„ამ განცხადებით ივანიშვილი აჩვენებს, რომ ის ან ფუნდამენტურად საერთოდ დაცილებულია რეალობას და საერთოდ ვეღარ ხვდება, რა შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში და საით უნდა მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ამერიკული არასამთავრობოების შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ბაქრაძის თქმით, ორივე შემთხვევაში გამოსავალია ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა და მმართველობაში პროდასავლური ძალის მოსვლა.
„ასეთი შეტევა ამერიკული არასამთავრობოების წინააღმდეგ საქართველოს სერიოზულად აზიანებს ორი მიმართულებით. პირველი - ეს არის ზიანი ქვეყნის შიგნით, ვინაიდან ეს არასამთავრობოები ემსახურებიან ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და პოლიტიკის ხარისხის გაუმჯობესებას და მეორე - ეს არის ზიანი ქვეყნის გარეთ, ვინაიდან ნებისმიერი ამერიკული პოლიტიკოსისთვის შეტევა ამერიკულ არასამთავრობოებზე არის მკაფიო სიგნალი ქეყანაში ავტორიტარული რეჟიმის არსებობის და ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის, ვინაიდან ამ მიმართლების ფლაგმანად სამართლიანად ითვლება ვლადიმერ პუტინი და პუტინის რუსეთი. ამიტომ ამ განცხადებით ივანიშვილი აჩვენებს, რომ ის ან ფუნდამენტურად, საერთოდ დაცილებულია რეალობას და საერთოდ ვეღარ ხვდება, რა შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში და საით უნდა მიდიოდეს ჩვენი ქვეყანა, ან შეგნებულად აზიანებს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს, ქართულ დემოკრატიას ქვეყნის შიგნით და საქართველოს პერსპექტივას ქვეყნის გარეთ და დასავლეთში. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ამ ხელისუფლების უსწრაფესად, მშვიდობიანი გზით ჩამოშორება და ქვეყანაში პროდასავლური ხელისუფლების არსებობა, რომელიც შეუტევს არა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ შეუტევს იმ ე.წ. რუსულ რბილ ძალას, რომელიც დღეს ასე გაძლიერდა ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ხიფათს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „არ გამორიცხავს, ღია წერილით მიმართოს კონგრესსა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და აუხსნას როგორ ხდება, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის წინააღმდეგ მოქმედებენ“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...tegiul-interessკაროჩე, ბიბიმ „ძიმოკრატების“ ჩმორ ორგანიზაციებს, ამერიკის კონგრესა და თეთრ სახლში უნდა ვუჩივლო, თქვენი ფულით ეს ჩმორები, მოძალადე ელჭიპიტების მხარდამჭერ პარტიებს ემხრობიანო და ოპოზიციის ლიდერები გაგიჟდნენ, რუსეთისკენ მიდის ბიძინა ამ განცხადებითო
სულმთლად გამოჩოილარდნენ
p.s.
ესეც ნახეთ. მგონი დაპანიკებულია ეს კლიტორშას ჩმორიკი
https://www.interpressnews.ge/ka/article/57...i-organizaciebi“ქართულ ოცნებასთან” ძალიან ახლოს ვთანამშრომლობთ, ისევე როგორც - არჩეულ პირებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ამას ყოველთვის ვაკეთებდით. საქართველოში ყოველთვის გვქონდა გულახდილი ბროკერის როლი, უწყების როლი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს. ამით ძალიან ვამაყობთ, - ამის შესახებ IRI-ს პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„გასულ კვირას, როცა საქართველოში IRI, NDI და სხვა პრო-დემოკრატიული ორგანიზაციები თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ, IRI “ქართული ოცნების” ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგს ატარებდა. აი, ამას ვაკეთებდით მაშინ, როცა თავს გვესხმოდნენ“, - აცხადებს ტვაინინგი.
კითხვაზე, ხედავს თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკული არასამთავრობო, ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, ტვაინინგი დადებითად პასუხობს.
„კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული, იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს როგორც წესი რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება“, - აცხადებს ტვაინინგი,
მან კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.
„რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში IRI და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენს მიმართ და ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო“, - აცხადებს ტვაინინგი.
კითხვაზე, ელოდება თუ არა საქართველოს მთავრობისგან რაიმე სახის მკაცრ რეაქციას ან სანქციას, ტვაინინგი პასუხობს, რომ არ ელოდება.
„არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ეს სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა IRI, NDI, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს. ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს“, - აცხადებს ტვაინინგი.
მისი განცხადებით, ამერიკაში საქართველოს შესახებ ნარატივი ისაა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
„ ქართველები, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც საბჭოთა იმპერიის დაშლაში შეიტანა წვლილი. ამის შემდეგ, მათ ქვეყანა შექმნეს უკიდურესად რთულ პირობებში. 2003 წელს მოახდინეს მშვიდობიანი რევოლუცია მმართველობის შესაცვლელად, მოგვიანებით არჩევნების გზით, ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბარეს ერთი ძალიდან მეორეს. დაამყარეს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან სხვა ევროპულ ქვეყნებთან. ამერიკელებს სჯერათ იმის, რომ ეს არის საქართველოს ტრაექტორია. სანერვიულო იქნება ის, თუ ისეთი ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენ ჯანსაღ დემოკრატიად მივიჩნევთ, მოვისმენთ ისეთ შეხედულებებს, დეზინფორმაციას, როგორც ეს ხშირად გვესმის კრემლისგან. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ შეიძლება ამერიკა ცდებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ვცდებოდით. საქართველოს წინ დიდი მომავალი აქვს და IRI ამაყად იქნება საქართველოს მეგზური ამ გზაზე“, - აცხადებს ტვაინინგი.
This post has been edited by shepherd on 4 Dec 2019, 14:47
Adam_Beyer -კარგით ნუ გვაყვედრით ამ სროლებს, თუ მართლა რამე გაქვთ გაკეთებული არავინ არ გავალდებულებდათ, უბრალოდ ალბათ მართლა ქვეყნის გამო აკეთებდით