#55228532 · 10 Sep 2019, 14:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Z-owner
QUOTE | იქნებ ყვითლიდან წითელზე იყო გადასული? როგორ გეკადრება, ძალიან ბევრ შუქნიშანზე ეგრევე მწვანე ინთება წითლის შემდეგ |
ყვითლიდან წითელზე რო გადასულიყო, მაშინ ჩემსაზე მწვანიდან ყვითელზე ვერანაირად ვერ გადამივიდოდა. ჩემსაზე ანთია მწვანე, იმას უნთია წითელი. ვსიო. სანამ ჩემსაზე წითელი არ აინთება, იმისაზეც სუ წითელია. მწვანე ენთება 1-2 წამის მერე. ეგეთი სვეტაფორი სადაც წითლის მერე ეგრევე მწვანე ენთება მეორეს, არის სუ რამდენიმე. და იქაც ავარიის შანსი გამორიცხულია.
ხო, კაკრაზ გუშინ მოხდა საინტერესო. გმირთა მოედნიდან ვაგზალზე რო მიდიხარ, გზაჯვარედინის სვეტაფორი როა. მწვანე მენთო, ერთი 5-6 წამე კიდე რჩებოდა. ჩემ წინ დიდი ნაკადი იყო. ზედა სვეტაფორმა ვერ გაატარა წესიერად. ბოლო მანქანა ჩემ წინ მარცხენა მხრიდან მომავლების გზას ოდნავ თუ იყო აცილებული. სპეციალურად გავაჩერე ხაზზე, არადა შემეძლო გავლა. და ბევრი გაივლიდა კიდევაც. მაგრამ სიტუაცია ისეთი იყო გაჩერებას მოითხოვდა. იქ გავლა რეალურად არაფერს მომცემდა, ზატო შეეძლო მოძრაობა შეეფერხებინა აქეთებისთვის. დასკვნა. სვეტაფორზე მარტო ფერებით არ მოქმედებენ. უნდა იმოქმედო სიტუაციიდან გამომდინარე. ჩემ შემთხვევაში მწვანეზე გავლა უფრო მეტი ჯარიმა იქნებოდა, ვიდრე ის წითელი, იმიტო რო საავარიოსთან ერთად მოძრაობასაც შეაფერხებდა. მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანმა უნდა გააანალიზოს, კამერას ეგ არ შეუძლია.
|