sxm
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 21970
წევრი No.: 107726
რეგისტრ.: 27-December 09
|
#55837810 · 13 Feb 2020, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
26 მაისს ,,ბარსელონას“ ოფისში შავ შარვალ–კოსტიუმებში და სათვალეებში გამოწყობილი პირები გამოცხადნენ, რომელთა მიზანი გახლდათ კლუბისთვის ერთხელ და სამუდამოდ ეთქვათ: რონალდოს და ,,ბარსელონას“ გზები იყრებიან. გარეთ უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა. პოლიცია იძულებული გახდა შენობის ირგვლივ დამცავი ღობეები განელაგებინა. მოლაპარაკებიდან, რომლის ერთ მხარეს ნუნიესი, მისი შვილი და ჟოან გასპარი, ხოლო მეორე მხარეს აგენტთა ტანდემი და მათი იტალიელი კოლეგა ჯოვანი ბრანჩინი წარმოადგენდნენ, პირველი საზოგადოების წინაშე ხოსე ლუის ნუნიესი წარსდგა და თქვა: ,,შეთანხმება 90 პროცენტით მიღწეულია“. ამ განცხადებამ ყველა დააბნია. იმავე დილას, ნორვეგიის დედაქალაქისკენ გეზაღებულმა რონალდომ, ბარსელონას აეროპორტში ჟურნალისტებს უთხრა: ,,პიტა და მარტინსი ჩემ მითითებს ასრულებენ. ჩემი სურვილი კი აქ დარჩენაა“. მეორე დღეს, შუადღეზე ნუნიესმა პრეს–კონფერენციაზე განაცხადა: ,,ის სამუდამოდ ჩვენთან რჩება“. შეთანხმებით ორივე მხარე კმაყოფილი იყო. ,,მე ნუნიესს ვესაუბრე და მადლობა გადავუხადე გაწეული სამსახურისთვის“, – ოსლოში მყოფი რონალდო ისე გაეხარებინა ,,ბარსელონაში“ დარჩენას, რომ უმალ კატალონიური შამპანური შეუკვეთა და ,,ფორმულა 1“–ის რბოლის გამარჯვებულივით გარშემომყოფებს ,,შეასხურა“. შემდეგ ენაწყლიანობას მოჰყვა: ,,ბარსელონას“ დამსახურებით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მოვიპოვე. პსვ–ში გამოსვლისას ამდენივე გამოქონდა, მაგრამ მაშინ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ,,ინტერში“ გადასვლა, რასაკვირველია, არ იქნებოდა ქვეყნიერების დასასრული, ის ხომ იტალიური მოდის დედაქალაქია, ხოლო ,,ინტერი“ ,,ბარსელონასავით“ გრანდთა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ კატალონიაში დარჩენა ძლიერ მსურდა და ჩემ აგენტებს ვთხოვდი, ყველა გზა მოეძებნათ აქ დარჩენისათვის. საბედნიეროდ ეს გზა გამოიძებნა. ბევრი ფულის მიღებით გამოწვეული სიხარული მოტივაციას შემმატებს და გაცილებით მეტ გოლს გავიტან, ვიდრე სადებიუტო სეზონში შევაგდე. პიჩიჩის ტიტული 35 გოლით მოვახერხე. შემდეგ სეზონში აუცილებლად გავაუმჯობესებ საკუთარ შედეგს. ჩემი მიზანია დავამხო ესპანეთის რეკორდი“. რონალდომ 35 გოლი სპეციალურად ახსენა, რადგან, ოფიციალურად ესპანელებმა მას 34 გოლი ჩაუთვალეს. ბრაზილიელს კი ერთი გოლი საკამათო ავტოგოლის გამო მოუხსნეს. ამიტომაც, რონალდო საკუთარ აქტივში ჯიუტად 35 გოლს იწერდა. ერთ ცნობილ ინგლისელ ფეხბურთელს უთქვამს: ,,არცერთი მაღალი კლასის ფეხბურთელი არ ვიცი, რომელიც ავტოგოლს თავის გატანილ გოლად არ თვლიდეს“. რონალდო კი ხალისიანად განაგრძობდა: ,,ახლა ყველაფერს დავდებ ,,ბარსას“ საკეთილდღეოდ. თუ მათ მოესურვებათ, ორმაგ მოქალაქეობასაც მივიღებ. ეს ხელს შემიწყობს აეროპორტში მომაბეზრებელ რიგებს თავი ავარიდო. ბრაზილიური პასპორტის დანახვაზე ყოველთვის რიგში ჩადგომას მაიძულებენ“. 