elchi
Super Crazy Member

     
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
|
#57676481 · 22 Mar 2021, 00:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა გახალისდით. სინამდვილეს წაიკითხავთ.
ერთ ისტორიას სანფრანცისკოდანაც მოგაწვდით. დაახლოებით 21 წლის წინ, პირველად დავდგი ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის, ერთერთ ულამაზესი ქალაქის აეროპორტში.
ჩამოვედი კალიფორნიაში და სახელად იმ ქალაქს, რომელშიც "მე" შევდგი ფეხი, ჩემდა "გასაკვირად", ახლაც სანფრანცისკო ჰქვია. დაახლოებით ორ თვეში, კარგი სამსახური ვიშოვე. რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების რესტორანში, მენეჯერად "გამამწესეს".
ალბათ იყო იღბალიც, მაგრამ ვთვლი, რომ სიპატიოსნემ და დაუზარლობამ, თავისი შედეგი გამოიღო.
მოკლედ, რესტორნის პატრონებმა, რამოდენიმე "გამოცდის შემდეგ", ჩამაბარეს "ყველაფრის გასაღებები" და ააყოლეს სანტა-ბარბარაში, იქაც ჰქონდათ საკუთარი სახლი./სად აღარა ჰქონდათ ის იკითხეთ?/ რესტორანში მუშაობა, ადვილი არ არის.
უნდა იყვე აბსოლუტურად კომუნიკაბელური და ძლიერ მომთმენი.
ჩემი ტემპერამენტის პატრონს მიჭირდა თავიდან, მაგრამ წესრიგის მოყვარული ვარ და მალე მოვაჭკვიანე "პერსონალიც" და მომხმარებელიც.
"ჩემი" წესები შემოვიღე.
ვერავინ შემოვიდოდა, ჯინსებით, ბოტასებით და მთლად უარესი-"სპორტიულებით". ავწიე მომსახურების დონე, გავზარდე ოფიციანტების რაოდენობა, დავახარჯინე პატრონებს რამოდენიმე ათასი დოლარი, რესტორნის გასალამაზებლად, დავაყენე დაცვა,ანუ პოლიციელები, /მანამდე "შავები" ნარკოტიკს ჰყიდიდნენ რესტორანში და სხვა გზა არ მქონდა/, შევცვალე მზარეულები და დაახლოებით ერთ თვეში, "მკვდარი" გავაცოცხლე.
ხალხმა, მოსვლა დაიწყო.
დაახლოებით ექვს თვეში, ერთი საღამოს შემოსავლით, მთელი თვის გადასახადს ვაგროვებდი.
რომ იტყვიან, წავიდა საქმე მომგებიანად.
მცნობდა ყველა, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსული თითქმის ყველა ემიგრანტი.
/თუ გყავთ ვინმე ნაცნობი სანფრანცისკოში, ჰკითხეთ:RUSSIAN BEAR-ში, 2000-დან 2003-მდე ვინ იყო მენეჯერითქო./
მეც, ჩემს წილად, წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და ამით ძლიერ ვამაყობდი.
მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველ საღამოს "თბილისო" ემღერათ ქართულად ჩემს მუსიკოსებს და ერთი კაი ბაღდადურითაც დამეგვირგვინებინა ჩემი იქ "ყოფნა". ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენით.
ეხლა, მივყვეთ ცხოვრებააააააააას.
მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქართველთან, რომლებიც იმსახურებდნენ პატივისცემას, მშრომელი და გამრჯე ხალხი იყვნენ.
იყო იქაც, "ყვითელი" მასა, მაგრამ ვერ "ვქაჩავდი" მათთან ურთიერთობას.
ყველასთვის ნათქვამი მქონდა, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, წესიერი და შრომისმოყვარე, გამოეგზავნათ ჩემთან.
"პატარა" ბიჭმა მომაკითხა.
გიორგი მქვიაო.
მართალი გითხრათ, მესიამოვნა.
პირველ რიგში, რომ ქართველი იყო, მეორე ის რომ ღმერთს გარეგნობა არ დაუშურებია მისთვის და მესამეც, გიორგი რომ ერქვა, ჩემი სეხნია გამოდგა.
შევთავაზე ოფიციანტად ემუშავა და პირობა მივეცი, ყველანაირად დავეხმარებოდი, ოღონდ არ უნდა ეზარმაცა და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ადამიანებთან ურთიერთობაში:-ტყუილი არ ეკადრებინა, არც თავისი თავისთვის და არც ჩემთვის. ძალიან დავიახლოვე.
პატარა ძმას ვეძახდი და ყველა, პატარა გიორგის ეძახდნენ.
21-ისა არ იყო.
არ შეიძლებოდა გიორგა, ბარში გამეშვა ან სასმელი მიმებარებინა.
