Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
პოლიტიკა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(4)
1
2
[3]
4
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გადაფორმებული ტერიტორიების კვალდაკვალ
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2137
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08
#58577598
· 8 Nov 2021, 14:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
bacho22
QUOTE
რეალური გეგმა თუ როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი ან დათმოს მისი ინტერესებია ან შეარბილოს მაინც
რეალური გეგმა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარება და გაძლიერება. ღირსეული სახელმწიფოების რიგებში უნდა დაიკავო ადგილი, რომ მათი მხარდაჭერა მოიპოვო.
მაქსიმუმს უნდა აკეთებდე, რომ ოკუპანტ სახელმწიფოზე არ იყო დამოკიდებული, იქნება ეს სასურსათო საკითხები, ენერგომატარებლები თუ იმპორტ-ექსპორტი და ა.შ.
ვერავინ ვერ უნდა გაგიბედოს 3+3 და მსგავს ფორმატებში გაწევრიანების შემოთავაზება.
ასევე ომში რუსეთის მხარედ ჩართვის შემდეგ, აღარ უნდა ,,ჩამოვლაბორანტდეთ" და მოლაპარაკება არ უნდა ვაწარმოოთ სეპარატისტულ რეჟიმებთან, ნაცვლად კონფლიქტის რეალური მხარისა.
მანამდე კი უნდა განისაზღვროს ოკუპირებული ტერიტორიების ზუსტი კოორდინატები და შევაჩეროთ ბორდერიზაცია, რომელიც რუსეთისთვის არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ დასჯილი ბავშვივით ვიდგეთ კუთხეში.
ქმედითად უნდა იმუშავოს კანონმა ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".
დღეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის მექანიზმები, რომელიც ძირითადად ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიან შეთანხმებას.
აღნიშნული შეთანხმებაც, საზოგადოების ნაწილის მიერ შეფასდა როგორც მოღალატეობრივი აქტი.
შეგვიძლია განვიხილოთ და ვიმსჯელოთ თითოეულ პუნქტზე.
ფაქტია, რომ საომარი ვითარების პირობებშიც, საქართველომ სადისკუსიო საკითხად არ აქცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სტატუსის განსაზღვრა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
https://www.radiotavisupleba.ge/a/1798423.html
https://old.civil.ge/geo/article.php?id=19157
http://iccn.ge/index.php?article_id=301&clang=0
2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე შექმინილია შემდეგი ინსტრუმენტები:
1) ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები (GID).
https://smr.gov.ge/ge/page/26/jenevis-saert...-molaparakebebi
2) ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია
https://www.eumm.eu/ge/
3) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი (IPRM) და მის ფარგლებში ,,ცხელი ხაზი".
https://smr.gov.ge/ge/page/27/incidentebis-...rebis-meqanizmi
2011 წლის 24 ნოემბერს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის გაფორმდა შეთანხმება საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ.
https://matsne.gov.ge/document/view/1512898?publication=0
რუსეთის მიზანს წარმოადგენდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს თანხმობის მიღება, რის გამოც მართალია ნეიტრალური ტერმინების გამოყენებით, მაგრამ საქართველოს უფლებებს ცნობს მის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიოებად აღიარებულ ტერიტორიებზე.
დოკუმენტი, მისი ნაკლოვანი მხარეების მიუხედავად შესაძლებელს ხდის გაკონტროლდეს და საქართველოს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად განბაჟდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემავალი ტვირთები.
შეთანხმებით გათვალისწინებული მექანიზმი დღემდე არ არის ამოქმედებული.
2012 წელს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე. ურთიერთობის ფორმატი არ გულისხმობს დისკუსიის გამართვას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა ზურაბ აბაშიძის განცხადებით, იგი მაინც ახერხებს ამ პრობლემატურ საკითხზე საუბარს. შედეგები ნაკლებად თვალშისაცემია.
Metal_Head
QUOTE
ან სვანეტს რატომ არ შეუერთეს?
რომ შეეერთებინათ, რუსეთი აღარ მოახდენდა ოკუპაციას?
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებდა?
This post has been edited by
leqso0077
on 8 Nov 2021, 14:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
brdzolisunariani
პავა
ჯგუფი: Members
წერილები: 4853
წევრი No.: 154517
რეგისტრ.: 27-September 12
#58577709
· 8 Nov 2021, 15:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
1995 წლის
1995 წლამდე , შუა აფხაზეთის ომის დროს ერთმანეთს ვჟლეტდით.
რამე მომავალი თუ გვქონდა ლაფატკით ვმარხავდით .
ეგ მიწები ჩვენ დავკარგეთ . სამოქალაქო ომისას ვერ მოვიცალეთ აფხაზეთისთვის .
