#57604835 · 6 Mar 2021, 23:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Lekso-Dav
QUOTE | თქვენ ახალი ჩასული ხომ არ ხართ გერმანია - ავსტრიაში ასე ლამაზ ფერებში რომ გეჩვენებათ ყველაფერი |
რატო "მეჩვენება", ლამაზი და ფანტასტიურია გერმანია/ავსტია, აღმოსავლეთ ბერლინის გარდა. ოღონდ ვერ გავიდე, მორალის კითხვას და ჭკუის სწავლებას გვიპირებ, ასეთი ფრაზით რო იწყებ პასუხს?
QUOTE | იმაზე რას იტყოდით რომ გადასახადები 40-45% |
რას ვიტყვი და სულ ცალ ფეხზე მკიდია რამდენია გადასახადი, მე წლიურ ხელფასს რო მეუბნებიან, მივდივარ tax calculator-ზე და ვითვლი რამდენი იქნება ნეტტო ხელფასი. და ეგ 40-45% არა მარტო გადასახადია, ეს არის გადასახადი+სოციალური გადახდები+სამედიცინო დაზღვევა.
QUOTE | იმ დარჩენილიდან რაც ხელზე იღებ კიდევ ნახევარი წავა ბინის ქირაობაში |
მიუნხენში 30% მიმდიოდა, ვენაში 20%. ნეტტო ხელფასიდან. მიუნხენში ვცხოვრობდი ბოგენხაუზენში, ვენაში ვცხოვრობ მე-3 რაიონში ჰუნდერტვასერხაუზის გვერძე, ანუ ძალიან ნორმალურ რაიონებში, და არა 1 საათი ს-ბანით სავალში ქალაქიდან. ვენაში ჩათვალე ფალიაშვილზე ვცხოვრობ პარკის გვერძე.
QUOTE | ბინის/სახლის ყიდვა მიუნხენში |
უაზრობაა, უაზროდ ძვირია, რაც იყო ერთერთი მიზეზი ჩემი მიუნხენიდან წასვლის
ორჯერ უფრო იაფია, ანუ იფოტეკაში გადაიხდი ქირის ფასს, ნუ თუ ძალიან ფოი-ფოი პენტხაუზი არ მოინდებე მარიახილფერზე. ზუსტად მაგით ვარ დაკავებული, ვეძევ სახლს რო ვიყიდო. ბინა არ მინდა, სახლი მინდა.
QUOTE | კრედიტი რო აიღო მთელი ცხოვრება უნდა იხადო |
და რა პრობლემაა მერე? ან ქირას იხდი, ან იფოტეკას. გინდა სხვაგან წასვლა - აქირაბებ შენ უძრავ ქონებას და მიდიხარ. ან ყიდი, ყოველთვის უფრო მეტს აიღებ სახლში და ბინაში, ვიდრე გადაიხადე. იფოტეკა 0.9-1.5%...
QUOTE | საქართველოში კი ადვილად ერთი ხელის მოსმით იყიდი ბინას ან სახლს |
სახლიც მაქვს საბურთალოზე, და ბინაც პლატოზე, და ორ რაიონში იმერეთში ორი სახლი, და 3 მანქანა დავტოვე, რო წავედი ნორმალურ მხარეს საცხოვრებლად, და უფროსობა 1000$ მიმატებდა ხელფასს თვეში, იქნებ დარჩეო, მაგრამ, გორორც აქ უკვე დაიწერა,
QUOTE | არასდროს ყოფილა ჩემი წასვლის მიზეზი მატერიალური , ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას ფულით ვერ იყიდი |
aleqsanderblack +100
QUOTE | ანუ ამდიდრებ ფაქტიურად ერთ მხრივ გერმანიის/ავსტრიის ბიუჯეტს |
დიახ, და ვხედავ, რაში მიდის ჩემი გადასახადები.
QUOTE | მეორე მხროვს ბინის მეპატრონეს ვისგანაც ქირაობ |
ეს საბჭოთა აზროვნება და სხვის ჯიბეში ყერება (პლუს კიდე რამოდენიმე მიზეზი) არის რო ღუპავს საქართველოს.
QUOTE | როგორ არ გეზარებოდა ყოველ დღე CV გაგზავნა, რა არის საქართველოში მართლა ასეთი ცუდი? |
ძალიან ჩვეულებრივად. როცა რაღაცა გინდა, ხელები არასდროს არ უნდა დაუშვა, თუმცა რამოდენიმეჯერ კი მქონდა აზრი შევეშვა და დავაყენო, მაგრამ არ მოვეშვი. და საქართველოში კიდე ყველაფერია ცუდი და უკუღმართი, გარდა სამზარეულოსი. რაც გვაქვს - ის გვაქვს. სამზარეულო. ეგაა და ეგ.
QUOTE | რას ერჩი მღვდელს, კვიპროსზე რა არ იყვნენ მართმადიდებელი ბერძენი მღვდლები ? |
ძალიან გინდა გიპასუხო ამ კითხვაზე? საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია არის ერთერთი უუკუღმართესი ძალა, რომელიც ღუპავს საქართველოს. აბა დაინტერესთი, რატო არის ჩეხეთის 70% ატეისტი...
|