28 მაისის საღამოს რვა საათზე მთელი ბარსელონა სასიამოვნო ამბის მოლოდინში განაბულიყო. მხარეების შეკრება რონალდოს კონტრაქტისთვის წერტილის საბოლოოდ დასმას წარმოადგენდა. ღამის პირველ საათზე შენობიდან ელდა ნაცემივით გამოვარდნენ ფეხბურთელის ინტერესის დამცველები. აღშფოთებულმა პიტამ მის მომლოდინე ჟურნალისტებს განერვიულებულმა მიახალა: ,,როგორც კი საბოლოო ნაბიჯის გადადგმასთან მივდივართ, სწორედ მაშინ წარმოიქმნება გადაულახავი პრობლემები“. ორ საათში პიტამ ნუნიესს დაურეკა და აუწყა, რომ ყველანაირი შეთანხმება გაუქმებული იყო. დილიდან მეხივით გავარდა ახალი სამწუხარო ამბავი. 19:00 საათზე ნუნიესმა ოფისიდან გამომავალმა უღიმღამოდ წაილუღლუღა: ,,ყველაფერი მორჩა. ისინი მიდიან“. რამდენიმე საათში ბრაზილიელმა აგენტებმაც იგივე დაადასტურეს. ოსლოში მყოფი გულდათუთქული რონალდო ნორვეგიელებთან გასამართი შეხვედრის გარდა ყველაფერზე ფიქრობდა. პირდაპირ სასტუმროში მოწვეულ სახელდახელო პრეს–კონფერენციაზე რისხვა დაატეხა კლუბის ხელმძღვანელობას: ,,ყველაფერი მორჩა. მთელი ეს შვიდი თვე ისინი ჩემი გზა–კვალის არევით იყვნენ დაკავებულნი. უკანმოუხედავად მივდივართ და აღარასდროს მივუსხდებით მათთან მოლაპარაკების მაგიდას. ჩვენთვის ახლა ყველაზე მაღლა ჩვენი ღირსების საკითხი დგას და არა ეკონომიკური საკითხები. ნუნიესს შეუძლია ყველაფერი ილაპარაკოს, მაგრამ პიტას და მარტინს თვალდახუჭული ვენდობი და ვიცი, რომ ყველაფერი გააკეთეს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის. სინამდვილეში ვიცი რაც მოხდა – ნუნიესი მატყუარაა და ახლაც აგრძელებს სიცრუის თქმას. ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ, ,,ბარსას“ ხელმძღვანელობას აღარ ვენდობით – იმის მაგივრად, რომ მოცემული პირობები შეასრულონ, ჩემ წარმომადგენლებს აკრიტიკებენ, მე კი პირველ რიგში მათ ვენდობი, ვიდრე ნუნიესს“. ბარსელონაში ბოროტმა ენებმა დაიწყეს სისინი, თითქოს აგენტები მხოლოდ რონალდოს გულის საამებლად აწარმოებდნენ ,,ბარსასთან“ მოლაპარაკებებს და მის ზურგსუკან ,,ინტერთან“ გარიგება დადეს. ნუნიესმა ცეცხლზე ნავთი დაასხა: ,,დარწმუნებული ვარ პიტამ და მარტინსმა ,,ინტერთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს. ისინი მხოლოდ მოლაპარაკების ჩაშლაზე იყვნენ მომართულები. ისეთ პირობებზე ვაძლევდი თანხმობას, როგორზეც ადრე არასდროს დამიქნევია თავი: