კი. მართლმადიდებელი ქრისტიანი, სასულიერო სემინარიის წარჩინებული სტუნდენტი გახლდათ.
უფრო მეტიც, მას მღვდლობა სურდა. ის ემსახურებოდა უფალს.
თუმცა მან საკუთარი ოცნების რეალიზება ვერ მოახერხა. რა მოხდა მერე... რა სახის სულიერი
ტრანსფორმაცია გაიარა იოსებ ჯუღაშვილმა კომუნისტური პარტიის რიგებში შესვლის შემდეგ?
ჩვენ ვიცით, რომ ის არასოდეს ყოფილა ათეისტი, მას სწამდა მთელი ცხოვრების მანძილზე...
მაგრამ რისი სწამდა სტალინს?
***
ბრმა ვანუშას ისტორია(ნამდვილი ამბავი)
მას სოფელში ასე უძახდნენ: "ბრმა ვანუშა." ხანშიშესულები, მისი თანამედროვენი იხსენებდნენ მისი ახალგაზრდობის ამბებს.
ვანუშა სადღაც 23 წლამდე ახალგაზრდა ყმაწვილი იქნებოდა, როცა კომუნისტური პარტიის სასიქადულო მსახური გახდა.
ეს არის პერიოდი, როცა რეჟიმი მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ტაძარს განსაკუთრებული სისასტიკით არბევდა, აწიოკებდა.
მან რამოდენიმე პირთან ერთად მიიღო დავალება, რათა წმიდა ტაძარი, ერთ-ერთი უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლი
საქართველოში - მისივე სოფლის სალოცავი აეოხრებინა.
ახლადულვაშებშეღერილმა ყმაწვილკაცებმა
გეგმის გადაჭარბებით მოიყვანეს სისრულეში პარტიული დავალება ვანოს მეთაურობით.
ჯგუფური მკრეხელობის აქტით გამოწვეული თვითკმაყოფილების განცდის განსამტკიცებლად, "რიტუალის" ბოლო აკორდად ვანუშამ
მარიამ ღმრთისმშობლის ფრესკას, რომელიც ტაძრის გუმბათზე იყო გამოსახული პისტოლეტით ტყვიები დაახალა და ორივე თვალი დაუხვრიტა.
პარტიის იდეოლოგიის ერთგული მსახურების სანაცვლოდ კომუნისტურმა რეჟიმმა თავგასული, უმეცარი ახალგაზრდა ჩინის მომატებით წაახალისა.
რა გაგრძელება ჰპოვა წმიდა ტაძრისა და წმიდა ხატის შებილწვის ამ მკრეხელურმა, შოკისმომგვრელმა ისტორიამ?
გავიდა სულ რაღაც ერთი ან ორი თვე და აბსოლუტურად ჯანმრთელი, ენერგიით სავსე ყმაწვილი - ვანუშა დაბრმავდა.
მის ეზოში ერთ ბოლოს ერთი პალო იყო ჩასობილი, მეორე ბოლოში - მეორე პალო, მაკავშირებლად მავთული იყო გაბმული.
დარჩენილი არსებობა ასე გაატარა. მავთულზე მიბმულს, როგორც ძაღლს, შეეძლო მხოლოდ გადაადგილება...
ვანუშამ იცოცხლა დიდხანს, 100 წლამდე, იყო ჯანმრთელი მაგრამ დარჩა ბრმად. გარდაიცვალა სიბერით.
***
შენიშვნა: ჩვენი აღქმის 80% მოდის მხედველობაზე. თუკი ადამიანი დაბრმავდა, მხედველობის ნაცვლად "იხსნება" აღქმის სხვა ორგანოები.
ძირითადად სმენა იღებს საკუთარ თავზე დეფიციტის შესავსებად და დასაბალანსებლად ამ ფუნქციას. ვერ ხედავს მაგრამ სმენის რეცეპტორები
გაათმაგებულად მუშაობს, ამიტომ ადამიანი რომელმაც დაკარგა მხედველობა, მაინც ახერხებს გარემოში ორიენტირებას.
ბრმა ვანუშას შემთხვევაში ასეთი რამ არ მოხდა: ის ვეღარ ხედავდა, მაგრამ ვერც სმენამ უშველა.
This post has been edited by Катеньки on 24 Dec 2020, 12:22
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.