/კანონ-მორჩილი ვარ, აქ კი, კანონი კრძალავს 21-წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის, ალკოჰოლურ სამელებთან ურთიერთობას./
მაინც "გამიძვრებოდა" ხოლმე და იკმაყოფილებდა "წყურვილს".
ბოლოს, იმდენი "მოვახერხე", კოსტუმი ჩავაცვი და ჩემს თანაშემწედ დავნიშნე.
მქონდა დიდი წინააღმდეგობა პატრონებისგან/ტი ჩიო, გრუზინსკუიუ მაფიუ ძელაეშ ზდეს?/, მერე "კლიენტებმაც" გაახურეს, ძირითადად სომხები იყვნენ.
მოკლედ, ჩემი გავიტანე.
გიორგა გავაბლატავე. :drinks:
ე, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბიჭსა დიდი გასაჭირი სჭირდა. "ქალიშვილი" იყო.
არ იყო ნამყოფი ქალთან./დავათვრე და ვათქმევინე./
-ბიჯო, ვერა ჰხედამ, ქალები ზედ "გახტებიან", მოკიდე ხელი რომელიმეს და წაიყვა სახლში, მე აქ დავრჩები, მაინც სულ აქ არა ვარ რესტორანში?/ მაშინ ერთად გვქონდა ნაქირავები ოთახი/
-გიო, ვერა რა, ვერ ვბედავ.
ახლა რაშია საქმე?! პირველია და ეშინია კაცსა, ვინიცობაა რამე "უშნო" მოუვიდეს და მეორე დღეს მთელი ქალაქი გაიგებს. იქაც ვერ აყენებდნენ ენას, ყველაფერს ლაპარაკობდნენ.
-რა გიყო ბიჯო, საიდან მოგიყვანო ეხლა მეე, მუნჯი, ყრუ და ბრმა და თანაც ლამაზი გოგო?
-წადი სადმე, ამერიკულ ბარებში, გაიცნობ ვინმეს და რაც გინდა ის გიქნია. მაშინ ეგ მომივიდა აზრად.
სამი დღის მერე, შუა ღამეა, მაგარი ნაცემი აღებს კარებს. კინაღამ გავრეკე, მართლა როგორც ძმას ისე ვექცეოდი.
-რა გჭირს მითხარი ახლავე. -სტრიპ-ბარში ვიყავი და დაცვამ გამლახაო. -ტყავის "კურტკა" სადა გაქვს". -არ ვიცი, "პრაივეთ" ოთახში, რომ შევიყვანე "მოცეკვავე" ქალი, ალბათ იქ დარჩაო. საბუთებიც იმ აყროლებულ ქურთუკში ჰქონია.
-გახსოვს რა ერქვა იმ ბარს? -არა, აბა საიდან. -ხთფუუუ, ადე გამომყევი. -იქ ვერ შემოვალ. -რათა ბიჯო, იძალავე? -არა, ხელი მოვკიდე. -ხელი თუ ხელები? -აღარ მახსოვს, ისეთი ლამაზი იყო, არაფერი აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, დაცვის ბიჭებმა, ორი დიდი ზანგი იყო, სულ ჰაერში მცემეს, სანამ გარეთ გადმომაგდებდნენო. წავედით, შევედი, გამოვიტანე "გაჭირვებულის ტყავსაფარი" და გამოვწიეთ სახლისკენ.
გზაში ტვინს ვუბურღავ:-ნუ მარცხვენ მსოფლიო მასშტაბითთქო.LOOOL
გავიდა ორი კვირა და ახალი შარი აიკიდა. გამეპარა რესტორნიდან.
სანამ გაიძურწებოდა, "საღამოსთვის" გადანახული, ფრანგული კონიაკი, გამომიწრუპა, რამოდენიმე ბოთლი ლუდიც დააყოლა და ჯიბეში 2800$-ით, სხვა "რუსულ" რესტორნისკენ გასწია.
ეს ფული, ადვოკატისთვის უნდა მიეცა ორშაბათს.
ტელეფონზე არ მპასუხობს, არავითარი ინფორმაცია.
გადავაქოთე მთელი რუსული რესტორნები.
RUSSIA HOUSE-იდან მიპასუხეს, აქა არის და დროზე წაიყვანე, თორემ მოკლავენ სომხებიო. ვიცნობდი იმ რესტორანში ხალხს. გადავურეკე და ვეკითხები. -რას აკეთებს ამისთანას? -გოგოს შემოარტყა, შუა დარბაზშიო./სომეხი იყო ეს გოგო./
ეჰ, სანამ მე მივედი. ჩემი გიორგა, უკვე მაგარი მიჟეჟილი დამხვდა. წამოვიყვანე. 30$-ღა ჰქონდა ჯიბეში. ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რითი შევძლებდი, ამ "ატეხილის" შველას.
ორშაბათობით, ბიზნესი დაკეტილი გვქონდა.
