ბევრჯერ გადავაწყდი ჩინეთის სტატისტიკას, სადაც გვეუბნევიან
რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების უდიდესი ნაწილი მწეველი არისო.
ზოგმა ეს სხვანაირად გაიგო, რამოდენიმე ადამიანმა მითხრა გაიგე მწეველებს არ კლავსო, ეს ინფორმაცია რატომ გაპიარდაა ამ კუთხით არ ვიცი, მაგრამ რეალობა სხვაა და ამაზე მინდა ვთქვა
რატომ არავის გაუჩნდა კითხვა, თუ რატომაა ჩინეთში დაიმფიცირებული ადამიანების უდიდედსი ნაწილი მწეველი ?
მისი მოხმარების წესი ხომარაა ნეტა დამნაშავე ?
გიფიქრიათ რამდენჯერ ეხებით თითებით თქვენს ტუჩებს ან ცხვირს მოწევის დროს ? ხვდებით რამხელა საფრთხეს შეიცავს დღეს მისი მოხმარება ? რა ინტერვალით ვეწევით საათი ? მოწევიდან მოწევამდე რას ვეხებით ვიცით ? ყოველი ღერი ახალი გამოცდაა, როდემდე უნდა ვიაროთ ბეწვის ხიდზე ?
მწეველებს მინდა მოგმართოთ, უმეტესობას გექნებოდათ მცდელობა თავის დანებების, სურვილი მაინც, ხომ არ დადგა დრო ასრულების ? უკეთეს მომენტს ვერც ვინატრებთ, დღეს კორონას ყველაზე ახლო მეგობარი თამბაქოა, რა გამოდის საკუთარ სიკვდილს ვაფინანსებთ ? ან ამ გაჭირვების დროს ჯიბის ვირთხა ვარჩინოთ ?
იტალიელმა აივნიდან იმღერა, ჰოლანდიელმა კოფიშოპის რიგი გაამაგრა, ამერიკელმა იარაღის, რუსმა კი არყის, ჩვენც ვიყოთ რაღაცით გამორჩეული, კარანტინის დარღვევა არაა ამ ქვეყნის სახე, მითუმეტეს მსოფლიო მედია გვაქებს.
ხალხმაც ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, დავუდგეთ ქვეყანას გვერდით, ყოველი მწეველი პოტენციური საფრთხეა ქვეყნისთვის
გავაზიაროთ ეს მიდგომა, მოდად ვაქციოთ, გადაივლის ეს ყველაფერი და ბევრისთვის საინტერესო ქვეყანა გავხდებით, სამაგალითოც კი