Tengiz@@მოკლედ თენგიზ, ხომ გახსოვს შეგპირდი ერთ მაგარ პლანეტაზე წაგიყვან მეთქი.. ხოდა კლეზე დაიკიდე ახლა ყველა საქმე, მაინც კარანტინია თან და წამომყევი.. ერთი ვარსკვლავი უნდა განახო ;დ
აქვე გაფრთხილებ, რომ გზა ძალიან შორია.. 165 000 სინათლის წელიწადი.. ვინაიდან სინათლის სისწრაფით მოგზაურობა ჯერ არ შეგვიძლია, მოგვიწევს ‘დედამიწური’ სიჩქარით წასვლა ;დ ანუ იმ სიჩქარით რაც ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის - 50 000 კმ საათში.. ეს კი ნიშნავს, რომ დანიშნულების ადგილზე ვიქნებით (ოღონდ არ დაიზარო ახლა ამის გამო) 4 მილიარდ წელიწადში! ამიტომ თუ ტუალეტში გინდა ახლავე შედი მერე იქ შუა კოსმოსში არ დამიწყო მეფსია-მეფსია გამიჩერეო..
კაი ხო, ნუ გეშინია.. ჰომალდზე კონსერვები მაქვს, ორნახადი ჭაჭა , 2 გასაბერი ქალი, 2 ჯოისტიკი და კომპი თავისი პესით და ფიფათი..რომელიც გირჩევნია .. და Manu Chao- The best , რომ არ მოვიწყინოთ.. მარა თუ ვაბშე ძალიან მოვიწყინეთ მაშინ შეგვიძლია ანაბიოზურ კამერებში დავწვეთ დასაძინებლად და რო ჩავალთ გამოვიღვიძებთ..

ჰა აბა მზად ხარ? გავცურეთ!






კაი სანამ ამბიოზიდან გამოხვალ და აზრე მოხვალ მალევე ჩაგაყენებ საქმის კურსში.. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მაგელანის დიდ ნისლეულში.. სადღაც აქ

ეს არის პატარა გალაქტიკა, ჩვენი ‘მილქი ვეის’ თანამგზავრი..მის გარშემო ტრიალებს სულ.. რაღაც ისეთ პონტში როგორც მთვარეა დედამიწისთვის.. და მაქსველი იყო იბრაჰიმოვიჩისთვის.. ბლიად, თენგიზ, მისმენ? გეყოფა დალევა, მომეცი ეგ ბოთლი.. არ გესიზმრება არა.. მართლა კოსმოსში ვართ.. მისმენ ვაბშე რას გიყვბები?
თენგიზა: კი კი გისმენ..მაგელანი, თანამგზავრი, იბრაჰიმოვიჩი..
კარგია.. ახლა კი თუ ილუმინატორში გაიხედავ დაინახავ ძალიან ბევრ ვარსკვლავს..

ეს არის ტარანტულას ნისლეული.. ზუსტად აქ მდებარეობს ის პლანეტა რაზეც გიყვებოდი და რის სანახავადაც მოგიყვანე..

თენგიზა: და რა არის ამ ვარსკვლავში განსაკუთრებული?
ყველაფერი თემგიზ, ყველაფერი..
დავიწყოთ: მასა/ სიმკვრივითროგორც წესი დიდი ვარსკვლავები უბრალოდ გავარვარებული გაზის გიგანტური შენაერთებია..


ავიღოთ მაგალითად -
VY Canis Majores
დიამეტრი:
დედამიწა - 12 700 კმ
მზე - 1 391 000 კმ
Canis Majoris - 2 000 000 000 კმხოდა.. თავის ამხელა ზომის მიუხედავად Canis Majoris მზეზე მხოლოდ
17ჯერ მძიმეა.. ხვდები ხო? მზეზე
1600 ჯერ დიდია მაგრამ მხოლოდ
17 ჯერ მძიმე!
2. ტემპერატურა.. თენგიზ წელს სად ისვენებდი ზაფხულში? ბათუმში? გიყურებ ზაგარი გაქვს.. იცი რატომ გაქვს ზაგარი? მზემ დაგწვა.. ჩუუ, არავის უთხრა ეს საიდუმლო..
ჩვენი მზე, რომელიც
1.4 მილიონი კმა დიამეტრით და ტემპარატურით -
5 000 გრადუსი, შეგწვა შენ რა მანძილიდან იცი?
150 მილიონი კმ!
და იცი რამდენია
150 000 000 კმ? გეტყვი.. მაგ მანძილის გასასვლელად აი მანქანით რომ იაღო
120 კმ საათში დაგჭირდება
144! მილიონი წელიწადი.. და ეს ყველაფერი მეფსია გამიჩერე, ბენზინის ჩასხმის, ჭამის, ძილის „მოდი ერთი ღერი მოვწიოთ მანქანაში არ ვეწევი-ს“ გარეშე.. გამოუღებლად კი არადა გაუჩერებლად რომ იარო
144 მილიონი წელიწადი.. ანუ მაგ მანძილიდან შეგწვა.. ახლა კი განახებ ჩვენი მზის მაგივრად რომ
R136a1 იყოს რა დაემართებოდა დედამიწას..

ახლა მზის მაგივრად ვსავთ R136a1-ს



და კიდევ ერთ დღეში ჩვენი პლანეტა უბრალოდ დაიწვება.. ისევე როგორც ყველა პლანეტა მზის სისტემაში.. და უკვე ვერც ტარაკნები გადარჩებიან და ვერც ინტერის ფეხბურთელები.. მხოლოდ იმიტომ რომ ტემპერატურა R136a1-ზე არის 50 000 გრადუსი! ათჯერ უფრო მეტი ვიდრე მზეზე..
3. სიკაშკაშე.. ამ ვარსკვლავის სიკაშკაშე
8 მილიონჯერ აღემატება მზის სიკაშკაშეს და
24 ჯერ ნაკლებია დელ პიეროს სიკაშკაშეზე სანამ დელ პიერო ტრავმას მიიღებდა.. აი იკაიფე.. ტუალეტში 1 ნათურის მაგივრად 8 000 000 ნათურა რომ გქონდეს ;დ
აი, ასეთი ვარსკვლავია
R136a1..
ხოდა რას მოვაყლე ანუ ეს ყველაფერი , თენგიზ.. რატომ წამოგიყვანე ამ მოგზაურობაში.. მინდოდა მენახებინა რა ‘მაინდ ბლოუ“ რამეა ჩვენი სამყარო.. და ყველაზე ბოლო რასაც უნდა დავუთმოთ ამ რეალურად სასწაულ ცხოვრებაში არის სხვების ტვინის ტყვნა.. და ზანუდად ყოფნა.. ამიტომ როდესაც ადამიანი გეუბნება ხოლმე , რომ გამანებეო თავი - გაანებე რა ;დ კლეზე დაიკიდე.. ცხოვრებაში გაცილებით მეტია გასაკეთებელი და დასაფიქრებელი ვიდრე ზანუდად ყოფნა.. აღარ #####ნა ხოლმე ხლხს ტვინი და კიდევ ვიმოგზაუროთ ხოლმე კოსმოსში.. განახებ კიდევ სხვა პლანეტებს და იმ საოცრებებს რაც უკვე აღმოვაჩინეთ და კიდევ რამდენი გვაქვს აღმოსაჩენი... ხო და აქვე ბარემ.. თუ კი ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, დამიჯერე მას ძალიან კლეზე ეკიდება შენ ხორცს სამშაბათს შეჭამ, პარასკევს თუ კვრიას ;დ just think about it ;დ
Liberté, égalité, fraternité...