მე კიდევ 99% ვარ დარწმუნებული, რომ ჰოლოვეის დაატაკებენ ლაითში, თუ დაბრუნებაზე მიდგა საქმე.
ჯერ ერთი, ჰოლოვეი ტოპი კი არა ვარსკვლავია UFC-ის, კონორი ყოფილი ვარსკვლავი. უზარმაზარი ფული აიწევა ვეგასში ამათი დატაკებით.
წინასწარ გაბუქება და ამბები.
მეორე, რემატჩია და არა უბრალო შეხვედრა, სულ სხვა ჰოლოვეი იყო ის, ვისაც კონორმა მოუგო (მომენტ კონორიც უკვე სხვაა, მაგრამ ეგ ვის აინტერესებს).
მესამე, სანახაობრივი იქნება მაქსიმალურად, შოუს დადგამენ.
მეოთხე, ჰოლოვეი სრულფასოვნად ვერ ჯდება ლაითში, აშკარად არ ყოფნიდა ძალა რაც ვნახეთ. კონორიც ვერაა ფორმის პიკზე, რაღაც ნეიტრალურზე შეხვედრასავით გამოდის.
და მეხუთე, არც ჰოლოვეის დააკლდება რაიმე ლაითში კონორთან წაგებით და არც კონორს ჰოლოვეისთან.
კონორი ახლა გეიჯის მიუგდო, გაპუტავს და დაუსრულებს კარიერას გარანტირებულად. არც თვითონ წავა ამაზე და არც UFC, თორემ გეიჯი სიამოვნებით.
არაა კონორი ლაითის ტოპ5-თან შესახვედრი კაცი.
და კიდევ ერთი ვარიანტია ხაბიბთან მოსკოვში, 28-0 სასტავს ძალიან ესმის ახლა არის თუ არა აზრი მაგაში.
გაუგიათ ხაბიბი, გაუგიათ კონორი, აგინებენ ერთმანეთს კამერებთან და მორჩა, სტადიონი სავსეა.
ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლებდნენ ტონის კონორით ხაბიბის სასტავი, რომ შეეძლოთ.
თვითონ ხაბიბს შეიძლება ჰქონდეს რაიმე სპორტული ინტერესი ტონისთან, მაგრამ დანარჩენებს...
და ხაბიბის სიტყვა არ მგონია გადამწყვეტი იყოს მაგის კამანდაში, მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევაში.
მოკლედ, 20-21 წლებში ხაბიბს ხვდება კონორი მოსკოვში და ჰოლოვეის ვეგასში. დავიმახსოვროთ თუ დაჯდება
This post has been edited by MIRAGE2000 on 17 Oct 2019, 12:52