ესაა სიმართლე. . .
სადაც შემხვდება კითხვა, რატომ დავკარგეთ აფხაზეთიო ყველგან დავწერ, არ მეზარება
მადლობა უთხარით განგებას, მაგ დროს რუსეთი უსუსტესი იყო და არაფრის თავი არ ქონდა .
იქამდე დაგვანგრია სადამდეც ჩვენივე ხელებით დავანგრევინეთ თვითონვე.
ჩვენში მიწებზე როცა საუბრობენ , იმ კუთხით მიჰყავთ ხოლმე თემა , იმ ნარატივს აწვებიან , ვინ რომელი პოლიტპარტიის ფანია ... ემანდ ჩემი მხარე არ დაზიანდესო.
ესეც სამოქალაქო ომის ჩუმი ექოა , გნებავთ ფორმა . როცა ვერ ახდენს ერი უმაღლესი მიზნისთვის გაერთიანებასა. ე.ი არ ეძებს გზას .
ეს საზიზღობაა .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2137
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08
#58604764
· 15 Nov 2021, 01:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება
1) ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
2) საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
3) ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
4) საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
5) რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
6) საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.
შეთანხმებას ერთვის ნიკოლა სარკოზის წერილი მე-5 პუნქტის განმარტების თაობაზე.
https://old.civil.ge/geo/article.php?id=19157
This post has been edited by
leqso0077
on 15 Nov 2021, 01:04
მიმაგრებული ფაილი ( Number of downloads: 49575 )
Six_Point_Peace_Plan.pdf
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
OldUncle
God Bless Georgia&USA
ჯგუფი: Members
OldUncle
God Bless Georgia&USA
ჯგუფი: Members
წერილები: 3454
წევრი No.: 56302
რეგისტრ.: 21-March 08
#58604773
· 15 Nov 2021, 01:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(leqso0077 @ 15 Nov 2021, 01:00 )
5) რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე,
რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს
;
ახორციელებენ კიდეც...
:რუსეთსნიღაბიჩამოვფხრიწეთ:
--------------------
Fuck EU! Long Live Georga&USA!
ღორთიმპერია რუსული
ბოროტია და დიდია,
მედვედევი და პუტინი
სააკას გვერდით გვკიდია °I°
ხალხური
"ძიშოვი" პროვოკატორების "სბროდად" იქცა, ერთ დროს უძლეველი ნაც-მოქკავშირი, აწ ცოცხი-ანალური მოძრაობა...
ნაცი-ქოცის განმარტება https://forum.ge/?showtopic=34753431&hl=
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
RUDIARIUS
Sole Survivor
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
RUDIARIUS
Sole Survivor
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 6353
წევრი No.: 207319
რეგისტრ.: 6-September 15
#58604776
· 15 Nov 2021, 01:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ავპინავ ამ თემასაც, საკმაოდ საინტერესო და კარგად დალაგებული, მოვლენების ანალიზია.
თუ ვინმე ზედმეტად მიიჩნევს და ჩამოპინვას დააპირებს. პირველი პოსტი აფხაზეთის თემას დაუერთეთ.
უახლესი ისტორიის გასააზრებლად კარგია.არ უნდა ჩაიაკრგოს ასეთი საინტერესო ანალიზი.
This post has been edited by
RUDIARIUS
on 15 Nov 2021, 01:14
--------------------
guria on my mind
გეცლიათ მიშასთვის 33 წელი და ისიც დაიბრუნებდა დაკარგულ ტერიტორიებს. გამეფებიდან 9 წელიწადში დავით აღმაშენებელს 1 კვ.კმ მიწა არ დაუბრუნებია © Dato-Tolordava
შენ როდის მერე არ გიყვარს ასე რუსები? რაღაც ვერ ვიხსენებ შენ პოსტებს "მელოჩ ნო პრიატნო" თემაში © Saturn
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
aivenho
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
aivenho
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 22806
წევრი No.: 118735
რეგისტრ.: 23-July 10
#58605297
· 15 Nov 2021, 10:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ახორციელებენ კიდეც...
რუსეთის ყველა სხვა ძალები, შეთანხმების ოქმის თანახმად, უნდა დაბრუნდნენ 7 აგვისტომდელ პოზიციებზე;
არგამღიზიანებლების უნამუსობას კიდე და სივრცე ჩკა
--------------------
Homo sum, humani nihil a me alienum puto
180 პოლიტმატიმარი ჩეიდევით 180 © მადეირა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7403
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#58617324
· 18 Nov 2021, 19:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
გადაფორმებული ტერიტორიების
გადაფორმებაში კონკრეტულად რა იგულისხმება?
