - ბოლოს და ბოლოს წერა-კითხვის ცოდნაზე უარის თქმა პიროვნული ღირსების საკითხია...
პ.ს. მართალია კონსტიტუცია შეიცვალა და პრეზიდენტის არჩვნების წესი იცვლება, მაგრამ ახალ რედაქციასაც აქვს იგივე პრობლემა. ასე რომ არჩევის დღედ უნდა ჩაითვალოს არა კენჭისყრის (ანუ არჩევნების) დღე არამედ დღე როდესაც ცესკო ოფიციალურად აქვეყნებს შედეგებს და პრეზიდენტს აცხადებს არჩეულად.
კარგი იქნება თუ ეს განმარტება გაკეთდება ოფიციალურად/საჯაროდ.
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)