მოკლედ, გიზიარებთ აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლის რუტინას, რომელმაც ისე დამიმშვიდა სახე, რომ მგონი ვეღარ ვცნობ ჩემს კანს

)
ხო,.კვებაც მაქსიმალურად მოვაწესრიგე.
ძალიან აქტიური აკნე არა, მაგრამ აქა-იქ სულ ამომდიოდა ჯემალები, მერე ლაქებად მრჩებოდა დიიიდ ხანს, თვეები.
ასევე დეკოლტეზე დამეწყო და ზურგზე.
რას ვაკეთებ:
ვიბან ალკმენეს ჩაის ხის დასაბანი გელით დილა-საღამოს;
პირსახოცით არ ვიმშრალებ სახეს, არამედ ერთჯერადი ქაღალდის ხელსაწმენდით;
ვიწმენდ ბიოდერმას ტონიკით (ცხიმიანი კანისთვის, მწვანე); ალკმენეს ტონიკიც კარგი იყო.
ვისვამ ორდინარის შრატს, ნიაცინამიდი 10, ცინკი 1 (ძალიან ეფექტურია, ერთ გერში მოჰყავს კანი და ლაქებს აუფერულებს ნელნელა);
ბოლოს ვისვამ ისისფარმას თინ დერმ კ-ს.
კვირაში ერთხელ მსუბუქ პილინგს ვიკეთებ ტიანდეს პილინგით (ორდინარის პილინგი გადავდე შემოდგომისთვის).
ჩემ შემთხვევაში მარტივი და ეფეტიანი აღმოჩნდა ეს რუტინა.
დეკოლტე და ზურგიც იგივე, მინუს ისის ფარმა.
სამომავლოდ ავენით მინდა ისისი ჩავანაცვლო, რა მოხდება მაინტერესებს.
ასევე ვფიქრობ მკვებავი დამჭირდება საღამოს მაინც, არ ვიცი, რომელი ჯობს ასეთ შემთხვევაში (31 წლის ვარ).
ჰო, აქვე კითხვა:
დასაბანი გელით სახის დაბანის დროს თვალებსაც იბანთ თუ თვალს ცალკე? მაკიაჟს არ ვიყენებ. ლაინერი მხოლოდ და პუდრი. ხოდა ლაინერს თვალის რძით ვიშორებ, დაბანით კიდე ეს ალკმენეს გელი ცხადია მბანს თვალსაც

) მერე ვიტენიანებ. რამეს ვაშავებ?
და კიდე - ნიღაბი მინდა ჩავრთო კვირაში 1-ხელ და ლოკოკინას ნიღბები კარგია? პირადი გამოცდილებით რომელს მირჩევთ?
“I am not sure that I exist, actually. I am all the writers that I have read, all the people that I have met, all the women that I have loved; all the cities I have visited.”
ვინ უდარაჯებს დარაჯებს?