-ადე, მე გამოგყვები, წავიდეთ ქალაქის ცენტრში, იქნებ შენს "საბედოს" იქ გადააწყდე.
-მართლა გამომყვები, არ მატყუებ?
-წამო ჰო, ამაღამ უნდა დაგავაჟკაცო, ჯანდაბას ჩემი თავი, შენი ცოდვით აღარა ვარ.
გამოიპრანჭა, წავედით და მივედით. სადაც მივედით, ყველგან გვითხრეს:-აბა, აბა, დაახვიეთ აქედანაო. არ იყო ეს ვაჟბატონი 21 წლის და არ გვიშვებდნენ ბარებში. 4-5 ბარიდან, რომ გვიპინტრიშეს, მე უკვე "მკაცრად" გადავწყვიტე სახლში წამოსვლა.
-გიო, ერთიც ვცადოთ რა. დავიწვი მისი გაჭირვებით. იმ პერიოდში, სხვა სამსახურიც მქონდა. სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი. ვამზადებდით ნეონის სარეკლამო დაფებს და ყველანაირ ბიზნესის შენობებს, გარედან თუ შიგნიდან, ვალამაზებდით.
/ისე, ბევრი "შედევრი" მაქვს დატოვილი სანფრანცისკოში, ბერკლიში, ოკლენდში და ლოს-ანჯელესშიც არის ჩემი გაკეთებული ნეონის SIGN-ები./
ერთ გეების ბარში, რამოდენიმე კვირის წინ გაკეთებული მქონდა აბრა. პატრონს ვიცნობდი. კორეელი ქალ-კაცა იყო./ახლაც არ ვიცი, რომელია./ შევედით ამ ბარში. გიორგა, გაგებაში არ არის, სად მოხვდა. პატრონი იქ იყო, რომ დამინახა მიცნო. ავუხსენი, რომ ძმა მესტუმრა და წამოვიყვანე ბარში. რათქმაუნდა დამიჯერა, რომ ის 23 წლისაა. ბარმენს უთხრა:-ამ ხალხს, 6 ჰაინეკენი უფასოდ ჩვენგანო. მე, ლუდსა ვწრუპავ და თან დამსწრე "საზოგადოებას" ვათვალიერებ.
გიორგას, თვალები აცა-ბაცა გაურბის. როგორც იქნა მეშველა. თვალი დაადგა ერთ ულამაზეს არსებას.
-აი, ეგ მინდა, რასაც მოითხოვს ვიხდი. -მოიცა ბიჯო, იქნებ იმას არ უნდა შენთან? -მიდი რა გიო, ეგ დამათრევინე. -შენ დაითრევ და იცი როგორ? -მიდი, გაეცანი და დაპატიჟე სასმელზე, დასვი და შეეკითხე. -"ენგრევე" უარი აჯახე პირველ შემოთავაზებულ თანხაზე, ნახევარი შესთავაზე და მერე გააგრძელე ლაპარაკი. -ჰო, ბევრი არ დაროშო.
წავიდა, მოიყვანა და ჰაი სასწაული. უკიდეგანოდ ლამაზია ის არსება. არაფერი არ აკლია, პირიქით. ჩემზე მაღალია/182+++++++++++++/ ამოვიოხრე ცოლიანმა და უკვე გეგმის შესრულებას მოვკიდე ხელი.
გავედით გარეთ და გიორგი ტაქსის გასაჩერებლად გაუშვი. ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს.
ქალი, მართლა ვიცი "რაც" არის.
მაგრამ ესეთი "სრულყოფილება", რომელიც გვერდით მიდგას, საფუძვლიან ეჭვს აღმიძრავს. ვეღარ მოვისვენე და ვეკითხები:- ისა და, კაცისა გააქვს? -კი მააქვსო.
-გიორგი, ხელების ქნევას თავი დაანებე, შუა გზაზე დადექი და ნებისმიერი ტრანსპორტი გააჩერე, დროულად გავეცალოთ აქაურობასმეთქი.
-რა მოხდა, ფასი გაზარდა? -ჰო, გაზარდა ძალიან. --რამდენით?, მაინც გადავიხდი. -რას გადაიხდი შე შობელძაღლო, ამაღამა, ერთდროულათ დაკარგავ ორ "ქალიშვილობას". -კაცია, კაცი, "კუკლა" იცი რა არის? -ვერ გავიგე გიო. -ეჰ, კიდე კაი გამოგყევი, თორე არ მოხვიდოდი სახლში "დვაინოი" დავაჟკაცებული. -წამო, წამაეთრიე სახლში და შენი ხმა აღარ გავიგონო.
საწყალი, დაბეჩავებული დადიოდა დაახლოებით ერთი თვე. ქალისა და კაცის ერთდროულად ხსენებაზე, ისტერიკა ემართებოდა ხოლმე.
This post has been edited by elchi on 22 Mar 2021, 00:12
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|