ეპოქას ქმნიან დიდი ადამიანები, ჩვენ მხოლოდ მათ კვალს მივყვებით...
მაგრამ ისტორია აღარასოდეს განმეორდება. ის შეიძლება შეიცვალოს ოპტიმალური დანაკარგებით.
ვთვლი, რომ ანრი ბურბონის სამეფო ოჯახში შეყვანა ეკატერინე მედიჩის სტრატეგიული შეცდომა იყო და სამწუხაროდ ეს არ გახლდათ მისი საბედისწერო სვლებიდან ერთადერთი.
თუ ისტორიულ წყაროებს გადავხედავთ კი, ვალუების დინასტიის კულუარებში იქმნებოდა ქვეყნის ბედი, სადაც ჰუგენოტები გადამწყვეტ როლს თამაშობდნენ.
თუმცა, დიანა დე პუატიე პოლიტიკური პროცესების მსვლელობაში ბევრად უკეთ ორიენტირებდა, ვიდრე დედა დედოფალი.
რომ არა ჰენრი დე ვალუას ტრაგიკული გარდაცვალება, შესაძლოა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარებულიყო.
დიუმა კი აჭარბებს, ძალიან სუბიექტურია, განსაკუთრებით მედიჩთან მიმართებაში. ეს ისტორიული დრამაც ვფიქრობ შერომ დიუმას რომანის გავლენის ქვეშ მყოფმა გადაიღო.
"La Reine Margot" Teaser
https://www.youtube.com/watch?v=PtWw2Ha2naELa reine Margot ~ Kyrie eleison ~
https://www.youtube.com/watch?v=zQtrUHqkv1cრაც შეეხება ნოსტრადამუსს...
მედიჩს თავის კატრინებში მოიხსენიებს, როგორც გველს მის შთამომავლებთან ერთად.
10 июля 1559 годa умер Генрих II. Екатерина, которая любила мужа несмотря ни на что, с этого дня выбрала сломанное копьё с надписью «Lacrymae hinc, hinc dolor», («от этого все мои слёзы и боль моя») своей эмблемой и до конца своих дней в знак траура нoсила чёрные одежды. Екатерина Медичи в течение 30 лет носила траур по своему супругу и вошла в историю Франции под именем «Черная королева». В новой геральдике Екатерины присутствовал также и уроборос – змей, пожирающий свой хвост. Нострадамус предсказал это в первых двух строках катрена 19 Центурии I :
Когда змеи окружат кольцом ар земли,
Троянская кровь будет пролита испанцами.
Из-за них будут большие убытки,
Главный плод спрячут в бортах, в грязи.
/Вождь, плод, спрятанный.../
Мать-королева Екатерина Медичи
Вторая строка – прекрасный пример того, что Нострадамус предпочитал скрывать смысл за туманными намеками. И здесь, и в других отрывках из «Центурий» «Троянская кровь» – это закодированное обозначение французской королевской семьи, в основе которого лежит средневековая легенда, согласно которой члены этой семьи были потомками мифического Франка – сына царя Трои Приама.
Почти тридцатилетний период, в течение которого дела во Франции вершила Екатерина со своими отпрысками – змея и ее потомство, – судя по всему, особо привлекал внимание Нострадамуса. Ни одна другая эпоха не удостоилась стольких его катренов, если только не считать эпохи Французской революции и Первой империи, ставшей ее кульминацией. Может быть, он был очарован личностью Екатерины Медичи, о которой он писал хотя и объективно, но все же с некоторой предвзятостью.
Вот, например, катрен 63 Центурии VI :
«Несравненная леди осталась одна в королевстве.
Ее единственный пал на почетном ложе.
Семь лет она его будет оплакивать,
Затем долгая жизнь на благо королевства.»
После смерти Генриха II Екатерина действительно не связала себя ни с кем брачными узами. Также верно, что целых семь лет она официально соблюдала траур, а потом прожила долгую жизнь. Однако мало кто из историков согласились бы с мнением Нострадамуса по поводу того, что остаток своей жизни она посвятила «благу королевства». Очевидно, что предсказатель был предвзят в своих суждениях или же, поскольку четверостишие явно говорило о Екатерине – а оно увидело свет и при ее жизни, и при жизни автора, – он, возможно, хотел ей просто польстить. Став регентшей, Екатерина Медичи постоянно находилась при маленьком короле, который плакал во время его коронации, всё время, ночевала в его покоях, осуществляла контроль над советом короля, принимала политические решения, занималась государственными делами.
