#56539072 · 12 Jul 2020, 03:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა თორნიკე,
იმდენი "სიბრძნე" დაიწერა შენი გადასვლის გარშემო, რომ ცოტა არ იყოს გითანაგრძნობდი კიდეც და ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი აზრი გამომეთქვა და არც ვიზამდი ამას, პასუხი რომ არ დაგეწერა დღეს, მაგ პასუხიდან გამომდინარე შენ ან არ გესმის რაშია პრობლემა, ან არ გინდა დაინახო, ოღონდ ამ ორიდან ერთია - მესამე არ არსებობს.
ჰოოდა გავბედე რომ გითხრა ჩემი აზრი, ასე რომ ვახსენოთ ღმერთი (აი ის, რომელიც მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე შენთანაა გგონია) და დავიწყოთ:
QUOTE | პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდგა და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომეცემა საშუალება პირადადაც გადაგიხადოთ მადლობა! |
თოკო შენ ალბათ არ იცი, რომ ამ დღეებში ბევრმა ისეთმა ადამიანმაც გამოხატა შენდამი მხარდაჭერა - აი სახელის ხსენებაც რომ "ტეხავს", იმედია რომ ეს არ იცოდი ან არ გიფიქრია და მათთვის მადლობის თქმას მართლა არ აპირებ.
QUOTE | დასაწყისშივე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ განცხადებას არ ვაკეთებ იმისთვის, რომ ვინმესთან თავი ვიმართლო. რთულია ავუხსნა იმ ადამიანს რაიმე როცა, არაფრის მოსმენა არ სურს და მისი დაფიქსირებული აზრის შეცვლას არც კი განიხილავს. |
არ გჭირდება ჩვენთან თავის მართლება გენაცვალე, მთავარია შენს თავთან იყო მართალი, ძილის წინ რომ დოჩანაშვილის "ის ერთი წუთი" დაგიდგება მაშინ.
QUOTE | ვერ ავუხსნი ამ ადამიანს თუ რა შეგრძნება მეუფლებოდა როცა 10-11 წლის ვიყავი და საქართველოს ნაკრების თამაშზე აჟღერებული ჰიმნის დროს ტრიბუნებუნიდან თვალებ დახუჭული ფეხზე ვიდექი და ჩემი თავი მოედანზე მოთამაშეებს შორის წარმომედგინა. |
არც მაგის ახსნა არ არის საჭირო თორნიკე ძმაო - ეგ კი გვჯერა, შენ ის როგორ უნდა ახსნა: რა შეგრძნება გექნება როდესაც შენს თამაშს პუტინი, მედვედევი, ლავროვი, ჟირინოვსკი ან გენერალი ხრულევი დაესწრება და "დავაი ტოკო ვპერიოდ"-ო რომ დაგიძახებენ? არადა რომ დაესწრებიან ხომ ვიცით ყველამ? შენ ხომ რუსეთის N1 გუნდის არცთუ მეორეხარისხოვანი მოთმაშე იქნები? ან როგორც იწერები: ევროლიგა თუ მოიგე "ცეესკა"-სთან ერთად და მოსალოცად პუტმედი მოვიდნენ, რას იზამ ხელს არ ჩამოართმევ და "აფხაზეთი და სამაჩაბლო დააბრუნეთ თქვე ჩმორებო"-ო ეტყვი?
გიფიქრია ამაზე? და თუ არ გიფიქრია, ესიგი შენ მართლა გგონია, რომ მარტო კალათბურთის სათამაშოდ გეძახიან იქ?
