რთული მდგომარეობაა.
ამ ეტაპზე ალბათ ომი არ იქნება.
რუსეთმა ახალ დიპლომატიურ ხერხს მიმართა და სამხედრო შანტაჟის ფონზე და პარალელურად ოფიციალურად მოთხოვა NATO-ს
დოკუმენტი, სადაც ცალსახად იქნება დეკლარირებული რომ ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება.
ოფიციალურად უნდა რომ გააფორმოს ჩვენი და უკრაინის NATO-ში არ მიღება.
ჩემი აზრით ეს არის აქ პოლიტიკური ქვაკუთხედი.
ჯერჯერობით NATO უარზეა და ასეთი რაიმეს გაფორმებას არ აპირებს.
რუსეთი ერთ ხანობას ეცდება რომ მათრახის და თაფლკვერის პოლიტიკით დიპლომატიურად გააფორმოს ეს საკითხი.
თუ ეს ვერ მოახერხა "ვაბანკზე" წავა.
2014 წ.-ის მოვლენები და პრორუსული ხელისუფლების გადაყენება კიევში იყო პუტინის დიდი კრახი.
საქართველო ამ თამაშში მეორეხარისხოვანია და მიბმულია უკრაინაზე, საქართველო იქნება იქ, სადაც უკრაინა.
უკრაინის ერთიანი რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნების გარეშე აზრს კარგავს მოდერნიზებულ სსრკ საზღვრებში გეოპოლიტიკის გატარება,
ევრაზიული კავშირი, ოდკბ და ასე შემდეგ. თუ უახლოესი 40+ მილიონიანი სლავური სახელმწიფო შენთან არ არის და NATO-ს წევრობის კანდიდატია,
ამ მოცემულობაში ბელორუსიაში პროევროპული ძალების გამარჯვება დროის ამბავია, რეალურად რჩება რუსეთი + შუა აზია. გარდა ამისა ძლიერ ე.წ. "რუსულ სამყაროს", მეტი მოსახლეობა, უფრო ძლიერი სამუშაო ძალა და პოტენციური ეკონომიკური აქტივობა სჭირდება, რათა კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს და ევროპას.
უკრაინის დაკარგვით მოსახლეობის 1/3-ს ან 1/4-ს კარგავს.
140 მილიონიან რუსეთს 335 მილიონიან ამერიკასთან და 440 მილიონიან ევროკავშირთან შანსი არ აქვს თანასწორი პარტნიორობის.
თუ ეს საკითხი ვერ გადაჭრა რუსეთმა და უკრაინის დაკარგვა გარდაუვალი გახდა ომზეა წამსვლელი. ცალსახად წამსვლელია ომზე, რადგან საბოლოოდ ევროპული უკრაინა არის მოდერნიზებული სსრკ-ს და რუსეთის გეოპოლიტიკის დასასრული. პოლონეთის ძლიერი მოკავშირე დასავლური უკრაინა ნიშნავს, რომ ბელორუსიც ევროპული გახდება, მოლდოვის დაჭერას აზრი დაეკარგება და ალბათ რუმინეთს შეუერთდება ან ევროკავშირში შევა, ჩვენთანაც შეუქცევადი გახდება საბოლოოდ დასავლური კურსი და სომხეთიც კი შეიძლება გამოგვყვეს. აზერბაიჯანი თურქეთის პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთს რჩება შუა აზია.
ომზე წავა ყველა ვარიანტში.
ამ ომის მიზანი არ იქნება კიევის აღება. ომის მიზანი იქნება უკრაინის დესუვერენიზაცია არსებულ საზღვრებში. უკრაინის სახელმწიფოებრიობის იმ დონეზე
დაშლა, რომ ის ნარჩენები რომც მიიღონ ნატოში, რომ უკვე აღარც იყოს ის უკრაინა, უფრო რაღაც პოლონეთის დანამატს გავდეს.
რუსეთი, როგორც მინიმუმ გაიწევს მარიუპოლზე სახმელეთო დერეფანი რომ გაჭრას დონეცკიდან ყირიმამდე.
