მე ტრამვების არ მეშინია, საერთოდ არაფრის არ მეშინია!

რაც შეეხება ჩაკვეტაძის პერფორმანსს,
სკაუტებმა ანდორა შეარჩიეს უპირველესად იმიტომ რომ გეოგრაფიულად ახლოსაა, ცხადია.
მეორე იმიტომ რომ თუ რამე შეიძლება აინტერესებდეთ ჩაკვეტაძისგან სწორედ ავტობუსთან თამაშია
სტატიაში ხაგზასმული იყო მისი, რაგბის ტერმინით რომ ვთქვათ „ხაზის გაჭრის უნარი“ - ანუ გოლები და ასისტები მნიშვნელოვანია,
მაგრამ გიოს მთავარი პლიუსი ტვინია.
თბილისში ჩაკვეს ანდორასთან არ უფრენია, მაგრამ ამის მიზეზი ავტობუსთან ერთად ისიც იყო რომ სხვა ფლანგზე თამაშობდა.
დარწმუნებული ვარ, ობიექტურად სწორედ ანდორასთან თამაში უფროა საინტერესო სკაუტებისთვის, ვიდრე თუნდაც ყაზახეთთან.
რაც შეეხება თამაშშს, სწრაფი გოლი გვინდა და მერე გადავიდებთ ფეხს ფეხზე.