QUOTE | ვერც იმას ავუხსნი რამხელა სიხარული და ბედნიერება განვიცადე სულ რამოდენიმე დღის წინ როცა ესპანეთის ჩემპიონი გავხდი და მომეცა შესაძლებლობა ქართული დროშა ამეფრიალებინა! ვერც იმას მიხვდება, რომ ევროპის ერთ ერთ საუკეთესო გუნდში გადასვლით მეტი მოგების შესაძლებლობები მომეცემა რაც მეტი ჩვენი დროშის ფრიალს ნიშნავს. |
გილოცავთ თოკო - გვიხარია მართლა, დედასვფიცავარ შენი და ზაზას გამო დავიწყე კალათბურთის ყურება, მაგრამ რას გვეუბნები მაგ სიტყვებით ახლა? "ცეესკა"-მ რომ ევროლიგა მოიგოს მოსკოვის ქუჩებში ხუთჯვრიანი დროშით ირბენ? შენ თვითონ თუ გჯერა ახლა მაგის? ან ჩვენ რად გვინდა ეგ თოკო? ასე არ ვაფრიალდბდით "გრუზიის" დროშას 70 წელი კრემლის დროშის ქვეშ? არა, არ გვინდა იგივე ჯიმა, სხვა რამე გვინდა... საქართველოს დროშის ფრიალი კი არაა მთავარი - არამედ თავისუფალი საქართველოის დროშის ფრიალი, კი ერთი სიტყვაა განსხვავება მაგრამ მის გარეშე ფასი არ აქვს არაფერს თოკო!
QUOTE | ვერც იმას გაიგებს თუ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ევროპის ერთ ერთი საუკეთესო გუნდი პატივს ცემს ჩემს პატრიოტიზმს და შესაძლებლობას მაძლევს ნაკრების ყველა თამაშზე ჩამოვიდე ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად გამარჯვებისაკენ. |
რას მელაპარაკები? და ევროპის რომელიმე სხვა საუკეთესო გუნდი დაგიშლიდა მაგას? მაინცდა მაინც "საოკუპაციო არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი" იყო საჭირო ამისთვის? თან არ იცი შენ ეტყობა თორემ: მაგენი ისე სცემენ პატივს მოსკოვის დაკრულზე მოთამაშე ქართველების პატრიოტიზმს, რომ მერე სულ აქეთ გვიგზავნიან "ჩვენი ქვეყნის წინ წასაწევად"... და "ტფილისის თავზე წითელი დროშის ასაფრიალებლად"...
QUOTE | და ვერც იმას ამიხსნით მე თუ რამხელა ტკივილია როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩვენ გმირებს კარგავს, იმიტომ რომ მე ამის ახსნა არ მჭირდება, ეს მე კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ თქვენც კარგად იცით, რომ მე ეს ვიცი. |
ბოდიში მაგრამ მანდ ჩვენ რა უნდა აგიხსნათ თორნიკე? მემგონი შენ უნდა აგვიხსნა აქეთ: იმ გმირების დახოცვის ბრძანების გამცემები რომ დაჯდებიან შენს თამშზე და "დავაი ტოკო ვეპრიოდ"-ო რომ დაგიძახებენ და შენ მაგათ დაძახებულზე ირბენ წინ და უკან, ეგ ამბავი როგორ იქნება? ან მოგების მერე რომ მოსალოცად მოვლენ და შენ ხელი რომ უნდა ჩამოართვა და ჩაეხუტო. ამის მერე როგორიღა უნდა ოყოს ჩვენი ძმობა??? ან მაგალითად საქართველოში რომ ჩამოხვალ და იმ გმირების საფლავებთან მიხვალ, რას ეტყვი? "თქვენ დახცვას რომ ამართლებდა (და დავალებას აძლევდა) ის ხალხი გავახარე, მაგრამ თქვენ მაინც პატივს გცემთო?" გიფიქრია რამხელა სირთულეა მარტო ამ მომენტშ ? და გგონია რომ "პოლიტიკის და სპოორტის არ არევის" ლოზუნგი უშველის მაგას? არ მითხრა ახლა, რომ მაგ გმირების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მოსკოვზე უკეთეს ადგილი ვერ ნახე, ვერ დაგიჯერებ მაგას... ხოლო თუ ეს გემსის მაშინ ის სიტყვები რისთვის დაწერე რაც დაწერე???