თემის სათაურში წერია ეს სიტყვა, გამხსნელ პოსტში კი ნახსენები არ არის.
ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ფართოდ გავრცელებული ტერმინია, განმარტება კი ვერ მივიღე, რომელ ქმედებას უწოდებენ გადაფორმებას. ზოგი რას ასახელებს და ზოგიც რას.
QUOTE
რა პოლიტიკური დივიდენდის მომტანი იყო კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის სახელის მინიჭება
იმის ხაზგასმა, რომ უმეტესწილად სეპარატისტებისა და რუსების მიერ დაკავებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოც აკონტროლებს ტერიტორიის ნაწილს, ემსახურებოდა მათი აღიარების პრევენციას. რუსეთისგან, რასაკვირველია.
კოსოვოს მერე, კი იმეორებდნენ შინ და გარეთ თუთიყუშივით, რომ კოსოვის შემთხვევა სხვაა და ქართული კონფლიქტები სხვა (ისინი მართლაც სხვადასხვაა და მეტიც, ერთმანეთის საპირიპიროც კი არის), მაგრამ რუსეთისთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს. დაიბოღმა კოსოვოს გამო, ჩაიხვია და ღიადაც ავლებდა პარალელებს აფხაზეთ-ცხინვალსა და კოსოვოს შორის.
მაგრამ როცა ავტონომიების მთლიან ტერიტორიებს, ყოფილი სსრკ-ის ფარგლებში მოხაზულს, ვერ აკონტროლებდნენ სეპარატისტები/რუსები, მათ რუსეთიც კი ვერ აღიარებდა.
ამიტომაც იყო ამგვარი ხაზგასმა.
ეს ცხადი და მარტივი პოზიციაა, რომლის გაგება უმეტესობას არ უნდა. იმ მიზეზით, რომ არ ეთმობათ „მიწები გაყიდა“, „ტერიტორიები გადაუფორმა“ და ამნაირი ჭკუისკოლოფობები.
კი, უგუნური და წინდაუხედავი იყო, არასაჭიროდ ბოროტი და სასტიკი, წააგო თავიც და ქვეყანაც, ომის მერე ისევე ამბობდა სისულელეებსაც, როგორც ომამდე. ეს ვიცით.
ჰო და კიდევ ვინმე ნიჭიერმა მიშისტი არ დამიძახოს, არ მინდა ბანის მიღება.
This post has been edited by
griankali
on 18 Nov 2021, 19:04
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2137
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08
#58627917
· 21 Nov 2021, 19:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
2008 წლის 02 ოქტომბერს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იქნა #1633 რეზოლუცია საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ.
რეზოლუცია განუხრელად აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერნიტეტს, სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპს, იგივეს მოუწოდებს ორგანიზაციის წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, ასევე მკაფიოდ აფიქსირებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის ფაქტს, გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთის და ,,სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებას და მოუწოდებს აღნიშნულის გაუქმებას.
რეზოლუციაში ასევე მითითებულია, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ფუნქციას და სამშვიდობო ფორმატის შეცვლის წინააღმდეგი იყო რუსეთი.
რეზოლუცია საქართველოს და რუსეთს მოუწოდებს ევროპის საბჭოსა და ევროკაშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით შექმნან ახალი, ინტერნაციონალური სამშვიდობო ფორმატი.
რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებს უპირობოდ შეასრულონ 12 აგვისტოს შეთანხმება და რუსეთს მკაფიოდ ავალდებულებს შეიარაღებული ძალები განათავსოს ომის წინარე პოზიციებზე.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ჰუმანიტარულ საკითხებს და ა.შ.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთის დელეგაციის 15 წევრიდან 14-მა.
https://pace.coe.int/en/votes/1113
საქართველოში ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ აპელირება ხდება, რეზოლუციის ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად სახარბიელო მე-5 პუნქტზე და ასევე მე-11 პუნქტზე.
მე-5 პუნქტი განიმარტება ისე თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. მე-5 მუხლი არ უნდა იქნას განხილული რეზოლუციის სრული კონტექსტიდან ამოგლეჯით და განსაკუთრებით მე-4 მუხლისგან დამოუკიდებლად.
მე-11 მუხლში, საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო, ასევე მიუთითებს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის დანაშაულებს და აღნიშნავს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საჭიროებას. ასე, რომ დადგენილად არავის მივუჩნევივართ დამნაშავეებად.
რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების შესრულება საქართველოს აყენებდა მომგებიან მდგომარეობაში და ამის გასაცნობიერებლად, პირველ რიგში საჭიროა რეზოლუციის სრული ტექსტის წაკითხვა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე აყოლა და ცალკეული ჩანაწერების მოშველიება ვინმესთან პოლიტიკური ანგარისწორებისათვის, რაც რეალურად საკუთარი სახელმწიფოს დამნაშავედ წარმოჩენას ნიშნავს.
