ამ ვიდეოს ავტორი, თავისი ცოდნა-შესაძლებლობის ფარგლებში, საუბრობს პირადი ჰიგიენის არა მხოლოდ ელემენტარული წესების დაცვაზე, არამედ თითქმის შეუძლებელი ზომების განხორციელებაზე. თუმცა, არც ეს არის კორონავირუსისგან დაცვის გარანტია.
ამასთანავე, დედამიწაზე მუდამ არსებობდა სიბრძნე, რაც შემდგომში ნიუტონის მე-3 კანონის სახელით გახდა ცნობილი (F1 = - F2).
თუმცა, პიროვნების შობა-განვითარებასთან ერთად, პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესების შემუშავება-დაცვის აუცილებლობაც გაჩნდა.
სწორედ ამ აუცილებლობამ შვა თავის დროზე ჯერ კასტილიური და შემდეგ მარსელის უნივერსალური საპონი.
რას წარმოადგენდა ეს საპონი?
ეს იყო 100% ზეთისხილისგან (virgin olive oil) დამზადებული უნივერსალური ტუტე საპონი.
როგორც ბუნებრივი ჰიგიენის სპეციალისტი, ვამბობ: მასზე უკეთესი პირადი ჰიგიენის უნივერსალური საშუალება კაცობრიობას დღემდე არ შეუქმნია. იგი, სამკურნალო თვისებებთან ერთად, ადამიანს იცავს მავნე მიკრობებისგან, ხოლო ვირუსებისთვის ეს არის ყველაზე ნაკლებსასურველი გარემო. ყოველივე ეს დადასტურებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯანდაცვის სფეროს შესაბამისი ინსტიტუციების მიერ.
სამწუხაროდ, ეს საპონი ავთენტური სახით თვით მარსელშიც აღარ მზადდება (მის მდარე მიბაძვას წარმოადგენს საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი ე.წ. სარეცხი საპონი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში ცხოველური ცხიმების ნარჩენებისგან მზადდება და რომელიც დღეს ძირითადად უკრაინიდან შემოდის საქართველოში).
თუმცა, შემიძლია მიგითითოთ
ჩემი კომპანიის ვებსაიტი, სადაც გამოქვეყნებულია ჩემი გამოკვლევა „ბუნებრივი ჰიგიენა“ და სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ უნივერსალური 100% ზეთისხილის (virgin olive oil) მარსელის საპონი, რომელსაც ავთენტური სახით ერთადერთი კომპანია ამზადებს მთელს მსოფლიოში, ისიც შეზღუდული რაოდენობით (პოსტსაბჭოთა სივრცეში დისტრიბუცია-რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ ჩემს კომპანიას).
PS გამოვაქვეყნე მხოლოდ რამდენიმე თანაფორუმელის დაჟინებული მოთხოვნით.
ტიმს და მოდერატორებს: ბევრი თქვენგანი მიცნობს ფორუმიდან და ამ ვითარებაში, იმედია, რეკლამაში არ ჩამითვლით ამ პოსტს (რეკლამას ფეისბუქზე ვაკეთებ გასული წლის აგვისტოდან დღემდე). თუ არა და, წაშალეთ. მადლობა.