https://www.facebook.com/profile.php?id=100002302390101⚡ყურადღებით გაეცანით❗
მიუხედავად წინა ორი პოსტისა, ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, რადგან სერიოზულ მსოფლიო დაძაბულობას ეხება.
▪️ადრე რაც დავწერე უკრაინა-რუსეთზე, ეხებოდა კონკრეტულ ვითარებას. მიუხედავად დაძაბულობოსა, ესკალაციის ტენდენცია იყო, თუმცა იყო მშვიდობის შენარჩუნების სურვილის მკაფიო ნიშნები.
⭕ შემდგომში კიდევ რამდენიმე სამშვიდობო ინდიკატორი იყო, კერძოდ:
▪️შედგა პუტინის სატელეფონო საუბრები გერმანია-საფრანგეთთან;
▪️შედგა ბაიდენი-პუტინის სატელეფონო საუბარი და შეთანხმება შეხვედრასთან დაკავშირებით;
▪️ამერიკამ შავ ზღვაში ფლოტის გაგზავნა გადათქვა. თუმცა ეს, შესაძლოა საპირისპირო ინდიკატორიც იყოს.
⭕ რუსეთის რიტორიკა ამ დღეებში არ იყო კონსტრუქციული. აგიხსენით რა პრაქტიკა იყო ცივი ომის დროსაც კი. რუსეთმა კი, ჯარის კონცეტრირება გააგრძელა და პრეტენზიებზე პასუხობდა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე თავის ჭკუაზე იმოქმედებდა. საზღვართან ჯარის კონცეტრაცია კი საფრთხედ აღიქმება. ეს ანა-ბანაა.
მოკლედ:
▪️დღეს ამერიკამ ახალი სანქციები დააწესა რუსეთის სუვერენულ ვალთან დაკავშირებით. მგონი სხვა სანქციებიცაა;
▪️აშშ-მა რუსეთის 10 დიპლომატი გააძევა;
▪️ბაიდენმა მთელ ამერიკაში, რუსეთის ფაქტორის გამო (არ ჩავშლი) საგანგებო მდგომარეობა (❗) გამოაცხადა. ჩაუფიქრდით;
▪️რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს;
▪️რუსულმა არხებმა აჩვენეს ნატოს გენერლის განცხადება, რომ ნატო უკრაინის გვერდით იომებს;
▪️რუსული არხები აჩვენებენ დონეცკის საარტილერიო დაბომბვას. არაა გამორიცხული რუსული პროვოკაციაც იყოს.
▪️ რუსეთმა ქერჩის სრუტე ოქტომბრამდე დაკეტა.
▪️ სულ მალე ბაიდენი რუსეთთან დაკავშირებით, მოსახლეობას მიმაეთავს.
⭕ ამიტომ ვწერ, რომ კარგად გავიაზროთ რას ვაკეთებთ ქვეყნია შიგნით, ან მის გარეთ. მეტი ინფო შეგიძლიათ ინტერნეტით მოიძიოთ.
⭕ შეკითხვებსა და კომენტარებზე თუ ვერ გიპასუხოთ, მომიტევეთ.
This post has been edited by David_Gale on 15 Apr 2021, 23:51