შეგიძლიათ იხილოთ სრული ტექსტი:
ქართულ ენაზე
https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchS...90000168008eb50
ინგლისურ ენაზე
https://pace.coe.int/en/files/17681/html
This post has been edited by
leqso0077
on 21 Nov 2021, 20:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7403
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#58628124
· 21 Nov 2021, 20:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
leqso0077
QUOTE
საქართველოში ცალკეული დაინტერესებული ჯგუფების მიერ აპელირება ხდება, რეზოლუციის ჩვენთვის ყველაზე ნაკლებად სახარბიელო მე-5 პუნქტზე და ასევე მე-11 პუნქტზე.
მე-5 პუნქტი განიმარტება ისე თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. მე-5 მუხლი არ უნდა იქნას განხილული რეზოლუციის სრული კონტექსტიდან ამოგლეჯით და განსაკუთრებით მე-4 მუხლისგან დამოუკიდებლად.
მე-11 მუხლში, საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას ომის მონაწილე ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის გამო, ასევე მიუთითებს რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომის დანაშაულებს და აღნიშნავს საფუძვლიანი გამოძიების ჩატარების საჭიროებას. ასე, რომ დადგენილად არავის მივუჩნევივართ დამნაშავეებად.
რეზოლუციით დადგენილი ვალდებულებებისა და პირობების შესრულება საქართველოს აყენებდა მომგებიან მდგომარეობაში და ამის გასაცნობიერებლად, პირველ რიგში საჭიროა რეზოლუციის სრული ტექსტის წაკითხვა და არა პოლიტიკურ სპეკულაციებზე აყოლა და ცალკეული ჩანაწერების მოშველიება ვინმესთან პოლიტიკური ანგარისწორებისათვის, რაც რეალურად საკუთარი სახელმწიფოს დამნაშავედ წარმოჩენას ნიშნავს.
შენ ახლა მიდიხარ არა მარტო უამრავი ნაცმოძულის წინააღმდეგ (მათ შორის ინტელექტუალების), არამედ ქართული ოცნების ოფიციალური პოზიციის წინააღმდეგაც. იმიტომ რომ სწორედ მაგ დოკუმენტებზე დაყრდნობით ივანიშვილ-კობახიძე-ვოლსკ-მდინარაძეებს არაერთხელ უთქვამთ, რომ სააკაშვილმა ხელი მოუწერა რუსეთს და დაეთანხმა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და ჩვენი ტერიტორიებიც გადაუფორმა.
გინდა რომ გააუბედურო ამდენი ხალხი? ) იცოდე, არ შეგარჩენენ.
საინტერესო ის არის, რომ საკმარისზე მეტი მიზეზი არსებობს ისედაც, რომ სააკაშვილი გძულდეს ადამიანს.
This post has been edited by
griankali
on 21 Nov 2021, 21:02
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#58668238
· 5 Dec 2021, 04:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩვენ გვმართებს ძალიან ბევრი ფიქრი... არის გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას.
რა ხდებოდა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებამდე, რატომ და როგორ ხდებოდა, მერე რა მოხდა...
საიმისოდ, რათა მოცემულობა გავაანალიზოთ სიღრმისეულად, არ არის საკმარისი იმისი დანახვა, რაც ზედაპირზე ჩანს.
საქართველოს სამეფო სახლის კანცელარიის 2010 წლის განცხადების დანართი №8
ივერიელთა ტრაქტატი
http://www.royalhouse.org.ge/
This post has been edited by
Катеньки
on 5 Dec 2021, 04:50
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
ბეჟანბეჟანი
რუსეთი უნდა დაინგრეს!
ჯგუფი: Members
წერილები: 36023
წევრი No.: 139257
რეგისტრ.: 21-November 11
#58671970
· 6 Dec 2021, 15:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ქართველ ერს აქვს უფლება იცოდეს 2008 წლის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების, საბაბისა და ხელისუფლების შეცდომების შესახებ.
ასევე, ერმა უნდა იცოდეს,რა მივიღეთ და დავკარგეთ 2008 წლის ომის შემდეგ. ისიც უნდა იცოდეს, რას ველოდით, როცა რუსული საფრთხეები უგულებევყავით და ისიც, გარკვეულ დათმობებზე რომ წავსულიყავით (ვთქვათ დროებით უარი გვეთქვა ნატოზე), ვიქნებოდით თუ არა უკეთეს პოლიტიკურ მდგომარეობაში, ვიდრე დღეს.
