
1 წელი იქნება ამ განყოფილებაში აღარ ვაქტიურობ, წიგნების კითხვის დრო დიდად აღარ მქონდა და შესაბამისად ახალი წიგნების ძიებასაც ნაკლებ დროს ვუთმობდი

არადა ამ განყოფილებამ ძალიან ბევრი საინტერესო წიგნი მაპოვნინა, წიგნები რომლებიც დღეს ჩემს თაროებსა და მეხსიერებაში ამაყად ინახება
ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩემთვის კი გამომცემლობა "წიგნები ბათუმში" იყო. გამომცემლობა, რომლის წიგნებსაც ეტყობოდათ რომ დიდი ყურადღებით შერჩეული, ნათარგმნი და გამოცემული იყო. ამ გამომცემლობამ მოკიდა ხელი ჩემთვის და ბევრისთვის საყვარელი ჟანრის (SCI-FI) ქართულად თარგმნასა და პოპულარიზაციას. დღეს კი უკვე სხვა დიდი გამომცემლებიც სთავაზობენ ამ ჟანრის წიგნებს ქართველ მკითხველებს.
ნებისმიერი ბიზნესი არის თავისი მომხმარებლებისთვის ღირებულების შემქმნელი, ის არსებობს იმ ღირებულების გამო, რასაც ის ატარებს საზოგადოებაში. თუმცა, ყველა ბიზნესს შეიძლება დაუდგეს რთული პერიოდი და ეს ის პერიოდია, როცა მისი ერთგული მომხმარებელი უნდა დაუდგეს მას გვერდში
განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი ბედნიერება გვაჩუქა ირაკლიმ და მისმა გამომცემლობამ ჩვენ, განსაკუთრებით ფორუმელებს (თავისი სპეციალური ფასდაკლებებით

)
დღეს შემხვდა ირაკლის პოსტი:

იმედია ირაკლი არ მიწყენს მისი პოსტის დაკოპირებას
მოკლედ, ჩავთვალე რომ რაიმეთი უნდა დავხვმარებოდი ამ კარგ და გულიან გამომცემლობას... ხოდა გთავაზობთ წაიყვანოთ რამდენიმე მეგობარი და იყიდოთ "ბათუმელების" წიგნები, რომლებიც გაინტერესებთ.
მათი ოფისი არის იაკობ ნიკოლაძის 5ა-ში
საფესტივალოდ ჰქონდათ შემდეგი წიგნები (ფასები იყო საფესტივალო):
https://issuu.com/malkhazpagava/docs/catalo...XOWfFzOp0XMj4xoდა შემდეგ დაამატეს (ასევე საფესტივალო ფასები წერია):

თუ გექნებათ ვინმეს კიდევ მხარდაჭერის იდეები, ან მეტი/უკეთესი ინფორმაცია, დაწერეთ