არაჰიბრიდი მყავს.
ქალაქში 9.5-დან 11.5 გააჩნია ტარებას, საცობებს. ტრასა კრუზით 90 ან 110. 5.7-დან 6.2-მდე.
სალონი კონკურენტებთან შედარებით ტევადი. ბაგაჟნიკის ხარჯზე ალბათ. ბაგაჟნიკი ძაან მეპატარავა. 1.80 ვარ და ნუ ჩემთვის სალონის ტევადობა კაია. თუ გინდა გაგატესტინებ.
ეხლა მანქანას რაც შეეხება.
1. ჯობია იყიდო ლიმიტედი, პრემიუმ პაკეტი (უფრო დაბალი) ძაან გამიტყდა ლიმიტედის მერე. აი ამ ლინკზე ნახე ნავაროტები რა აქვს, მაგალითად ჩემსას და ძაან ვკაიფობ მაგეებით.
და პრემიუმს ეგეთი ნავაროტები უმეტესობა არ აქვს:
https://www.myauto.ge/ka/pr/65255536/iyideb...016-benzini-geo2. ჯობია რესტაილინგი იყიდო, ძრავი და კარობკა გამოასწორეს და უფრო დახვეწეს გამძლეობის მხრივ. ვიდიც ცოტათი უკეთესი.
3. კომფორტული ნამდვილად არაა.
ძაან არა, მაგრამ მაინც ბრაგუნაა რა, ნუ ზოგადად ისეთი კლასია ბევრს ვერ მოთხოვ. ხმის იზოლაციაზეც, იგივე.
4. ძალიან ბევრ კონკურენტზე მაღალი კლირენსი აქვს და უგზოობაშიც კაია, სუბარუა რა ბოლობოლო.
5. საუნდ სისტემა ვერ ქაჩავს.
6. საკმაოდ ნელია. მე არ მყოფნის მე. საგორაო და სამსახურში სასიარულოდ წავა.
7. შეგრძნებით მაქსიმალურად ახლოსაა სედანთან, თუნდაც მოსახვევში (ბოქსერ ძრავის განლაგება და სიმძიმის ცეტრი ალბათ თავისას შვება)
8. კომპაქტურობა ასწორებს ქალაქში საძრომიალოდ და პარკინგისთვის.
9. იაფია ამ წლოვანების მანქანისთვის თუ შენით ჩამოყვან ერთ 1500 დოლარს დაზოგავ ალბათ. თუ კიდე არ გაძვირდა უსაში.
10. ნაწილები და ხელოსნები არაა პრობლემა, რა თქმა უნდა. გამძლეობა იდეაში კარგი აქვს, ძრავსაც, კარობკასაც. ნუ მე ჯერ 7-8 თვეა მყავს არაფერი გაფუჭებია. აი ყუმბარამ გაატრაკა ერთი, მაგრამ თავინავე დეფექტური დავაყენე ალბათ აწყობისას.
ნუ ამ ფასში და კლასში ან აუთლენდერ სპორტი ან ეს უნდა იყიდო. ტარებით ეს უფრო გამისწორდა. იმას უფრო ჯიპური დრაივი აქვს, უფრო მაღლაც ზიხარ.
აი გასაყიდად კი მიდევს, მაგრამ რომ გაიყიდოს, ხზ რა უნდა ვიყიდო თუ კაი კუში არ დავამატე ვერ ვხვდები. აი ეს rdx, მომაფიქრდა, მაგრამ იმდენად ცოტაა, მეშინია გარისკვა.
This post has been edited by Bizzy on 28 Jan 2022, 23:14