მე და ჩემ ძმაკაცს გვქონდა შეფასების ტერმინები, რო თამაშობ და გრძნობ ნაბიჭვრობას

წლები გავიდა უკვე ბოლოს როდის ვიგრძენი ეს თამაშზე აღარ მახსოვს. ჰოდა სადღაც საათნახევარია ვთამაშობ და ჯერ-ჯერობით ყარს იმინა თამაში ამ ნაბიჭვრობით

სიუჟეტი არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ნექსთ ჯენზე რო ესეთ გეიმფლეის აკეთებ, პაზორია. 2007 წლის თამაშის დონეზეა, რაღაც მიფუჩეჩებული, თითქოს ლიშბი გაეკეთებინათო. ბაზასთან მიდიხარ და ზომბების პორციები დარბიან, წესიერად რო ვერ მიხვალ რო დაზვერო, ვეჩნი ტყვიების დეფიციტი, ანანისტური მისიები, ფიზიკა ნაგავი, ბენზინის ძიება. მაპზე ამომიგდო 2 კმ-ში მიდიო, თან მარშუტიც დამიხაზა, გავყევი და გვირაბში შემიყვანა სადაც ტუპიკია

არადა სადღაც ტრაკში მანახებს ამ ლოკაციას. ანუ ამ ერთფეროვან ლოკაციებში ჩემით უნდა ვეძებო გზა. მაშინ რაღას მიხაზავ. თან ყოველ ნაბიჯზე ზომბები, წესიერად ვერც გამოიკვლევ ადგილებს. დარქ სოულსია თუ რა არი, ესეთი პორციები რო არ შეეტენათ არ შეეძლოთ? უკვე ვხვდები რატომაც დაეჯვა ამ თამაშს. ტყვილა არ დაარქვეს ღარიბების TLOU. მომენტებში ფოლაუთ 3 მომინდომეს, რადიოში რო ბაზრობს ვიღაც. სიუჟეტურ თამაშს როცა აკეთებ, ცოტა დეტალებზე ხო უნდა იფიქრო, რო სასიამოვნო იყოს პროცესი.