სახელი როგორ დაერქვა ხო იცით?
ადრე, ადრე, ერთი სომეხი და ჩვენებური რატი (თუმცა ზოგნი ამბობენ სხვა წარმომავლობისა იყოო) ძმობილობდნენო
ერთ დღეს რატის დიდი განსაცდელი დასტყდომია თავს და ფულს აგროვებდა რა
დაიარა საახლობლო და ცოტაღა ჰქონდა დარჩენილი რომ საჭირო თანხა აეგროვებია... ჰოდა, მივიდა თავის სომეხ მეგობართან, რომელსაც კაი მოსავალი ჰქონდა იმ მოსავლობაზე...
მივიდა რატი და სთხოვა
- ჩემო ძმაო და ძმაზე უფრო მეტო, 3 დღით 10 იალაჰმატი(მაშინდელი თანხა) მასესხე და 3 დღეში დაგიბრუნებო
- არა,რატი, არა,რატი. არ მაქვს მოსაცემიო
იქავე ბიჭი მდგარა ამ ამბავს შესწრებია და იმას შეურქმევია "არარატი"