ათწლიანი კონტრაქტი, წლიური 5-მილიონიანი ხელფასითურთ, რაზეც თანხმობა მიიღეს. იუარეს საგადასახადოს 5 პროცენტის გადახდა და ამასაც დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ადრე შეთანხმებულები ვიყავით, რომ ისინი დაფარავდნენ. იმასაც კი დავჯერდით, რომ ყველაფერი დოლარებში გადაგვეხადა. ამის შემდეგ ბრაზილიელებმა უარი განაცხადეს იმ პირობაზე, რომლის თანახმად ტელეკომპანია Televisio de Catalunya 15 პროცენტს გადაიხდიდა რონალდოს კონტრაქტიდან, ჩემი პატიოსანი სიტყვის გარანტიით. აშკარა იყო, ისინი მხოლოდ რონალდოს დაჟინებული თხოვნის ხათრით მოვიდნენ მოსალაპარაკებლად. არადა, გუშინ რონალდო ჩემთან საუბრისას სიხარულს და ბედნიერებას ვერ მალავდა“. მარტინსი რის მარტინსი იქნებოდა ხურდა არ დაებრუნებინა ნუნიესისთვის: ,,ჩვენ სიტყვიერ აჟიოტაჟებს არ ვყვებით. უბრალოდ გულდასაწყვეტია, მერამდენედ ვერ მოვახერხეთ წერილობით გაგვეფორმებინა ის, რასაც სიტყვიერად მივაღწიეთ. კლუბმა იცოდა რონალდოს ცხოველი სურვილი დარჩენისა, რასაც ბოროტად იყენებდნენ“. პარტნიორს არც პიტა ჩამორჩა: ,,მომხდარით გაწბილებულები ვართ. გვითხრეს, რომ ტელეკომპანია Televisio de Catalunya 15 პროცენტს აიღებდა რონალდოს კონტრაქტიდან, მაგრამ, როცა გარანტიები მოვითხოვეთ, ვერაფერი ღირებულის შემოთავაზება ვერ შეძლეს და მოლაპარაკებაც ჩაიშალა“. ნუნიესმა უპასუხოდ ვერ დატოვა წყვილის ნალაპარაკევი: ,,რონალდო თუ მართლა ასეთი ბედნიერი იყო აქ დარჩენით, ჩემთვის გაუგებარია, რატომ თქვა უარი წელიწადში 5 მილიონ დოლარზე. ჩანს, იგი სამ ფრონტზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, საბაზრო ფასი რომ აეწია“. რა თქმა უნდა, რონალდო გააბრაზა პრეზიდენტის ასეთმა სიტყვებმა: ,,კლუბს შვიდი თვე ჰქონდა პრობლემების აღმოსაფხვრელად, მაგრამ ამის გაკეთების მაგივრად უაზრო წინადადებებით მოდიოდნენ. მორჩენილი ამბავია, მათთან საუბარს აზრი არ აქვს. ჩემ მთავარ საზრუნავს ახლა იტალიური კარიერის წარმატებით დაწყება და საფრანგეთის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის კარგად მომზადება წარმოადგენს. ნუნიესი ჩვენი კრიტიკით თავის მართლებას მოჰყვება – ეს ბუნებრივია. იმედია გულშემატკივრები გამიგებენ. მე მათთან პირნათლად მოვიხადე ვალი, მთელი ძალით ვცდილობდი ჩემპიონობა მომეპოვებინა“. იმედგაცრუებამ ძალიან წაახდინა რონალდო. დაღლილ გამომეტყველებას, მთელი ღამის ნამტირალევი და ჩავარდნილი თვალები მეტ სიმძაფრეს მატებდნენ. მისი სახიდან განუმეორებელი ღიმილიც გაქრა. საუზმეზეც უარი განაცხადა და ნომერში ჩაიკეტა. და ეს კაეშანი დღითიდღე მანამდე იზრდებოდა, სანამ თოთხმეტი თვის თავზე თავის პიკს არ მიაღწია. რონალდოს გულწრფელად უნდოდა ,,ბარსელონაში“ დარჩენა. ემოციების გაკონტროლება შეუძლებელი იყო. ამ ყველაფერს ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის ზაგალოს მიერ რონალდოს და ნაკრების კიდევ ერთი წევრის დასჯა მოჰყვა. მოთამაშეები მთელ ღამეს პორნოგრაფიული ფილების ყურებაში ატარებდნენ. არადა, რონალდო ისეთ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ ძილი არ ეკარებოდა, რაც მოგვიანებით განუმარტა კიდევაც დამრიგებელს. ოსლოს სასტუმროში გაჩერებული ნაკრების ანგარიშზე პორნოკასეტების შეკვეთისათვის დიდი გადასახადი მოვიდა. ზაგალო განცვიფრებული დარჩენილა. რამდენიმე წლის შემდეგ რონალდოს ახლო მეგობრისთვის უთქვამს: ,,ძალიან ბევრი პორნოკასეტა შევუკვეთეთ“. მაგრამ უფრო დიდი განცვიფრება ზაგალოს წინ ელოდებოდა. ოსლოში, ნორვეგიასთან ბრაზილიამ ამხანაგურად 2:4 წააგო. ნირწამხდარი რონალდო მისი აჩრდილიც არ იყო. 31 მაისს, მიუხედავათ ბოლოს განვითარებული მოვლენებისა, ყველას ერთი რამ აინტერესებდა – ითამაშებდა თუ არა რონალდო ესპანეთის თასის ფინალში. ის ჯერ კიდევ ,,ბარსელონას“ საკუთრება იყო, მანამდე, სანამ ,,ინტერი“ კატალონიელთა ანგარიშზე თანხას არ გადარიცხავდა. ,,ვიცი, რომ ჯერ კიდევ ,,ბარსას“ ფეხბურთელი ვარ, მაგრამ არანაირი სურვილი არ მაქვს მისი ფორმა ჩავიცვა – დანახვაც არ მინდა ნუნიესის და მისი კოლეგების“, – განაცხადა თავდამსხმელმა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩარეული იყო მთელ ამ ორომტრიალში და რონალდოს ადამიანური თვალსაზრისით ანუგეშებდა, ბობი რობსონი გახლდათ: ,,ძალიან ვწუხვარ მომხდარით. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენ ხელში იყო, ახლა კი როგორც ჩანს ის დავკარგეთ. რონალდოს ერთი რამ ვუთხარი: შეიძლება ,,ინტერმა“ და სხვა რომელიმე გუნდმა ბევრი ფული გადაუხადოს, მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ გახდება მის ცხოვრებაში საუკეთესო. ლოგიკურია, რომ აგენტები მისი კლიენტის საუკეთესო მატერიალური მდგომარეობისთვის იბრძვიან, მაგრამ საბოლოო სიტყვა მხოლოდ რონალდოზეა. მისი გადასაწყვეტია სად ითამაშებს – ესპანეთში თუ იტალიაში. მსოფლიოში ბევრია დიდი ფეხბურთელი, მაგრამ რონალდო – ერთადერთია. რამდენი სიბინძურეა ამ სიტუაციაში“. ნუნიესი ფარ–ხმალს არ ჰყრიდა და ფონს გასვლას ,,ნაიკის“ მეშვეობით ცდილობდა. აცხადებდა, თითქოს სპორტული ტანსაცმლის მსოფლიო გიგანტი თანახმა იყო რონალდო კლუბში დარჩენილიყო. ,,ნაიკის“ როლი, დამაგვირგვინებელ ფაზაში განუსაზღვრელად დიდი გახლდათ. ისტორიაში პირველად, სპონსორს შეეძლო ტრანსფერზე გავლენა მოეხდინა. ეს კიდევ დამატებით ინტრიგას სძენდა შექმნილ დაძაბულ ვითარებას. ზაფხულის პირველ დღეს, საფრანგეთის ,,ოთხთა ტურნირზე“ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მყოფმა რონალდომ საბოლოოდ გადაუწურა იმედები კატალონიელებს: ,,არაფერი არ შეცვლილა. გადაწყვეტილება