ძალიან არ მომწონს სალომე ზურაბიშვილის ქცევა დავითგარეჯასთან ან ტრამპის ტვიტთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უბრალოა.
სწორად დასვა შეკითხვა ჩუგოშვილმა:
„ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა - არ მგონია, რომ ეს კარგია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კითხვას, აზიანებს თუ არა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/54...srigshi-ar-dgasმეც დავინტერესდი, რატომ წამოჭრა ეს საკითხი. ზურაბიშვილის ინტერვიუ „ამერიკის ხმას“.
https://www.amerikiskhma.com/a/interview-wi...li/4897528.htmlჯერ ჟურნალისტი ეკითხება: „სურვილების სია გაქვთ? რას ისურვებდით, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს გაუკეთოს?“ რაზეც სალომე პასუხობს:
„- ვიფიქრობ, უნდა გავზარდოთ სამხედრო თანამშრომლობა, რადგან ეს საკმარისი არასდროს არაა. იმის გამო, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მეტის საკეთებლად ყოველთვის მზად არიან, ვფიქრობ ჩვენ მეტის მიღება შეგვიძლია დამატებით პირდაპირი თანამშროლმლობით და არა მხოლოდ ნატოსთან. მეტად უნდა ვითანამშრომლოთ ნატოსთან კიბერუსაფრთხოების სფეროში, ან ეს შესაძლოა ორმხრივი თანამშრომლობაც იყოს გამომდინარე იქიდან, თუ როგორ რთულ რეგიონში მდებარეობს საქართველო. ამ პრობლემისთვის თავის გართმევა ეროვნულ დონეზე რთული ამოცანაა. ჩვენ ბევრი ახალი ფორმის თანამშრომლობის დაწყება გვჭირდება“.
და მერე ჟურნალისტი პირდაპირ სვამს კითხვას: „საქართველოში ამერიკული ბაზის აშენებაზე რას ფიქრობთ?“
ეს შეკითხვა ერთობ დიდი სირობა გახლავთ. სალომეს პასუხი კი არის ზედმიწევნით სწორი:
„არ მგონია ეს რეკომენდირებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“.
თუ პრეტენზია ბაზების საკითხის ასე წამოწევისთვის ვინმეს უნდა წაეყენოს (და უნდა წაეყენოს კიდეც), არის „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი. უფრო სწორად, ქართული რედაქცია, იმიტომ რომ ამ სირობას ჭურნალისტი თავის ჭრედაქტორთანაც შეათანხმებდა.
ამ არაკომპეტენტურობით ქართველებმა ხომ ყველგან უნდა ჩააჯვან...
ხოლო რ2-ისა და ნაცმოძის ისტერიკა ამ თემაზე არის იმ კითხვის დასმაზე დიდი სირობა.
This post has been edited by griankali on 1 May 2019, 14:05
რუსეთი უნდა დაინგრეს.