QUOTE | კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე, თორნიკე შენგელია, ვიყავი, ვარ და ვიქნები ქართული სულის მატარებელი ყველგან სანამ სული მიდგას და ამას ვერ შეცვლის ვერც ერთის გაკეთებული კომენტარი თუ განცხადება! |
შენ არ გეწყნოს თოკო ვინმეს კი არ გადარებ, მაგრამ სანამ ზემოთდასმულ კითხვებზე პასუხი არ გექნება: ჯერ ერთი ეგ შენი სიტყვები ლოზუნგია და მეტი არაფერი. და მეორეა კიდე, ეგრე შაჰ-აბაზიც იძახოდა "ბებია ქართველი მყავდა და ქართული სული მაქო", მაგრამ რა გვიქნა კი იცი და სტალინზე და co.-ზე აღარ მოვყვები ახლა კიდო... კიდევ ერთხელ: ჯვარი გწერია არ გადარებ არცერთს, მაგრამ მეტი ფიქრი გჭირდება ჯიმა... კალათბურთში კი არა კიორლინგში საქართველოს ნაკრების კაპიტნობა - სხვა დონეა უკვე  გადასულიყავი მანამდე, გაზრდილიყავი რუსეთში პროფესიონალად, მაგალითად თუნდაც რობერტ მშვიდობაძესავით და არ გეტყოდა არავინ საყვედურს, მხოლოდ შენი გვარი "გვეტკინებოდა" ცოტათი, რადგან ჩვენს ბედუკუღმართ ისტორიას გაგვახსენედა მაინც იგი. მაგრამ ახლა ხუთჯვრიან მეომართა მეთაური მიდიხარ... და მიდიხარ რომ ცხინვალის, სოხუმის, ფოთის, სენაკის, თბილისის... დამბომბავი არმიის გამარჯვების დროშა ასწიო მაღლა... ასე რომ მარტო შენ აღარ გეხება ეგ ამბავი, კარგად დაიმხასოვრე ეს თორნიკე ბატონო! QUOTE | ყველაზე მშვიდად გავივლი ამ განსაცდელს, იმიტომ, რომ ჩემს გვერდით ღმერთი დგას. მხოლოდ მის წინაშე ვარ პასუხის მგებელი და მან კი ნამდვილად იცის თუ ვინ ვარ მე. |
გეუბნები არ გაქვს ნაფიქრი და არ იცი რაზე აწერთქო ხელს! რომელ განსაცდელს გაივლი თოკო ღმერთთან ერთად? ნუთუ შენ მართლა გგონია, რომ მთავარი განსაცდელი ისაა ქართველები რომ გლანძღავენ ფეისბუქზე... და ეს თუ გადაივლის, მორჩება ამით ყველაფერი? არადა მთავარი მერე რომ დაიწყება, გიფიქრია მაგაზე თოკო? მთავარი, როცა შენ ითამაშებ და იცხოვრებ მოსკოვში, გახდები ცნობადი სახე, მოგიწვევენ გადაცემებში, დაგსვამენ სხვა ცნობად სახეებთან ერთად... მაგალითად: აფხაზეთში და სამაჩაბლოში რომ გვებრძოდა ისეთებთან, ან მათ რომ ამართლებდა, ან დავალებებს რომ აძლევდა, ან ჩვენ ბიჭებს რომ ხოცავდა... ან უბრალოდ აფხზეთს და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რომ აღიარებენ ისეთებთან - და ეს სულ ცოტა! ხოდა რას იზამ ბიძიკო? გმირულად იბრძოლებ და შეეწირები? არ გამოგივა ეგ და არც ჩვენ არ გვინდა შენგან მაგხელა გმირობა. ბოლო 100 წელი ერთეულებმა მოახერხეს მაგი.... ხოდა ამის მერე დაფიქრდი აბა და მიპასუხე, ამის მერე რომელი ღმერთია შენს გვერდით თოკო? მამლის მესამე დაყივლებამდე 