მიღებულია და არ მაქვს სურვილი ხელახალი მოლაპარაკებები წამოვიწყო“. ნუნიესის მოადგილე ჟოან გასპარიც შეგუებოდა სიტუაციას: ,,რონალდოს უნდა დავემშვიდობოთ, მის გარემოცვას მასზე დიდი გავლენა აქვს“. ლიონში რონალდოს განუწყვეტლივ ურეკავდნენ თანაგუნდელები: ფერნანდო კოუტუ, ფიგუ და ვიტორ ბაია და კიდევ ერთხელ მოუწოდებდნენ კარგად გაეცნობიერებინა მდგომარეობა, მაგრამ როგორც ჩანდა მას მტკიცედ გადაეწყვიტა კატალონიის დატოვება. 4 ივლისს, ნაკრების ბაზაზე სადილობისას აგენტებმა თავის კლიენტს ,,ინტერის“ ვარიანტი ურჩიეს. მარტინსმა ასეთი რამ უთხრა ფეხბურთელს: ,,შენ ევროპაში იმიტომ თამაშობ, რათა ფული იშოვო“. მარტინსის განმარტებით რონალდო მიხვდა, რომ მისი საქმე თამაში იყო, ხოლო აგენტების – ბიზნესი. სადილის დასრულების შემდეგ აგენტთა წყვილმა გეზი მილანისკენ აიღო, სადაც ,,ინტერის“ პრეზიდენტის, მასიმო მორატის პირადი თვითმფრინავით გაფრინდნენ. რონალდომ გაიაზრა, რომ ის სიტუაციას ვეღარ აკონტროლებდა და აგენტების მარწუხებში მოქცეულიყო, საიდანაც თავის დაღწევა არ შეეძლო. მილანში ჩაფრენილი აგენტები კი ბრანჩინიმ მყისვე მორატისთან შესახვედრად გააქანა. რონალდო საფრანგეთში ქვეყნიერებას ამცნობდა, რომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს ,,ბარსადან“ აბარგების შესახებ და რომ ,,ინტერმა“ იგივე თანხა შეაძლია, მაგრამ გაცილებით მეტი გარანტია მისცა გადასახადების თაობაზე. ამის შემდეგ ,,ბარსამ“ ადგილობრივი და ფიფას კანონმდებლობა შეახსენა ყველას, რომლის მიხედვით მხოლოდ ესპანურ კლუბებს შეეძლოთ მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმება გამოსყიდვის შედეგად. ნუნიესი არ აპირებდა ასე უბრალოდ შელეოდა საკუთარ მოთამაშეს: ,,სახეზე გვაქვს თვალთმაქცობა. ეს ესპანეთია და არა იტალია. ,,ინტერი“ არღვევს ფიფას კანონმდებლობას, აწარმოებს რა რონალდოსთან მოლაპარაკებებს ჩვენს ზურგს უკან. იტალიაში თამაშს რონალდო მხოლოდ ჩვენი თანხმობის შედეგად შეძლებს. მას შეუძლია მარტომ იმოქმედოს და კონტრაქტი გაწყვიტოს გამოსყიდვის დაფარვის მეშვეობით, მაგრამ მის ტრანსფერზე უფლება ესპანურ მხარეს დარჩება“. საფრანგეთიდან რონალდომ ასე უპასუხა ნუნიესს: ,,ჯობია უკეთესად შეისწავლონ ჩემი კონტრაქტი. მასში გარკვევით წერია, რომ კონტრაქტის გამოსყიდვის შემთხვევაში ნებისმიერ კლუბში შემიძლია გადასვლა. ეს ერთ–ერთი პირობა იყო, რომელის ირგვლივაც უამრავ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და საბოლოოდ ასეც შევთანხმდით და გასულ ზაფხულს მაიამიში ხელშეკრულებაც დავდეთ, მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ასევე, ჩვენ განსაკუთრებულად შევთანხმდით, რომ ამ შეთანხმებას იურიდიული ძალა ექნებოდა როგორც ესპანური, ისე სხვა ქვეყნის კლუბებისთვისაც. შექმნილი