დღეს ვიყავი სოფელში. ხოდა ორი ამბავი მაქვს. უფრო სწორად სამი. ერთი ცუდი, ერთი ნეიტრალური და ერთი კარგი.
აქ დავიწყებ ცუდით.
როგორც ჩანს "აკორდმა" ბოლო აკორდი შეასრულა და დატყდა. ანუ სულ დატყდა ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ჩუმათელეთი მეორე ლოტიდან. სამუშაოების 20%-მდე თუ შეასრულა. 2-3 ექსკავატორია მიგდებული (ალბათ გაფუჭებული) და ერთი სოილმეკი აგდია წიფასთან.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს მიგდებული გზა არის კატასტროფის წინაშე. ბევრგან უკვე დაიმეწყრა (ფეროდობები მოჭრეს და გამაგრება არ გაკეთდა). ბევრგან არ მოიხრეშა ჯერ და რბილი გრუნტია, უკვე ძალიან გაფუჭდა და მომავალ ზამთარს ალბათ გაუვალი გახდება მსუბუქი ავტომობილებისთვის მთლიანად.
ჩემთვის ცუდი ემატება ამას ის, რომ ეგ ლოტი არის არა მოლითი-ჩუმათელეთი არამედ ხარაგაულისკენ სადღაც ვახანის გადასახვევიდან იწყება. და მაგ გადასახვევიდან მოლითამდეც საზიზღარი გზაა, მანდაც მოჩიჩქნეს ერთი ორგან ფერდობები და ალბათ ეგეც ჩამოინგრევა.
ნეიტრალური ამბავი.
პირველ ლოტზე ბლექ სი აგრძელებს სამუშაოებს. თუმცა, როგორც მახსოვს, 2020-ში უნდა მორჩენილიყო, მაგრამ როგორც ჩანს გაუგრძელდა კორონას ამბავში ვადა. ზუსტად რამდენ კილომეტრზეა უკვე ასფალტი ვერ გეტყვით.25 კილომეტრიდან 10-15 იქნება. თუმცა აქაც არის ბევრგან ფერდობები ჩამოშლილი

სხვათა შორის იგივე სიტუაციაა ფერდობების ამბავში მუხათწყარო-მსხალდიდი ახალ გზაზე. აი მსხალდიდი-წყლულეთი გზა ვიწყო ააშენეს და არ მოუჭრიათ ფერდობები და იქ არ დაიმეწყრა.
ონბორდ ვიდეო არის ამის ამსახველი და დავდებ ცხადია ცოტა მოგვიანებით.
კარგი ამბავი იხილეთ რკინიგზის თემაში.
This post has been edited by ნიკა on 27 May 2021, 00:17