23 ადამიანია კორონავირუსით ამ დროისთვის ინფიცირებული ქვეყანაში! საშველი არ ჩანს ჯერჯერობით. წინა თემა ავიდა ას გვერდზე აქ გავაგრძელოთ
კორონავირუსები ვირუსების დიდ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც კაცობრიობისათვის უკვე ათწლეულებია ცნობილია. ზოგიერთი მათგანი ადამიანისათვის ზიანის მომტანი არაა, თუმცა სხვა, როგორიცაა მაგალითად SARS, რომელიც 2002-2003 წლებში ჩინეთის საპორტო ქალაქში დაიწყო და მსოფლიოში გავრცელდა ერთ-ერთი გამორჩეულად მკვლელი ვირუსი გახლდათ, რომლის სიკვდილიანობაც 9.55%-ს აღწევდა. მნიშვნელოვანი კორონავირუსი იყო MERS-ის, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და დღემდე არსებობს. მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 30%-ია.
ზოგადად და ძირითადად რაც უფრო სწრაფია ვირუსის გავრცლება მით უფრო ნაკლებია მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. მოცემულ შემთხვევაში Covid-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2%-დან 3.8%-მდე მერყეობს სხვადასხვა მონაცმებით. გამოიყოფა ორი შტამი: რთული L და მსუბუქი S შტამი. რთული შტამის გავრცელების რაოდენობა მცირდება. ადამიანების 80%-ში ახალი კორონავირუსი რბილ ფორმებში მიმდინარეობს.
სიმპტომები:

სიცხე, თავის ტკივილი, მშრალი ხველება, რასაც მოსდევს სუნთქვის გაძნელება.
რაც შეეხება Covid-19 კორონავირუსის გავრცელების ისტორიას ის შემდეგია:
1970-ანი წლებში მაო ძედუნისა და კომუნისტური ნომენკლატურის მიერ მოწყობილმა ე.წ. "კულტურულმა რევოლუციამ" კრახი განიცადა, რასაც მასობრივი შიმშილობა და მილიონობით (25 მილიონამდე) ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. რესურსების ნაკლებობის გამო და შიმშილობის შესაჩერებლად დაიწყო შეზღუდვების მოხსნა გარეული ცხოველების დაჭერაზე, ვაჭრობასა და კვებაზე.
ღამურები, რომლებიც მძლავრი ვირუსების დიდ მარაგს ატარებენ, ან თავად ხდებიან ვაჭრობის საგანი ან მათ მიერ დაინფიცირებული სხვა გარეული ცხოველები ხვდებიან გასაყიდ დახლებზე. გაყიდვამდე მათი უმრავლესობა ცოცხალია, შესაბამისად ისინი ახერხებენ ერთმანეთის და სხვა ცხოველთა დაინფიცირებას. ეს კი უკვე მუტაციის შესაძლებლობასაც იძლევა. მათთან კონტანქტის, მოკვდინებისა და საკვებად მირთმევის შემდეგ ისინი აინფიცირებენ ადამიანებსაც და შემდეგ იწყება ჯაჭვური პროცესი.
2002-2003 წელს უკვე გვქონდა ერთი კორონავირუსი (SARS), რამაც 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ისიც, ვუჰანის მსგავსად, ცხოველების ბაზარში გავრცელდა. დროებით დაკეტვის შემდეგ, 2004 წელს ბაზრები ისევ გაიხსნა და ახლა უკვე ახალი კორონავირუსის (COVID-19) სახით დაგვიბრუნდა.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გარეული ცხოველებით ვაჭრობას ჩინეთის მთავრობის წევრების ნაწილი და მათთან დაახლოებული პირები ლობირებენ და პროდუქციის მომხმარებელთა ნაწილსაც თავად წარმოადგენენ.
ესეც ვიდეო ანალიზი:
სად შეიძლება ვანხოთ დამატებითი ინორმაცია:
1. გამოჯანმრთელებულები და დასნეულებულები:
https://news.qq.com/zt2020/page/feiyan.htm#/ (ჩინური საიტი);
2. გამოჯანმრთელებულები და დასნეულებულები მსოფლიოში:
https://coronavirus-monitor.ru/ (რუსული საიტი);
3. გამოჯანმრთელებულები და დასნეულებულები მსოფლიოში:
https://www.worldometers.info/coronavirus/ (ინგლისურენოვანი საიტი);
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო საიტი:
http://stopcov.ge/წინა თემის ლინკი:
კორონავირუსი ეპიდემიის საფრთხეპირველი თემა:
ახალი კორონავირუსი This post has been edited by bigmaster on 11 Mar 2020, 15:51