სიტუაცია ბარსას ქომაგებისთვის ცხადს უნდა ხდიდეს ჩემი წასვლის მიზეზს – მათი კლუბის ხელმძღვანელობა თავის ხელმოწერილ დოკუმენტებს პატივს არ სცემს“. პიტამ და მარტინსმაც გაიღეს ხმა: ,,ბარსელონამ“ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩვენს ზურგს უკან ბინძური თამაშები დაიწყო, მეორე დიდი შეცდომა კი გახლდათ მათი სურვილი შემოეთავაზებინათ 2 მილიონი დოლარით მეტი, მაშინ, როცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. ეს ფული აიღონ და ერთ ადგილას შეიტენონ“. შექმნილი ვითარებით ,,ბარსელონას“ ძირძველი და დაუძინებელი მტერი ,,რეალი“ ხელის მოთბობას ცდილობდა. კლუბის პრეზიდენტი ლორენცო სანსი გამოტყდა კიდევაც: ,,როგორც ,,რეალის“ პრეზიდენტი ვალდებული ვარ ,,ბარსელონას“ დასუსტებაზე ვიზრუნო. ეს დამატყვევებელი განცდაა. ეს ჩვენი ომი არ არის, მაგრამ თუ ჩვენ შეგვეძლება სარგებლის ნახვა...“ ამ ორომტრიალში და ქაოსში ერთადერთი ადამიანი, რომელსაც საღად აზროვნების უნარი შერჩენოდა ბობი რობსონი იყო: ,,კიდევ მიჭირს დაჯერება, რომ ის გვტოვებს. პრობლემა ,,ბარსელონას“ ხელმძღვანელებშია, რომლებმაც ვერ შეძლეს მოლაპარაკებოდნენ აგენტებს. ასეთი ბიჭის დაკარგვა დანაშაულია. შემექმნა აზრი, რომ მას ძლიერ სურდა დარჩენა, მაგრამ აგენტებს დიდი გავლენა აქვთ 20 წლის ახალგაზრდაზე. ამაში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. ,,ბარსელონა“ კონტრაქტის პირობების მუდმივად გაუმჯობესების მომთხოვნ რონალდოსთან ერთად გაცილებით ძლიერია, ვიდრე ,,ბარსელონა“ მის გარეშე. ბრაზილიელის დაკარგვა ძალიან სამწუხაროა“. 3 ივნისს საფრანგეთის ოთხთა ტურნირიც დაიწყო. პირველ შეხვედრას მასპინძელ ფრანგებთან (1:1), რომელიც სამყარომ რობერტო კარლოსის ულამაზესი ელვა–გოლით დაიმახსოვრა, იტალიელებთან დაძაბული და ესთეტიკურად საამო საცქერი 3:3 მოჰყვა, სადაც თავისი წვლილი ერთი გოლით რონალდომაც შეიტანა. ბოლო ტურში გამარჯვების დროც დადგა და ,,ტეტრაკამპეონებმა“ ინგლისელები რომარიოს გოლით 1:0 დაამარცხეს. ინგლისელთა მწვრთნელმა გლენ ჰოდლმა რონალდოს ნიჭი ასე ახსნა: ,,რონალდო მოედანზე ზარმაცად მოგეჩვენება, მაგრამ უეცრად ისე გაიქცევა, თვალსაც ვერ მოჰკრავ, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეს“. შეხვედრა ინგლისურმა და ბრაზილიურმა პრესამ რონალდო–შირერის დაპირისპირებად მონათლეს, მაგრამ ბევრი თვითმხილველის აზრით, თავისი კლასით შირერი ახლოსაც ვერ მივიდოდა ბრაზილიელთან. ერთ–ერთ რეპორტიორთან ბრაზილიელთა კაპიტანმა დუნგამ განაცხადა: ,,შირერი მხოლოდ ინგლისში თამაშობს და იქ თამაშით გაითქვა სახელი, ხოლო სხვა ლიგაში თამაშის შემთხვევაში, ყველა დაინახავდა მის სხვაობას რონალდოსთან, რომელსაც გოლები ჰოლანდიაშიც და ესპანეთშიც ერთნაირი ინტენსიობით