2008 წლის შემდეგ კი შეიქმნა გარემოება, როცა საქართველოს მეხუთედი მთლიანად და დაუფარავად გადავიდა რუსეთის მართვის ქვეშ, ორთავე დაპყრობილ რეგიონში გაიხსნა სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო ბაზები, დამპყრობელმა აღიარა საქართველოს დაშლა, განუსაზღვრელი დროით უარი გვეთქვა ნატოს წევრობაზე.
და აქვე კითხვა, რა უარესი შედეგი შეიძლება მოყოლოდა, რუსეთისათთან გონივრულ დათმობებზე რომ წავსულიყავით?
* * *
Anti-Totleben
QUOTE
მოტივი გასაგებია: ხაზგასმა იმის, რომ ჩვენ აფხაზეთში ვართ, ვაკონტროლებთ მის ("ზემო") ნაწილს და იქ არის აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ადგილი.
მაგ პრინციპით მოსკოვის კრემლი დაგვერქმია და ხაზს გავუსმევდით, რომ კრემლი, მოსკოვი და პუტინი ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან.
სინამდვილეში კი მაშინდელი ხელისუფლება ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს (და არა სხვას) გვიქმნიდა ილუზიას, თითქოს სეპარატისტულ რეგიონებს დე ფაქტო ხელისუფლება და მოსკოვი კი არა, არამედ თვითონ აკონტროლებდა.
ანუ წმინდა წყლის შიდა მოხმარების ფეიკი იყო,რაც შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა, როცა ნამდვილი თუ დროებითი ავტონომიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
This post has been edited by
ბეჟანბეჟანი
on 6 Dec 2021, 15:35
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
griankali
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7403
წევრი No.: 19435
რეგისტრ.: 21-April 06
#58672356
· 6 Dec 2021, 18:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბეჟანბეჟანი
QUOTE
მაგ პრინციპით მოსკოვის კრემლი დაგვერქმია და ხაზს გავუსმევდით, რომ კრემლი, მოსკოვი და პუტინი ჩვენი კონტროლის ქვეშ არიან.
სინამდვილეში კი მაშინდელი ხელისუფლება ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს (და არა სხვას) გვიქმნიდა ილუზიას, თითქოს სეპარატისტულ რეგიონებს დე ფაქტო ხელისუფლება და მოსკოვი კი არა, არამედ თვითონ აკონტროლებდა.
ანუ წმინდა წყლის შიდა მოხმარების ფეიკი იყო,რაც შემდეგ რუსეთმა სათავისოდ გამოიყენა, როცა ნამდვილი თუ დროებითი ავტონომიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.
მოსკოვის კრემლი, ნოვგოროდი თუ ვლადივოსტოკი საქართველოს აღიარებულ ფარგლებში არ შემოდიოდა, ამიტომ „კრემლი დაგვერქმიას“ თქმა ნიშნავს არაფრის თქმას.
სეპარატისტული რეგიონების რომელ ნაწილს ვინ აკონტროლებდა, ცხადია, ზედმიწევნით იყო ცნობილი. ახლა იმის მტკიცება, რომ თურმე საქართველოს მოქალაქეებს შეგვიქმნიდა ილუზიას, ვითომ მეტ ნაწილს ვაკონტროლებდით, ვიდრე სინამდვილეში, არის არასერიოზული.
შიდა მოხმარების ფეიკი კი არ იყო, არამედ იყო საგარეო მოხმარების ინსტრუმენტი. რუსეთის პრაქტიკულად ღიად გაცხადებული განზრახვის პასუხად, რომ ეღიარებინა ჩვენი ავტონომია, ხაზს უსვამდა სწორედ საგარეო დამკვირვებლისთვის, რომ აფხაზეთის ნაწილს საქართველოც აკონტროლებდა. ეს გამორიცხავდა აღიარებას.
რუსეთმა სათავისოდ კი არ გამოიყენა, რუსეთი ისედაც აპირებდა აღიარებას და ამისთვის საჭირო ტერიტორიის სრული კონტროლის მისაღწევად, ომსაც არ მოერიდა. სამხედრო ძალით დაკავებულს კი ტექსტები და ტერმინები წინ ვერ აღუდგება.
ლოგიკა სინამდვილეში ძალიან მარტივია, ვინმე კონკრეტული მიზნით თუ არ ჩაახუჭუჭებს ზედმეტად.
