არაფერი ნიუსი არ იდება და
ის ვიდეობი კი დავდე, მაგრამ რა მოხდა იქ არსად არ წერია
პ.ს.
ეს ნიუსი ვნახე წეღან.... მაგრამ ქავთარაძეზე რა მოხდა არსად არ გაკეთებულა კომენტარი რამე
ხასო ხანგოშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მისი სახლი სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს.
ხანგოშვილი მისი სახლის ჩხრეკას დღეს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირებს.
„ძალოვნები იყვნენ, უბრალოდ მოვიდნენ, დაათვალიერეს, თავიანთი საქმე გააკეთეს და წავიდნენ. თქვენი ნაცნობი ჩეჩენი დაკავებულია და ამასთან დაკავშირებით გვინდა, რომ ვნახოთო. კი ბატონო, მობრძანდით ნახეთ-მეთქი. ნახეს და წავიდნენ. ეს არის და ეს, მე მეტი არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ კუთხით. ვერაფერი ნახეს, აქტი შეადგინეს და წავიდნენ“ , - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
როგორც უხუცესთა საბჭოს წევრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის დროს დაკავებული მისი ნაცნობი იყო, რომელიც მის სახლში წინა დღეს იმყოფებოდა.
„კი ვიცნობ, ნაცნობი იყო მოდიოდა, წინა დღით იყო აქ, უბრალოდ ვისაუბრეთ, ნაცნობი იყო და წავიდა აქედან“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...xreka-chaatares