მეორე კვირაა გავყიდე E90 და ზუსტად მაგ პონტში ვარ. 6-მდე მაქვს ფული და ვერაფერი მოვიფიქრე.
სედანიც წავა, სავი, ჰიბრიდიც, ბენზინიც, წვაც 15-მდე იყოს.
რაც ამ ფასშია ბევრია არ მომწონს, რაც მომწონს 7-7.5 მაინც უნდა (ვთქვათ სუბარუ XV) და ისიც ისეთი დალეწილები და აწყობილებია ვინს რომ ვნახულობ, გული აგერევა

რაც კაია ისტორიითაა 9 და მეტი უნდა
მოკლედ ჩავუჯდები ამ თემას იქნებ რამე ისეთი გირჩიონ რაც მე გამომრჩა.
პ.ს. მე გერმანულებისკენ აღარ გავიხედები, ძალიან დაბალი გარბენით ნაყიდმა და ზედ გადაყოლილმა BMW-მ მაინც გამაწამა და 300 გარბენიანი და ძალით შეწებებული რა იქნება წარმომიდგენია.
ხოდა გამძლეობით მეტ ნაკლებად რაც ვუყურე და წავიკითხე განხილვები ალბათ ესენი
სედანები:
სივიკი 2010-2014 (არაჰიბრიდი, ჰიბრიდს ინვეტორი აქვს რომელიც 1000$ ღირს თუ გაგიფუჭდაო, თან წილებიც ცოტა ჭირს მგონი გარე)
ლექსუს is250 250 2008+
ქემრი 2012 (ალბათ ჩამოყვანით შეძლებ მაგ ფასში)
სავი/კროსოვერი:
CRV მესამე (ცოტა მაღალი გარბენით ან ბიუჯეტ პაკეტი)
Outlander 2009-2010 3.0 (ბევრს წვავს, საშინელი სალონი)
Outlander სპორტ (ცოტას დამატება მოგიწევს, პატარაა)
Ford Escape Hybrid (მოძველებული დიზიანი)
RAV4 (ძაან ძველი წლოვანების ალბათ 2007-2008? )
ფორესტერი-აუთბექი 2010 (ვიდზე თU არ გაქვს პრობლემა)
სუბარუ XV/კროსტრეკი (პატარაა + ამ ფასში არ მოდის ალბათ, დამატება გიწევს)
This post has been edited by Bizzy on 29 Jan 2021, 21:11