გააქვს“. შეხვედრის დასრულების შემდეგ მარტინსი აღშფოთებული იძლეოდა ინტერვიუს. მისი აღელვება შირერის საქციელმა გამოიწვია: ,,საშინელი მატჩი გამოდგა, შემზარავი სანახაობაა, როცა მსოფლიოს ორი უძვირფასესი ფეხბურთელი ერთმანეთს წიხლებს ურტყამს. მატჩამდე რონალდოს ვუთხარი: ,,შირერს ხელი აუცილებლად უნდა ჩამორთვა“. ალანმა კი მადლობის მაგივრად საზარდულში უთავაზე ფეხი. შეამჩნიეთ, როგორ გაოცდა რონალდო? მაგრამ ხურდის დაბრუნება არ დაავიწყდა“. საფრანგეთის ოთხთა ტურნირის მსვლელობისას რონალდო მიხვდა, რამდენ ძალას ითხოვს უამრავი შეხვედრების ჩატარება და ამას დამატებული გაუთავებელი მოგზაურობები. ნაადრევი ,,გადაწვის“ პერსპექტივა რეალური ჩანდა, მიუხედავად რონალდოს განცხადებისა, რომელიც მან საფრანგეთში გააკეთა: ,,მართალია მე ჯერ 20 წლის ვარ, მაგრამ 30 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფორმაში ვიქნები, მითუმეტეს, რომ ჩემი ორგანიზმი მიეჩვია ბევრ თამაშს. ბავშვობაში ყოველდღე ვთამაშობდი ფეხბურთს. სრულიად არ მაღელვებს მომავალი სეზონიდან სად ვითამაშებ: ,,ინტერში“ თუ ,,ბარსელონაში“. ჩემთვის უპირველესი მხოლოდ ბრაზილიის ნაკრებია. ის ერთადერთი გუნდია სადაც არ მაკრიტიკებენ ე. წ. ,,ეგოიზმისთვის“. 6 ივნისს მარტინსმა ,,ბარსელონას“ მიერ გამოსყიდვით სპეკულირებას შირმა უწოდა: ,,თუ ისინი ამ გზით მოლაპარაკების მაგიდასთან ჩვენ მიტყუებას ცდილობენ, ძალიან ცდებიან, რონალდომ ყველაფერი ძალიან მკაფიოდ თქვა – ,,მე ჩიტივით თავისუფალი ვარ“. მილანში მყოფი მასიმო მორატი სიხარულს ვერ მალავდა: ,,რონალდო ჩემია. საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გავუკეთე“. რონალდო კი ,,ბარსელონას“ სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და ამბობდა, რომ მადრიდის ,,რეალში“ გადასვლას არ აპირებდა და გამოსასყიდი თანხის მიღებისთანავე ესპანეთს დატოვებდა. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ რონალდომ ,,ინტერის“ ხელმძღვანელობას პირდაპირ მოსთხოვა 9–ნომრიანი მაისური. ,,მე ისევ იმავე ფეხბურთს ვითამაშებ, განურჩევლად ფორმისა. უბრალოდ, აუცილებლად მჭირდება ,,9“ ნომერი“. ბრაზილიელს საბოლოოდ შეპირდნენ, რომ ერთი სეზონის შემდეგ აუცილებლად მოარგებდნენ ცხრანომრიან მაისურს. კლუბს სიხარული მოჰგვარა შეთანხმებამ, მაგრამ მათ არ იცოდნენ რონალდოს აგენტების მთავარი დაინტერესება კომერციული საკითხები და სასაქონლო ნიშნის ,,R-9“–ის გაყიდვა რომ წარმოადგენდა, და არა სენტიმენტალური გრძნობები. როგორც ყოველთვის აგენტებისთვის მთავარი ბიზნესი იყო. ამავე დღეებში ,,ბარსელონას“ პრეზიდენტმა ნუნიესმა ექსცენტრიული განაცხადება გააკეთა ,,ნაიკთან“ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. მიუხედავად ,,კაპასთა“ მოქმედი კონტრაქტისა, რომლის პირობების დარღვევის ხარჯებს სრულად ,,ნაიკი“ დაფარავდა. 