აგრეთვე გაიწევს: ხარკოვზე, დნეპროპეტროვსკზე, ზაპოროჟიაზე.
ოდესაზე გასვლა და უკრაინისთვის შავი ზღვისპირეთის მთლიანად ჩამოჭრა და პირდაპირი კავშირი მოლდოვეთის დნესტრისპირეთთან პროგრამა მაქსიმუმი იქნება.
კიევის შემოგარანზე და ყველაფერზე რაც მის დასავლეთით არის, საერთოდ არ გაიწევს.
დასავლეთ უკრაინას არ შეეხება. პოლტავა-კრემენჩუკსაც ალბათ არ შეეხება.
ერთი/ერთზე თუ დარჩა უკრაინა რუსეთთან, შეძლებს ამის მთლიანად თუ არა სანახევროდ შესრულებას მაინც.
რუსეთის კოზირებია: გაცილებით ძლიერი ავიაცია, სარაკეტო უპირატესობები, გაცილებით დიდი ეკონომიკური რესურსი და დაქსაქსული პრორუსული მოსახლეობა აღნიშნული ქალაქების ნაწილში.
მთლიანობაში, ეკონომიკურად, ცოცხალი რესურსით, თავდაცვის ბიუჯეტით, ყველაფერი რომ დავაჯამოთ და რაღაც უხეში საერთო საშუალო გამოვიყვანოთ, რუსეთი 10-ჯერ ძლიერია უკრაინაზე. საკმარისი უპირატესობაა რომ ზემოხსენებულის მოწყობა შეძლოს.
მაგრამ ეს თუ ასე მოხდა დასავლეთი ჩაერევა.
ვაბანკი იქნება.
დასავლეთი უკვე თავის მომავალს დაიცავს და არა უკრაინას.
პრორუსული უკრაინა, მოდერნიზებული, საბაზრო ეკონომიკაზე აგებული, სსრკ სივრცის გაერთიანების დასაწყისის იქნება, რაც ფიზიკურ საფრთხეებს გაუჩენს აღმოსავლეთ და თვით ცენტრალურ ევროპელებს, ხოლო დასავლეთ ევროპა მუდმივ შანტაჟში იქნება.
დასავლეთი არ იომებს უკრაინის მაგივრად.
ჯარით არ შევა არც ერთი NATO-ს ქვეყანა.
უკრაინას დაეხმარებიან:
- იარაღით, საკმაოდ ძლიერ ლეთალურ იარაღს მიაწვდიან.
- ფინანსურად, ძალიან დიდი თანხებით.
- ზურგის მომარაგებით, ეკიპირებით, არალეთალური იარაღით, რომ ჰუმანიტარულ და ლოჯისტიკურ საკითხებზე ნაკლები პრობლემები ჰქონდეთ
- ცალკეული ინსტრუქტაჟით.
- რადიოელექტრონული და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლით.
- უკიდურეს შემთხვევაში, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ძალიან გაჭირდა, არ გამოვრიცხავ რომ პოლონეთის მხრიდან, რამდენიმე
NATO-ს ქვეყანამ ჯარის ნაწილები შეიყვანოს და დააყენოს, ფსიქოლოგიური ეფექტისთვის, იმისათვის რომ უკრაინის ზურგი დაცული იყოს
და ლოჯისტიკის კორიდორების სრული კონტროლი. ინგლისის, ამერიკის, კანადის ჯარები უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.
ომი დიდი მასშტაბის იქნება. 1990-იანების იუგოსლავიის ომზე უარესი, რამდენიმე ასეული ათასი მსხვერპლით.
რუსეთი ან სამარცხვინოდ დაზადნავს და ყველანაირი გეოპოლიტიკური მითები დასრულდება.
ან მინიმუმ პუტინის ხელისუფლება დაემხობა და უფრო ლიბერალური და დასავლეთისადმი ლოიალური ხელისუფლება მოვა.
ან რუსეთი გაივლის დაშლის ზღვარზე ისეთი კოლაფსი მოუვა. საბოლოოდ დაშლით არ დაშლიან, თვითონ ევროპა-ამერიკა.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 4 Dec 2021, 00:12
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)