This post has been edited by
griankali
on 6 Dec 2021, 18:47
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Pac_-_Man
Crazy Member
ჯგუფი: Registered
Pac_-_Man
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1225
წევრი No.: 34085
რეგისტრ.: 30-April 07
#58676521
· 8 Dec 2021, 01:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი სუბიექტური მოსაზრება:
თქვენმა შვილმა, მეზობელს რამე რომ დაუზიანოს, თქვენ ამას აანაზღაურებთ. (მნიშვნელობა აღარ აქვს ეს ედიკას ბრალია, ზვიადის თუ მიჰასი)
უკვე გვიანია იმაზე ფიქრი, თუ რა მიზეზებით გადაეცა/გადასცეს/საბრძოლო ძალით აიღეს ის ტერიტორიები, რომელიც ისტორიულად ჩვენი ნაწილია. -
ყველა ერთად ვთანხმდებით რომ უნდა დავიბრუნოთ!
ახლა უნდა ვიფიქროთ თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ.
ნაც-ქოცს ორივეს მსგავსი რიტორიკა აქვს/ქონდა: ,,ჩვენ ოს და აფხაზ "ძმებს" უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ ისინი დაგვიბრუნდნენ, უნდა შევრიგდეთ და მსგავსი იდიოტობები." (საინტერესოა კობახიძის აზრი ამასთან დაკავშირებით, ტიპები გვკლავდნენ და ამან ჩვენ შევურიგდეთო. ნეტა, დღევანდელი განცხადება ნაც-ქოცის არ შერიგებაზე არ გაუტყდა?)
ისეთი პროგრამების მოქმედება, როგორიც უფასო მკურნალობა და უფასო სწავლაა, ნამდვილად ზღვაში წვეთია მათი მშვიდობიანად გადმობირებისთვის. ან უნდა დავხარჯოთ ბიუჯეტიდან მათი ბიუჯეტის 50% მაინც თითოეულ რეგიონზე, რომ ინფრასტრუქტურიდან დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი ობიექტები მოვაგვაროთ, შემდეგ სურვილები გავუმძაფროთ ჩვენთან ინტეგრაციის და რუსული ბაზების გასაყვანად. ამის შემდეგ რაღაც იქნება ალბათ, ან რუსული იმპერიის შესუსტებით ვისარგებლოთ, ომით ავიღოთ და პატარა დერეფანით ყველა გავუშვათ მაწუშკა რუსეთში.
ორივე შემთხვევაში ჩვენი სიძლიერეა საჭირო, დიპლომატიიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#58691258
· 13 Dec 2021, 09:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
წავიკითხე თემა, შინაარსს არა უშავს.
მაგრამ ეს "გადაფორმებული" მკლავს. ბრჭყალებში მაინც ჩასვით, 100% წმინდა სისხლის ქოცური სათაურია.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
leqso0077
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2137
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08
#58694056
· 13 Dec 2021, 22:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭოს 2008 წლის 02 დეკემბრის 2008/901/CFSP გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა, საქართველოში
მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია (სმკდფდდსმ).
ევროკავშირის ისტორიაში მსგავსი მისია პირველად შეიქმნა.
მისიის ხელმძღვანელობა დაეკისრა შვეიცარიელ დიპლომატს ჰაიდი ტალიავინს, რომელსაც ერთპიროვნულად მიენიჭა
მისიის შემადგენლობის, ფაქტების დადგენის პროცედურებს, მუშაობის მეთოდებისა და ანგარიშის შინაარსის განსაზღვრის უფლება.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%B0%E1%...%83%9C%E1%83%98
https://en.wikipedia.org/wiki/Heidi_Tagliavini
მისიის მიზანი განისაზღვრა შემდეგნაირად: ,,ფაქტების დამდგენი მისიის მიზანია გამოიძიოს საქართველოში მომხდარი
კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი მიმდინარეობა, მათ შორის საერთაშორისო სამართალთან (1), ჰუმანიტარული
სამართლის და ადამიანის უფლებებისა და ამ კონტექსტში გამოთქმული ბრალდებების (2) მიმართებაში".
2009 წლის 30 სექტემბერს მისიამ, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგინა ანგარიში, რომელიც საქართველოში ,,ტალიავინის
დასკვნის" სახელით უფრო არის ცნობილი.
სრული დოკუმენტი შედგება სამი ტომისგან. პირველი ტომი წარმოადგენს უშუალოდ მისიის ანგარიშს, კონფლიქტის შეფასებას და
გამოხატავს მისიის ოფიციალურ პოზიციას. მისია განმარტავს, რომ პირველი ტომი უპირატესი მნიშვნელობისაა.
მეორე ტომი მოიცავს სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მიერ მისიისათვის მიწოდებულ ინფორმაციას. მესამე ტომი მოიცავს
მისიისათვის, კონფლიქტის მხარეების მიერ (საქართველო, აფხაზეთი და ,,სამხრეთ ოსეთის" სეპარატისტული რეჟიმები და
რუსეთი) მიწოდებულ ინფორმაციას.