3-ჯერ რომ უარჰყვეს? იფიქრე ამაზე. გაიგე ახლა: რატომ გადაიხადეს გავრილოვის ღამის წლისთავზე რუსებმა არასაბაზრო ხელფასი შენში? გაიგე ახლა: რა განსხვავებაა პადმასკოვიაში სტროიკაზე მომუშავე სიმონ ღობეგლეჯიაშვილს ან პიტერში პროფილაქტიკის მუშა ძუკუ მალაზონიასა და ჯვაროსანთა მეთაურ თორნიკე შენგელიას შორის? ყველას გვესმის თოკო, რომ შენ ამაზე თუ უარს იტყვი - ამით იმხელა თანხაზე ამბობ უარს, რასაც სხვა გუნდები არ გადაგიხდიან არასდროს, კი შენ ძალიან დიდი ფულზე უნდა თქვა უარი! და რომ დიდად არავინ არ დაგიფასებს ამას, ჰა ჰა ჯიგარი ქართველები გეტყვიან მადლობას და დალევენ შენს სადღეგრძელოს შიგადაშიგ. მაგრამ მეტი რა გინდა კაცმა რომ სთქვას ისე? რა დაფსება გჭირდება ამაზე მეტი, ან საერთოდ რაშ გჭირდება სხვისი დაფასება? დავიჯერო სასიკვდილოდ თავგადადებული 300 არაგველი ან ცოტნე დადიანი ამაზე მეტს ელოდნენ რამეს? არამგონია... ღმერთმა 100 წელი გაცოცხლა, მაგრამ ამ სოფელს როცა დატოვებ, ამბობენ რომ რამოდენიმე წუთით "უსათვალოდ" დაინახავ ყველაფერს ადამიანი. ჰოდა თუ იმას იზამ რასაც მე გეუბნები: მაშინ, ის რამოდენიმე წუთი გული აღარ აგერევა იმ მილიონებზე რომელსაც იქით მაინც ვერავინ წაიღებს თოკო... არ გვინდა ქართულ-პატრიოტული, ჩემი თუ არ გჯერა სტივ ჯობსის ბოლო სიტყვები წაიკითხე ჯიმა .... ხო,... იყო ერთი თიკა, რომელსაც შეეძლო თინათინი გამხდარიყო, მაგრამ ის "წინაჩქა"-დ იქცა, ან ქეთი რომელსაც შეეძლო ქეთევანი გამხდარიყო, მაგრამ მან "კეტა"-დ ქცევა ისურვა... მათაც ალბათ ჰგონიათ დღემდე, რომ მათი განსაკუთრებული ნიჭს გამო აფასებენ რუსები, მაგრამ ჩვენ გვგონია რომ სხვა რაღაცაშია საქმე.... ასე რომ არ გინდა ჯიმა... არ ჩაიცვა ეგ მაისური... ხარ თოკო და გახდი თორნიკე, ნუ გახდები ტოკო... იქიდან აღარაა უკან გზა... განსხვავება არ არის მხოლოდ ერთ ასოში... განსხვავება პატარა მაგრამ გაუტეხელი ერის ათიათასწლოვან ისტორიაშია... ამ ისტორიას პიროვნებები ქმნიდნენ... და შენ ჯერ კიდევ შეგიძლია მის შემქნელებში ჩაეწერო, უფრო მეტადაც კი ვიდრე აქამდე შეგეძლო, ხო, დიდი ფული ვახსენე ზევით და ამბობენ რომ არც ოცდაათი ვერცხლი იყო ცოტა ფული მაშინდელი კურსით.... რა იცი თორნიკე: იქნებ ამას გიმზადებდა სწორედ არსთაგამრიგე? რადგან არ არსებობს განსაცდელი რომლის გამარჯვებად ქცევაც არ შეიძლება... მთავარია "იყოს ნება შენი" ... This post has been edited by Data_TuTashxia on 12 Jul 2020, 06:53
--------------------
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას ...© კ. გამსახურდია სიცილი მონის უკანასკნელი ბასტიონია. © ნიცშე.
|