20 ივნისს რონალდოს იურისტებმა 27 მილიონი დოლარი გადარიცხეს მადრიდში მდებარე ესპანური ლიგის სახელზე და რონალდოს ნებისმიერ კლუბში გადასვლის გზაც ებოძა. ,,ინტერთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი, პირობებით – 7 მილიონი დოლარი წელიწადში ხელფასის სახით და ამას დამატებული ბონუსი 10 მილიონი დოლარი კონტრაქტზე ხელმოწერისთვის, რონალდომ 1997 წლის ივნისის ბოლოს, ბოლივიაში მიმდინარე ,,კოპა ამერიკის“ მიმდინარეობისას გააფორმა. პირველობა კი ბრაზილიის ნაკრებმა გამარჯვებით დაასრულა, რომელშიც დიდი წვლილი რონალდომ შეიტანა. მოგეხსენებათ ბოლივიის დედაქალაქი ლა პასი ზღვის დონიდან 3 600 მეტრზე მდებარეობს და გაიშვიათებული ჰაერის გამო სტუმარ გუნდებს ძალიან უჭირთ თამაში. ფინალში სწორედ მასპინძლებთან დაპირისპირება მოუწიათ ,,ტეტრაკამპეონებს“ და შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, ანგარიში 1:1 ავისმომასწავებელ დამატებით დროს იუწყებოდა, მაგრამ ფენომენმა 79–ე წუთზე შეძლო და გატეხა ბოლივიელთა წინააღმდეგობა, რასაც ბოლო წუთზე ზე რობერტოს გოლიც მოჰყვა. ,,სუნთქვა მიჭირდა, სირბილის დროს მეგონა, რომ გული წამივიდოდა“, – განაცხადა მოგებული ფინალის შემდეგ რონალდომ. ნუნიესმა ბოლო გაბრძოლება გადაწყვიტა და ფიფაში ფორმალურად საჩივარი შეიტანა ესპანეთის ლიგის საწინააღმდეგოდ და დაჟინებით ამტკიცებდა: რონალდო ჯერ კიდევ ,,ბარსელონას“ ფეხბურთელიაო. ლიგამ თავის მხრივ განაცხადა, რომ სანამ პრობლემა საბოლოოდ არ მოგვარდებოდა ფეხბურთელის ტრანსფერი შესაძლოა შეფერხებულიყო. თუმცა, ამის გამო მორატი ნერვიულობას არ აპირებდა და მშვიდად ძილს ურჩევდა ,,ინტერის“ ქომაგებს. რონალდოც მშვიდად გრძნობდა თავს: ,,როცა ფიფა კონტრაქტს ჩაიკითხავს, მიხვდება, რომ გამოსასყიდი თანხა მე თვითონ გადავიხადე და მომცემს თავისუფალი არჩევანის უფლებას“. რამდენიმე დღეში ნუნიესმა მარცხი აღიარა და ახალი ფეხბურთელის ძებნას შეუდგა. ამ მოვლენებიდან წელიწადზე ნაკლებ დროში ბობი რობსონმა განაცხადა: ,,დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ტრავმას შეუძლია ხელი შეუშალოს რონალდოს გახდეს ბრწყინვალე ფეხბურთელი. და უფრო დიადი დიადებს შორის. საფეხბურთო გზაზე ვინც კი შემხვედრია პოტენციალით და ნიჭით მასზე მაღლა არავინ მდგარა. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, გარდა ერთისა, როცა ის ვარჯიშის დამთავრებას არ მაცდიდა: ,,მისტერ ჯერ ადრეა, კიდევ ერთი დარტყმა...“. უისლი კლარკსონი: ,,რონალდო! ოცდაერთი წლის გენია და 90 წუთი, რომლებმაც განაცვიფრეს მსოფლიო“. მეთოთხმეტე თავი – ბიზნესზე ზრუნვა
ბარსელონას დედა #####ან
--------------------
Барселона больше чем клуб, а РЕАЛ больше чем Барселона!
|