სამი გვერდის მეტი ვერ წავიკითხე.
ესეთების კითხვა აღემატება ჩემს შესაძლებლობებს.
ბევრჯერ მაქვს უარი ნათქვამი სხვადასხვა მიზეზების გამო.
დავიწყო???
ძმაკაცის უმცროსმა ძმამ ტვინი გამომაცალა.
ვიღაცას აეკიდა და სექსზე თანახმა არისო.
მერე მე რა შუაში ვართქო?!
მანქანა გაქვს, წამო რა და დაქალსაც წამოიყვანს, პურმარილს მე ვკისრულობ, ჩვენთან ავიდეთ აგარაკზეო.
ბიჯო, ვინმე უშნო არ მაათრიოს, თორემ ვერ გადამირჩები.
წამიყვანა ვარკეთილის მეტროსთან, აქ მოვლენო.
"თავისუფალი" ვარ მაგ დროს, არავითარი ცოლი და "საბავშვო ბაღი" კიდევ სახლში.
როგორც იქნა "მოიდნენ".
არ არის ცუდი შესახედი, ჯდება ჩემს გემოვნებაში.
ლამაზია და შტერის გამომეტყველება ბოლომდე არა აქვს.
ხმას არ ვიღებ.
მოვიქოქეთ და ავედით აგარაკზე.
გზაში არ ჩერდება, ტვინი წაიღო.
ასვლა იყო და ესენი დაეტაკნენ ერთმანეთს და საძინებლიდან აღარ გამოდიან.
ამ დროს დავანთე ბუხარი და სუფრის გაწყობა დავიწყე.
ეს "საჩემო" გოგო ზის, მიყურებს და ქაქანებს გაუჩერებლად.
მუნჯი ხარო?!
მორცხვი ვარ, კომპლექსები მაწუხებს, თბილისელ გოგოებთან მიჭირს ურთიერთობა, სოფლელი ვარ.
შევიცვალე კილო და ველაპარაკები გორულ-ხაშურულ დიალექტზე.
მეთქი მაგარი გოგო ხარ, თან თბილისელი ყოფილხარ.
ვერ ვერკვევი ქალაქში, ვარკეთილი სად არის მეთქი?!
ვახ და ჰოო, ეტყობა ქალაქის ცენტრია ეგ უბანი.
რასა "ფიქროფ", გამოგვივა რამეი კრაოტში???
მე ვერ გაგიბედამ, უარზე ვაარ.
რა მჭირს შენი დასაწუნებელი შე გაგრიაო.
წამო და ხმა არ ამოიღო მაგ დროსო.
ეშველათ და გამოვიდნენ ისინი.
მიყურებს და ჩემს მეგობარს მიახტა, საიდან მოძებნე ეს სოფლელი, გაგებაში არ არისო.
მომიტრიალდა და რა უქენი ამასო?
არაფერი, ვზივარ ჩემთვის და ვუსმენ, თან არაყს გეახლები და მწვადს ვწვავ ბუხარში.
ეგე, ერთი ბოთლი გამოვცალე "ჩემ წილათა, ჰოოდედა ესეცა სვაანს".
ვინ არის სოფლელი შე მართლა შტერო, მეხუთე თაობის თბილისელია, გეკაიფება, იმიტომ რომ ტვინი გაუღუნე.
ახლა ის დამუნჯდა.
წამო მეთქი საძინებელში, ჯარის ამბები უნდა მოგიყვე.
რაც იმას დეემართა ჯერ იქა და მერე გზაში, გაშოროთ ყველას.
This post has been edited by elchi on 5 Dec 2020, 15:34