Однако, Екатерина никогда не управляла страной в целом, которая была в хаосе и на краю гражданской войны. Во многих частях Франции господствовало дворянство. Cложные задачи, перед которыми оказалась Екатерина, были запутанны и до некоторой степени трудны к пониманию. Она призвала церковных лидеров от обеих сторон к диалогу, чтобы разрешить проблему их доктринальныx различий. Несмотря на ее оптимизм, Kонференция в Пуасси закончилась неудачей 13 октября 1561 года, распустив себя без разрешения королевы. Точка зрения Екатерины на религиозные проблемы была наивна, потому что она видела раскол между церквями в политическом ракурсе. Она недооценила силу религиозного убеждения, воображая, что все будет хорошо, если только она смогла бы склонить обе стороны к согласию. Но Екатерина Медичи училась на своих ошибках. Франциск II, старший из пяти сыновей Екатерины и первый муж Марии Стюарт, королевы Шотландии, оставался на троне всего два года.
В «Центуриях» Нострадамуса о нем только два упоминания, одно из них весьма туманное. Хотя официально он достиг возраста, позволявшего управлять королевством, тем не менее его посчитали слишком молодым для этого, и во время короткого царствования Франциска II фактическими правителями Франции были дяди Марии, братья Гизы. Против братьев был сплетен сложный узел заговора, известного под названием Амбуазский, причем в роли подстрекателей выступили протестанты. Заговор не удался, а его участники были жестоко наказаны, что, по-видимому, и предсказал Нострадамус в катрене 13 Центурии I. Он написал об этом, правда, в общих выражениях, но тем не менее речь шла о заговоре протестантов, обуреваемых «гневом и животной ненавистью».
Король Франциск II
Смерть Франциска II в 1560 году, казалось бы, не нанесла угрозы дальнейшему правлению династии Валуа. Хотя две его сестры не могли, согласно Салическому закону, принятому еще в VI веке, унаследовать трон, но у него было еще четыре младших брата. Однако Нострадамус знал, что все они должны умереть, не оставив законных наследников престола. Это явствует из катрена 10 Центурии I :
«Гроб помещен в железный склеп,
Где находятся семь детей короля.
Их предки восстанут из адских глубин,
Оплакивая плоды их мертвого рода.»
Без сомнения, речь в катрене Нострадамуса идет как о конце династии Валуа, так и об одном конкретном событии, происшедшем в 1610 году,– о перенесении останков последнего из Валуа – Генриха III, умершего в 1589 году, из его временного захоронения в семейный склеп в Сен-Дени. После смерти Франциска II трон короля Франции занял его младший брат Карл IX, правивший с 1560 по 1574 год. Однако на самом деле власть была в руках его матери-королевы, королевы-змеи Екатерины Медичи, спровоцировавшей множество драматических событий, имевших место в годы этого правления. Большинство из них были предсказаны Нострадамусом.
მარიამ სტიუარტი (Mary I Stewart)
მარიამ I, მერი (დაბადებული მარიამ სტიუარტი (ინგლ. Mary Stewart; დ. 8 დეკემბერი 1542 — გ. 8 თებერვალი 1587) — შოტლანდიის დედოფალი დაბადებიდან, საფრანგეთის დედოფალი 1559—1560 წწ. (როგორც ფრანსუა II-ის მეუღლე) და ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრეობის ერთ-ერთი პრეტენდენტი. იგი ძალზედ ცნობილი გახდა თავისი ტრაგიკული ისტორიით, რომელიც სხვადასხვა მწერალმა აღწერა საკუთარ ნაწარმოებში.
მაშ ვინ იყო მარი სტიუარტი? ის გახლდათ ეკატერინე მედიჩისა და ჰენრი ვალუას უფროსი ვაჟიშვილის - ფრანსუა ვალუას მეუღლე. ამ ერთწლიან ქორიწნებაში მათ შვილი არ ჰყოლიათ, როგორც ვხედავთ ფრანსუა 16 წლისა გარდაიცვალა, სტიუარტმა კი ორჯერ დაიწერა ჯვარი ამის შემდეგ.
