გეიტსმა რამოდენიმე დღის წინ ინტერვიუში თქვა რომ კორონავირუსის მერე მომავალი ვირუსი მალევე დაგვატყდება თავს
"იმედი მაქვს რომ დღეიდან 20 წელიწადში მოხდება ეს თუმცა აუცილებელია ვივარაუდოთ რომ 3 წელიწადშიც კია მოსალოდნელი"
"მიზეზობრივი ალბათობა არსებობს იმისა რომ ასეთი რამ 10-15 წელიწადში ისევ მოხდება"
მისი ვარაუდით ცხოვრებაც იგივე აღარ იქნება წლობით გეიტსი ვარაუდობს რომ სამსახურებში ფიზიკურად მისვლა 50%-ით დაეცემა ხოლო სამსახურობრივი მიზნით მოგზაურობა 30%-ით
"თუმცა შემდეგი ეპიდემია ნაკლებად მომაკვდინებელი იქნება რადგან უკვე გამოცდილება გვაქვს"
მისი თქმით ერებმა უნდა დანერგონ "დაავადებების თამაშები" ანუ მოდელირებული საგანგებო მდგომარეობის სცენარებით ვარჯიში და თუ ეს მოხდა ყველა ქვეყანა სამხრეთ კორეასავით ან ავსტრიასავით წარმატებული იქნება სადაც სწრაფი ტესტირება და კარანტინი ქონდათ
"ჩვენი ტესტირება გაცილებით უკეთესი იქნება და ასეთი სულელები აღარ ვიქნებით შემდეგში"
ბილ გეიტსი ამერიკაში რანგით მეორე ფილანტროპისტია და დღეისათვის 28 მილიარდ დოლარამდე აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში
2000 წელს გეიტსმა მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა და მას შემდეგ ცხოვრების უმეტეს ნაწილს გლობალური პრობლემების გადაწყვეტას ახმარს ორ ძირითად სფეროში - განათლება და ჯანდაცვა მისი ფონდი ძირითადად ყველაზე ღარიბ ქვეყნებზე მუშაობს
გეიტსის მიზანია მისი ქონების 95% ქველმოქმედებას მოახმაროს
გეიტსის ფონდის მსოფლიო ჯანდაცვის სფეროს დივიზია წლობით მსოფლიოს მასშტაბით მალარიისა და შიდსის დაავადებების მთლიანად აღმოფხვრაზე მუშაობს
კორონავირუსის გავრცელების მერე გეიტსის ცნობილი 2015 წლის ვიდეო პოპულარული გახდა სადაც გეიტსი მსოფლიოს აფრთხილებდა რომ გლობალური ეპიდემიისთვის მზად არ ვიყავით მაშინ ტედ თოქის ვიდეო პრეზენტაციაში გეიტსმა თქვა
"თუ რაიმე შეიწირავს 10 მილიონ ადამიანს მომავალ ათწლეულებში ეს იქნება არა რაკეტები არამედ მიკრობები"
https://en.as.com/en/2020/11/24/latest_news...590_532670.html