I ტომი -
https://smr.gov.ge/uploads/prev/11415b.pdf
II ტომი -
https://smr.gov.ge/uploads/prev/66c4e7.pdf
III ტომი -
https://smr.gov.ge/uploads/prev/eb7e7f.pdf
ანგარიში (I ტომი) იწყება შესავალი ნაწილით, რომელიც მოიცავს 10 პუნქტს, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მისიის მუშაობის
პრინციპები, ფაქტების შეგროვების მეთოდები და ა.შ. მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ ,,გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად,
წინამდებარე ანგარიშს არა აქვს აბსოლუტური ჭეშმატირებისა და სრულყოფილების პრეტენზია ", მე-10 პუნქტში აღნიაშნულია, რომ
,,არ არსებობს იმის სრული გარანტია, რომ არ იქნა დაშვებული შეცდომები ან ადგილი არ ჰქონდა ხარვეზებს, ყველა მცდელობა იქნა
გამოყენებული იმისათვის, რომ მათი რაოდენობა შეძლებისდაგვარად უმნიშვნელო ყოფილიყო".
შესავალი ნაწილის შემდეგ განხილულია უშუალოდ კონფლიქტის მიმდინარეობა, საიდანაც რუსეთის წარმომადგენლები და
ცალკეული ქართველი პირები იშველიებენ ამონარიდებს იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველომ დაიწყო ომი და დაბომბა ,,მძინარე
ცხინვალი", მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში ასევე მითითებულია აგვისტოს დასაწყისში მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში
ევაკუაციის ფაქტი.
ვფიქრობდი დოკუმენტიდან გადმომეტანა ცალკეული ამონარიდები, თუმცა აღნიშნული ქმედებით მოხდება აზრის წყვეტა
და ცალკეული ფრაგმენტებით შეუძლებელია დოკუმენტის სრული შინაარსის აღქმა.
ზოგადად, დოკუმენტიდან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არ იკითხება. ირიბი ფორმით,
სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებაც კი უარყოფითად არის წარმოჩენილი : ,,პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის
დროს საქართველოს სამხედრო დანახარჯები სწრაფად გაიზარდა მშპ-ს 1%-დან მშპ–ს 8%-მდე და მხოლოდ ერთეულები ვერ იაზრებდნენ
ამის დანიშნულებას", ან ,,ყოველივე ეს ერთად აღებული კი, საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა,
რაც სიამაყით იყო ხოლმე დემონსტრირებული შესაფერისი მოვლენების, მაგალითად ეროვნული სადღესასწაულო აღლუმების დროს".
საბოლოო ჯამში არის მცდელობა ანგარიშის ეს ნაწილი იყოს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური და არ ხდებოდეს რომელიმე მხარის გამორჩეულად
უარყოფითად წარმოჩენა.
საქართველოს ჰქონდა მცირე პოლიტიკური წონა და სიმართლე იყო მის მხარეზე, რუსეთის მხარეს არ იყო სიმართლე მაგრამ პოლიტკურად მძიმეწონოსანია.
დოკუმენტიც შესაბამისი გამოვიდა, მეტ-ნაკლებად დაბალანსებული.
ვერ დაადგინეს ბევრი ფაქტი, მაგალითად 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
16.) მისიას არ შეუძლია განიხილოს საქრთველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის
ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო
შემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული. მიუხედავად ამისა, არსებობს
რიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის რუსული წარმოშობის, რომლებიც
რუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს.
და კიდევ, როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს დასაწყისში არსებობდა მოხალისეებისა და
დაქირავებულების ნაკადის დენა რუსეთის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, როკის
გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით. ასევე, რუსული გაერთიანებული
სამშვიდობოების ბატალიონის გარდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა
რუსული საჯარისო ნაწილები, 2008 წლის 8 აგვისტოს 14:30 წუთამდე. ასევე აღმოჩნდა,
რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს ოპერაციები საქართველოს სამიზნე ობიექტების
წინააღმდეგ, რომელიც გასცდა სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციულ საზღვრებს ჯერ კიდევ
8 აგვისტოს დილას, ესე იგი, იმაზე ადრე, რასაც რუსეთის ოფიციალური წყაროები
იუწყებიან.
ვერ დაადგინეს რუსეთის მიერ კასეტური იარაღის გამოყენების ფაქტი (მათ შორის გორში)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რუსეთმა უარყო კასეტური იარაღის
გამოყენება, მიუხედავად რამდენიმე დამოუკიდებელი ანგარიშისა, რომელიც
ამტკიცებდა მათ გამოყენებას, მათ შორის, კვლევითი კომისიისა, რომელიც ჩამოყალიბდა
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს გორში
დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად.