ფილიპე მეორე (Felipe II), ესპანეთი
ფილიპე II (ესპ. Felipe II de Habsburgo; პორტ. Filipe I; გერმ. Philipp II; ნიდერლ. Filips II; იტალ. Filippo II; დ. 21 მაისი, 1527, ვალიადოლიდი — გ. 13 სექტემბერი, 1598, ესკორიალი) — ესპანეთის მეფე 1556–1598 წლებში, ჰაბსბურგთა დინასტიიდან, საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის ერთადერთი კანონიერი ვაჟი. ტახტზე ავიდა მამამისის გადადგომის შემდეგ, რომელმაც თავისი იმპერია ძმას, ფერდინანდ I-სა და საკუთარ ვაჟს გაუყო. ფილიპე II-მ მიიღო ესპანეთი, ორივე სიცილიის სამეფო, ნიდერლანდები, ფრანშ-კონტე, მილანი, სამფლობელოები ამერიკასა და აფრიკაში. მისი ტიტულების ჩამონათვალია:
ესპანეთის ოფიციალური მეფე 1556–1598 წლებში
ნეაპოლის და სიცილიის მეფე 1554–1598 წლებში
ინგლისის თანამეფე, როგორც დედოფალ მერი I-ის მეუღლე 1554–1558 წლებში
ჩვიდმეტი პროვინციის მონარქი (პროვინციების მიხედვით ზოგან გრაფი, ზოგან ჰერცოგი) 1556–1581 წლებში
პორტუგალიის და ალგარვის მეფე ფილიპე I-ის სახელით 1580–1598 წლებში
ჩილეს მეფე 1554–1556 წლებში
რა აკავშირებდა მას ვალუების სამეფო ოჯახთან?
ის გახლდათ ჰენრის და ეკატერინეს უფროსი ქალიშვილის - ელისაბედ ვალუას მეუღლე, ელისაბედი 23 წლისა გარდაიცვალა მშობიარობის შედეგად.
ელისაბედ ვალუა ესპანეთის მეფისთვის რიგით მესამე ცოლი გახლდათ. ფილიპემ ოთხი მეუღლე მოინელა და ამის შემდეგ კიდევ 18 წელი იცოცხლა.
მისი რიგით მეორე მეუღლე გახლდათ მარი I ტიუდორი (Bloody Mary, ელისაბედ I ტიუდორის ნახევარდა მამის მხრიდან).
რა საერთო მიზნები ჰქონდათ ფილიპე მეორესა და მარია სტიუარტს?
მათ სურდათ მთელ ევროპაში გავლენის მოპოვება, მათ შორის ინგლისშიც. ამ პერიდში ინგლისის სამეფო ტახტს ელისაბედ პირველი მართავდა.
Елизаве́та I (7 сентября 1533 — 24 марта 1603), Добрая королева Бесс, Королева-дева — королева Англии и Ирландии с 17 ноября 1558 года, последняя из династии Тюдоров. Единственная дочь короля Англии Генриха VIII Тюдора от брака с Анной Болейн.
Время правления Елизаветы иногда называют «золотым веком Англии» в связи с расцветом культуры (т. н. «елизаветинцы»: Шекспир, Марлоу, Бэкон и др.) и с возросшим значением Англии на мировой арене (разгром Непобедимой Армады, Дрейк, Рейли, Ост-Индская компания).
ომი საფრანგეთთან
1551 წელს იტალიური ომები კვლავ კარლ V-სა და ანრი II-ს შორის. ფრანგებმა პიემონტში 1555 წელს დაიპყრეს კასალე, კარლ V-ის გადადგომის შემდეგ (1556) ანრი II განაგრძობდა ბრძოლას ფილიპე II- ის წინააღმდეგ. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდებიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი). ამ მშვიდობის გარანტიის უზრუნველსაყოფალ ფილიპემ ცოლად შეირთო ანრი II-ის უფროსი ქალიშვილი, ელიზაბეტა ვალუა. სწორედ მათ ქორწილში დაიღუპა ანრი II.
