18 წლიდან ვმუშაობ, არასდროს არაფერი დამიმალავს, დეკლარაციის შევსებაც კი არასდროს დამიგვიანია .
ეს ხდებოდა 30 წლის მანძოლზე ეძიკას, მიშას და ბიძინას ეპოქაშიც, დღეს სახელმწიფომ მე ომი გამომიცხადა.
დღეს სახელმწიფომ ფაშიზმი და სეგრეგაცია დააკანონა, კონსტიტუცია, ადამიანის საბაზო უფლებები ფეხქვეშ გათელა.
მეც ომს ვუცხადებ .... გპირდებით რომ ყოველ წვრილმანში ანტისახელმწიფოებრივ თამაშს ვითამაშებ.
ყოველ მომდევნო არჩევნებზე ქოცებს შემოვხაზავ, მაგ ხალხმა იცის ნახირს როგორ მოექცეს.
ვაღიარებ და ვინანიებ ჩემ მცდარ პოზიციას, აქამდე ხმა არასოდეს მიმიცია ბიძინასთვის.
დავმალავ ყველაფერს რისი დამალვაც შემიძლია, ყველანაირ მახინაციას ვიკადრებ, ტუალეტის ქაღალდსაც ამაზონიდან გამოვიწერ რომ ნაკლები დღგ გადავიხადო.
10-ჯერ ძვირი რომ დამიჯდეს მაინც გავაკეთებ.
სხვასაც იგივეს მოვუწოდებ, არაა ეს ჩვენი ქვეყანა, არაა ეს ჩვენი სახელმწიფო. მე თავისუფალ ჯანმრთელ მოქალაქეს კეთროვანივით მექცევიან.
1321 წელს ფრანგულ პროვინცია ლენგედოკში 600 კეთროვანი ცოცხლად დაწვეს, ნახევარს კეთრი არ ქონდა უბრალოდ ივარაუდეს.
ცუდი არაფერი იფიქროთ "ვირუსის" გავრცელებას ებრძოდნენ, საზოგადოებაზე ზრუნავდნენ.
აპარტედი დანაერგეს, შუა საუკუნეებში ამოყვეს თავი და უხარიათ
უცოდინრობა და სიბნელე - კლავს.
This post has been edited by ბერმუხა on 8 Nov 2021, 20:12