The International Election Observation Mission comprises some 215 observers from 32 countries,
including 185 long- and short-term observers deployed by ODIHR,
11 parliamentarians and staff from the OSCE PA,
10 from the EP and
5 from PACE.
32 ქვეყნის 215 დამკვირვებელი დააკვირდება ხვალინდელ არჩევნებს
დაკვირვების შედეგების გასაცნობად - ჟურნალისტებს იწვევენ პრესკონფერენციაზე
29-ში, სასტუმრო ბილტმორის კონფერენცდარბაზში
Journalists are invited to attend the press conference on Thursday, 29 November, at 14:30 in the Grand Royal Ballroom of the Biltmore Hotel, 29 Rustaveli Ave., Tbilisi.
იმედია დღეს ჩაივლის ყველასთვის მშვიდად, ცივილურად, პროვოკაციების და ექსცესების გარეშე...
* * *
ხვალ, 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
3703 საარჩევნო უბანი მზად არის ამომრჩეველთა მისაღებად.
55 საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ მდებარეობს,
11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
ამომრჩევლები ხმას მისცემენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის.
„საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები იმუშავებენ დამატებით. ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით დღის 24 საათამდე, რაც თანამოქალააქეებს მისცემს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ მათი კონსტიტუციური უფლებით.“ ცესკო მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და ხმის მიცემის პროცედურას განმარტავს:
- ამომრჩეველს გადაეცემა ერთი ბიულეტენი
- უნდა შემოხაზოთ მხოლოდ ერთი კანდიდატის საარჩევნო ნომერი
- თუ გადახაზულია ყველა კანდიდატი, შემოხაზულია პრეზიდენტობის ორი კანდიდატი, ან არცერთის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.
- ყველა უბანზე გამოკრულია ბიულეტენის შევსების წესი
- ხმის მიცემა ფარულია
- საარჩევნო კაბინაში დაუშვებელია ფოტო-ვიდეო გადაღება
28 ნოემბერს დილის 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს სპიკერის ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658-ია.
არჩევნების დასაკვირვებლად რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი.28 ნოემბერს საღამოს 8 საათზე კენჭისყრის პროცესი დასრულდება და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა.
შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე უკვე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სადაც ავღანეთში დისლოცირებულმა ქართველმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.
კენჭისყრის შედეგები 28 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ დაითვლება.