1589 წლიდან ფილიპე ჩაერთო სამი ანრის ბრძოლაში და დახმარება აღმოუჩინათ კათოლიკურ ლიგას. 1589 წელს ანრი III ვალუა მოკლეს და ტახტის მემკვიდრედ ნავარის მეფე ანრი დე ბურბონი სახელდება. 1590 წლის გაზაფხულზე ანრიმ ივრის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა მაიენის ჰერცოგი, ეს უკანასკნელი ამალის გარეშე გაიქცა და მანტს შეაფარა თავი. ამის შემდეგ ჰერცოგს აღარ ჰქონდა პარიზში დაბრუნების საშუალება. ანრიმ ისევ სცადა პარიზის დაკავება, მაგრამ კათოლიკეებს ესპანეთის მეფემ, ფელიპე II-მ უშველა, მან პარმის ჰერცოგის მეთაურობით ნიდერლანდებიდან არმია დაუპირისპირა ანრის. ანრიმ კი ინგლისის დედოფლისგან ელისაბედისგან მიიღო დიდძალი ფულადი დახმარება, რითაც შეძლო ჯარის შეკრება და მანტის, შარტრის და ნიონის დაკავება. მანტში მან თავისი ახალი შეყვარებული გაბრიელ დ'ეტრე გაიცნო.
1592 წელს ანრიმ კათოლიკების ერთ-ერთი მთავარი ქალაქის, რუანის აღება სცადა, მაგრამ აქაც ესპანელებმა შეუშალეს ხელი. 1593 წელს მაიენის ჰერცოგმა პარიზში გენერალური შტატები მოიწვია ახალი კათოლიკე მეფის ასარჩევად. საქმეს ართულებდა ეს ფაქტი: უკანასკნელი მეფის ყველაზე ახლო ცოცხალი ნათესავი იყო ფელიპე II-ს ქალიშვილი, ხოლო ფრანგული კანონით ქალს ტახტზე ასვლის ნება არ ჰქონდა. 23 ივლისს ანრიმ კათოლიკობა მიიღო. თავისი მომხრეების კრიტიკას მან განთქმული ფრაზით უპასუხა: „პარიზი ღირს მესად“.
25 ივლისს ანრი დაესწრო კათოლიკურ წირვას სენ-დენის ტაძარში, ეს უმალვე ცნობილი გახდა პარიზში და პარიზელები გაეშურნენ სენ-დენიში ახალი მეფის მისასალმებლად. 1594 წელს იგი შარტრში ძველი ტრადიციის თანახმად აკურთხეს მეფედ და იმავე წლის 22 მარტს იგი უბრძოლველად შევიდა პარიზში. ანრიმ საფრანგეთი ნაწილ-ნაწილ გააერთიანა, ზოგი ქალაქი და პროვინცია „იყიდა“, ხოლო სადაც ფულმა და დათმობამ არ გაჭრა, იქ იარაღი გამოიყენა.
მიუხედავად ამისა, ესპანეთის მეფე არ ცნობდა ანრის საფრანგეთის მეფედ და აგრძელებდა ომს. 1597 წელს ესპანელები ამენამდე მოვიდნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არ ჰქონდათ ანრის ტახტიდან ჩამოგდების არანაირი შანსი. 1598 წელს კი ესპანეთის მეფე დათანხმდა მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულება.
ომები ინგლისთან
მას შემდეგ რაც ფილიპეს მეორე მეუღლე, ინგლისისა და ირლადიის დედოფალი მერი I ტიუდორი გარდაიცვალა, ფილიპეს ჩამოერთვა ინგლის-ირლანდიის თანამეფის ტიტული, ამიტომაც ამ ტიტულის ხელახლა მისაღებად ფილიპემ გადაწყვიტა ექორწინა მერის ნახევარ და ელისაბედ ტიუდორზე, რომელიც ინგლის-ირლანდიის ახალი დედოფალი იყო და თანაც გაუთხოვარი. ელისაბედი პროტესტანტი და ღრმად მორწმუნე ქალბატონი იყო და მისთვის წარმოუდგენელი იყო სიძეზე ქორწინება, მით უმეტეს, რომ უამრავი სხვა უფრო კარგი შემოთავაზებები ჰქონდა. ფილიპემ უარის შემდეგ გული აიცრუა ელისაბედზე და მის მოსისხლე მტრად იქცა. ფილიპე გამუდმებით ეხმარებოდა და აქეზებდა ელისაბედის წინააღმდეგ შოტლანდიის დედოფალ მარია სტიუარტს რომელსაც ინგლისის ტახტი ეკუთვნოდა და პრეტენზიასაც გამოთქვავდა. 