ასევე არსებობს მინიშნებები, და შესაბამისად, შეშფოთება იმის
თაობაზე, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული იყო კასეტური იარაღი გორსა და შესაძლოა
სხვა ადგილებში სამხედრო შეტევების განხორციელების დროს.
ვერ დადგინეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო
სამართლის დამრღვევი მხარე და ა.შ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ის ფაქტი, რომ ორივე - ქართული და
რუსული შეიარაღებული ძალები ხშირად იყენებდნენ იგივე სახის შეიარაღებას, კიდევ
უფრო ართულებს კონკრეტულ დანაშაულებათა მიკუთვნებას. აღნიშნული
დანაშაულებებიდან მრავალს აქვს მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაც
შესაძლებელი იქნებოდა მათი ჩათვლა სამხედრო დანაშაულებებად, რომ არა
იდენტიფიცირებასა და მიკუთვნებასთან დაკავშირებული პრობლემები.
ანგარიშის დასკვნითი ნაწილი უფრო აბსტრაქტული ხდება და იდეების დონეზე გადმოსცემს აზრს, კონკრეტული
ვალდებული მხარის მითითების გარეშე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
11.) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება, ისევე როგორც სამხედრო წვრთნის
ჩატარება კონფლიქტურ რეგიონებში იყო და რჩება მნიშვნელოვან საკითად. სამხედრო
დახმარება, მაშინაც კი, როცა იგი ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ან
არასავალდებულო პოლიტიკური მზადყოფნის/დახმარების ფარგლებში, უნდა დარჩეს
საღი აზრის და სათანადო სიფრთხილის და კონტროლის ფარგლებში, რადგან
გასათვალისწინებელია მიწოდებული იარაღის და ტექნიკის როგორც განზრახ, ასე
განუზრახველი გამოყენება.
მათ მიერ, ვინც ახორციელებს სამხედრო დახმარების მიწოდებას, მაქსიმალური
ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ თავი შეიკავონ, თუნდაც განუზრახველი და
არაპირდაპირი დახმარება გაუწიონ ისეთ ქმედებებს ან მოვლენათა განვითარებას,
რომლებიც დამანგრეველია რეგიონისათვის.
ასევე ხშირ შემთხვევაში კითხვებს იწვევს, თუ ურთიერთსაწინააღმდეგო მასალების არსებობის პირობებში, რის მიხედვით მოხდა ამა
თუ იმ მასალის სარწმუნო წყაროდ მიჩნევა ან უარყოფა.
მიმაჩნია, რომ ანგარიშში არც თუ ისე სამართლიანად არის შეფასებული მხარეთა მოქმედებები, თუმცა არც ისე ტრაგიკულად,
როგორც ბევრს უნდა, რომ წარმოაჩინოს.
საბოლოო ჯამში კარგია, რომ ანგარიშს არ აქვს რაიმე სამართლებრივი დატვირთვა და დარჩა მოხსენებად, რომელსაც მხოლოდ
რუსეთი და ,,მეხუთე კოლონა" ატივტივებს მუდმივად.
ანგარიშის შესახებ კარგი რეცენზია აქვს ლევან ალექსიძეს
https://old.tsu.ge/data/file_db/Faculty_law_ILI/19%20GEO.pdf
griankali
QUOTE
გინდა რომ გააუბედურო ამდენი ხალხი? ) იცოდე, არ შეგარჩენენ.
Pac_-_Man
QUOTE
უკვე გვიანია იმაზე ფიქრი, თუ რა მიზეზებით გადაეცა/გადასცეს/საბრძოლო ძალით აიღეს ის ტერიტორიები, რომელიც ისტორიულად ჩვენი ნაწილია. - ყველა ერთად ვთანხმდებით რომ უნდა დავიბრუნოთ!
ახლა უნდა ვიფიქროთ თუ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავიბრუნოთ.
სანამ ერთი მხარე მეორეს მოღალატეს ეძახის, ან რუსეთის სასარგებლო აზრს ავითარებს, მანამდე ვერ დავიწყებთ მაგაზე ერთობლივად ფიქრს.
ლაბარნა
QUOTE
წავიკითხე თემა, შინაარსს არა უშავს.
მაგრამ ეს "გადაფორმებული" მკლავს. ბრჭყალებში მაინც ჩასვით, 100% წმინდა სისხლის ქოცური სათაურია.
განავრცეთ, გააუმჯობესეთ, მოხარული ვიქნები.
სათაური სპეციალურად არ ჩავსვი ბრჭყალებში.
This post has been edited by
leqso0077
on 13 Dec 2021, 23:11
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
პოლიტიკა
|
იქით
»
Pages:
(4)
1
2
[3]
4
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0421 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.