მანდ სხვაობა არის ძირითადად იმაზე დამოკიდებული
თუ როგორი "სალნიკებია" რეზერვუარში და წყლის ბლოკში
არის ან სილიკონის, ან რეზინის. თუ სილიკონის არის, მაშინ
სპირტშემცველი სითხე მიდის (80% შემთხვევაში)
მაგრამ თუ არის რეზინის სალნიკები, მაშინ სპირტიანი არ შეიძლება
შეჭამს ნელნელა და გააპარებს. მაშინ უნდა გამოხდილი წყალი+სუსტი ტუტე
რო არ აყვავდეს

პირველი ტიპი კეთდება ასე: 90% გამოხდილ წყალს ვუმატებთ 10% ეთილენგლიკოლს (იყიდება ქიმრეაქტივებში)
ან ვუმატებთ ანტიფრიზს იგივე რაოდენობით.
მეორე ტიპი კეთდება შემდეგნაირად: 1 ლიტრ გამოხდილ წყალზე, აფთიაქში ყიდულობთ 2 ტაბლეტ ფურაცილინს. (ფუროსემიდში არ შეგეშალოთ)
წყალი უნდა იყოს თბილი და ისე უნდა გახსნათ შიგ ეს ტაბლეტები. ასევე, უმატებთ 1 ჩაის კოვზს
სარეცხის სოდას (საჭმელი სოდა არ წავა), და კარგად ურევთ სანამ არ გაიხსნება ყველაფერი ბოლომდე
მერე დადგით 1 სუტკა, აცადეთ დაილექოს, გადაწურეთ და ეგ გადაწურული სითხეა ის რაც გინდათ.
ეს მეორე სითხე იდეაში პირველ ტიპის სისტემაშიც მიდის, უბრალოდ საჩალიჩოა ამისი გაკეთება უფრო.
ფერს რაც შეეხება, და ულტრაიისფერში რო ანათებს, ეგ არის სპეციალური პიგმენტები ემატება.
რეალურად არაფერში არ გჭირდებათ, უბრალოდ ვიდის გამო უკეთებენ.
ეგენი მაქვს მანათობელი წითელი და ფოსფორისფერი მწვანე.
1 ლიტრ სითხეზე რა რაოდენობაც დაჭირდება , 20 ლარში მოგცემთ, სადღაც ნახევარი გრამია.