1569 წელს მარია სტიუარტი შოტლანდიის ტახტიდან ჩამოაგდეს და იძულებული გახდა ინგლისში გაქცეულიყო, სადაც იგი ელისაბედმა დაატყვევა და დილეგში გამოკეტა. ფილიპემ მარიასთან ურთიერთობა მაინც არ გაწყვიტა და ციხეში უგზავნიდა ფულსა და გეგმებს ელისაბედის მოშორებისათვის. ელისაბედი რათქმაუნდა ხვდებოდა ამ ყველაფერს და აცლიდა მარია სტიუარტს ხაფანგში გაბმას, მანამდე კი ელისაბედის ბრძანებით ინგლისელმა მეკობრეებმა დაიწყეს ესპანური სავაჭრო ხომალდების ძარცვა, რაც ესპანეთის ეკონომიკაზე საშინლად უარყოფითად აისახა. 1585 წელს ინგლისელმა მეკობრეებმა ღრმად შეტოპეს და თავს დაესხნენ ესპანურ კოლონიას ამერიკის კონტინენტზე. ეს ფილიპისათვის ბოლო წვეთი იყო და ინგლისს ომი გამოუცხადა, მაგრამ ოფიციალურად ბრძოლისაგან ინგლისიცა და ესპანეთიც თავს იკავებდნენ. 1587 წელს ელისაბედმა მარია სტიუარტს უსაფუძვლოდ შეუთითხნა ღალატის ბრალდება და ამავე წლის 8 თებერვალს დედოფალ მარია სტიუარტს ეშაფოთზე თავი მოკვეთეს. ფილიპემ კათოლიკე დედოფლის მკვლელობა კათოლიკური ეკლესიის შებღალვად აღიქვა და უკვე სერიოზულად დაიწყო ინგლისის დასაპყრობი არმადის მშენებლობა. ერთ წელიწადში არმადა მზად იყო. ფილიპემ არმადას სათავეში ჰერცოგი მედინა-სიდონია დაუყენა. ჰერცოგს სამხედრო-საზღვაო ფლოტში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი იყო და მოკლე დროში შეძლო გამოცდილ კაპიტნებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთად მათ შექმნეს ჯარი და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, უზარმაზარი ფლოტი საკვებითა და წყლით მოამარაგეს. მათ საგულდაგულოდ შეადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გემებს შორის სიგნალებს, ფლოტის გადაადგილებას და ჯარის განლაგებას, რომელშიც ერთობლივი ძალები შედიოდა.
1588 წლის 29 მაისს არმადამ 130 გემით, 20 000 ჯარისკაცითა და 8 000 მეზღვაურით, როგორც იქნა, დატოვა ლისაბონის ნავსადგური. მაგრამ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით ლა-კორუნიასთან შეჩერებულიყვნენ, რომ გემები შეეკეთებინათ და საკვებისა და წყლის მარაგი აეღოთ. არასაკმარისი საკვებისა და ჯარისკაცებში გაჩენილი დაავადების გამო ჰერცოგმა მედინა-სიდონიამ მეფეს წერილი გაუგზავნა; წერილში მან პირდაპირ განუცხადა მეფეს, რომ, მისი აზრით, გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მაგრამ მეფემ დაჟინებით მოსთხოვა ჰერცოგს გეგმის ზედმიწევნით შესრულება. ასე რომ, ამ მოუქნელმა ფლოტმა განაგრძო სვლა და ლისაბონის ნავსადგურის დატოვებიდან ორ თვეში მიაღწია ლა-მანშის სრუტეს. ესპანეთის ფლოტს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პლიმუთის სანაპიროსთან ინგლისელთა ფლოტი ელოდა. ესპანეთსაც და ინგლისსაც ერთი და იმავე რაოდენობის, ოღონდ განსხვავებული დიზაინის გემები ჰყავდათ. ესპანური ხომალდები მაღალი იყო და მცირე რადიუსის ქვემეხები ჰქონდა. ინგლისელებმა დიდი რადიუსის ქვემეხებით ვერ მოახერხეს ესპანეთის ვერც ერთი ხომალდის ჩაძირვა. ინგლისელმა კაპიტნებმა გადაწყვიტეს, როგორმე გაერღვიათ მტრის გემების განლაგება და მიახლოებოდნენ ესპანეთის ფლოტს. ეს მათ 7 აგვისტოს მოახერხეს. მეფის ბრძანებით ჰერცოგი მედინა-სიდონია არმადასთან ერთად პარმის ჰერცოგის ჯართან შესახვედრად გაემართა. ვიდრე პარმის ჰერცოგისგან შეტყობინებას მიიღებდა, მედინა-სიდონიამ კალესთან (საფრანგეთი) ღუზების ჩაშვების ბრძანება გასცა. ესპანეთის ღუზაჩაშვებული და დაუცველი გემებისკენ ინგლისელებმა დენთით დატვირთული და ცეცხლმოკიდებული რვა გემი გაუშვეს. შეშინებული ესპანელი კაპიტნების უმეტესობამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით გემები ზღვაში გაიყვანა. ძლიერმა ქარმა და დინებამ ესპანელთა გემები ჩრდილოეთისკენ გარეკა. მეორე დღეს გამთენიისას შედგა უკანასკნელი ბრძოლა. ინგლისის ფლოტმა ახლო მანძილიდან გაუხსნა ცეცხლი ესპანეთის გემებს. ამ დროს სულ ცოტა სამი გემი განადგურდა და უამრავი დაზიანდა. ესპანელები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ტყვია-წამალი თითქმის აღარ ჰქონდათ. ძლიერი შტორმის გამო ინგლისელებმა ბრძოლა მომდევნო დღისთვის გადადეს. მეორე დილას არმადა კვლავ მტრის პირისპირ განლაგდა რკალისებრად და დარჩენილი ტყვია-წამლით საბრძოლველად გაემზადა. მაგრამ ინგლისელებს ჯერ ცეცხლი არ ჰქონდათ გახსნილი, რომ ქარმა და დინებამ ესპანეთის გემები ჰოლანდიის ქვიშიანი სანაპიროსკენ, ზელანდიისკენ წაიღო, რაც მათ დაღუპვას მოასწავებდა. მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ქარმა მიმართულება შეცვალა და არმადა ჩრდილოეთით შუა ზღვაში, უსაფრთხო ადგილას წაიღო. კალესკენ დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ქარი კი ესპანეთის დაზიანებულ გემებს ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა. ჰერცოგ მედინა-სიდონიას ისღა დარჩენოდა, რომ გეგმაზე ხელი აეღო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გემი გადაერჩინა. მან გადაწყვიტა, შოტლანდიისა და ირლანდიის შემოვლით ესპანეთში დაბრუნებულიყო. არმადის დაზიანებულ გემებს უკან დასაბრუნებლად დამქანცველი გზა ელოდათ, საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ და კასრებიდან წყალი ჟონავდა. ინგლისელთა თავდასხმებმა გემების უმეტესობა მწყობრიდან გამოიყვანა და რამდენიმეღა თუ ვარგოდა ზღვაოსნობისთვის. ამასთანავე, ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან არმადა ორკვირიან ძლიერ შტორმში მოჰყვა. ზოგი გემი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა. ბოლოს, არმადის გადარჩენილ გემთაგან პირველებმა 23 სექტემბერს ძლივს ჩააღწიეს ჩრდილოეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ სანტანდერში. დაახლოებით 60-მა გემმა და ეკიპაჟის ნახევარმა შეძლო ლისაბონში დაბრუნება. ათასობით ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ბევრი დაჭრილი მოკვდა და ბევრიც დაავადებებმა იმსხვერპლა. გადარჩენილებისთვის განსაცდელი ესპანეთის სანაპიროსთანაც არ დამთავრებულა. წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი გემის ეკიპაჟს „საერთოდ არ ჰქონდა საკვები და შიმშილით დაიხოცნენ“, მიუხედავად იმისა, რომ ღუზა ესპანეთის პორტში ჰქონდათ ჩაშვებული. ესპანეთის პორტ ლარედოში ერთი გემი მხოლოდ იმიტომ დაიმსხვრა, რომ „საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ იალქნების დასაშვებად და ღუზის ჩასაშვებად“. ფილიპეს ამ სამარცხვინო მარცხმა თავი მოსჭრა მთელს ევროპაში, უძლეველი არმადის მარცხმა ბოლო მოუღო ესპანეთის ჰეგემონიას მთელს მსოფლიოში რამაც საბოლოოდ ესპანეთი გაკოტრებამდე მიიყვანა.
Elizabeth - The Golden Age - Storm (The Battle of Gravelines 1558)
https://www.youtube.com/watch?v=d-7GoyusdtQ This post has been edited by Катеньки on 23 Dec 2018, 01:57
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.