ოლიმპიადა დასრულდა და დაიწყო ყველაზე ცხელი 2-3 კვირა
წინა თემა გავხსენი ჩემი ანალიზით თუ რუსეთი რას გეგმავს
აქ კი დავწერ, თუ უკრაინა რითი დახვდება, რა შანსები აქვთ უკრაინელებს და რითი შეიძლება უპასუხონ რუსებს
დავიწყებ ზოგაში შესაძლებლობებით და შემდეგ უკვე კონკრეტულ მიმართულებებზე გადავალ
უკრაინას აქვს საკმაოდ ძლიერი(ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი) , როგორც სარაკეტო, ასევე საარტილერიო ცეცხლის წარმოების შესაძლებლობა, კონკრეტულად მათ შეიარაღებაშია როგორც ტაქტიკური რაკეტა ტოჩკები(მოქმედების რადიოსუ 120 კმ), ასევე 300 მილიმეტრიანი რეაქტიული არტილერია სმერჩები( მოქმედების რადიუსი 120 კმ) და 220 მილიმეტრიანი ურაგანები, შესაბამისად მათ აქვთ სრული შესაძლებლობა აწაარმოონ ძალიან ძლიერი ცეცხლი რუსული არმიის წინააღმდეგ
მათ ომის საწყის დღეებში ექნებათ ერთგვარი უპირატესობა, კერძოდ რუსული სახმელეთო ნაწილები იქამდე სანამ ფრთოსანი და ტაქტიკური რაკეტები და შემდეგ ავიაცია მასირებული ცეცხლით სერიოზულ დარტყმას არ მიაყენებს უკრაინულ თავდაცვით პოზიციებს, ფაქტიურად გაუნძრვლად იდგება, რადგან წინასწარი საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დამუშავების გარეშე, მათ შემტევ დაჯგუფებებს ძალიან დიდი დანაკარგები ექნება და შესაძლოა ვერც კი გაარღვიონ უკრაინული თავდაცვა, ამიტომ პირველი 2-3 დღე როდესაც რუსეთი სხვადასხვა საშუალებებით დაიწყებს უკრაინელების დამუშავებას, უკრაინას შესაძლებლობა ექნება საპასუხო დარტყმებით რუსეთისვე ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი დარტყმები მიაყენოს რუსების როგორც სამხედრო ბაზებსა და საწყობებს, ასევე საზღვართან გაშლილ ჯავშანსატანკო ნაწილებს, რამაც შეიძლება ძალიან დიდი დემორალიზება და მნიშვნელოვანი დანაკარგები გამოიწვიოს რუსულ ნაწილებში
ასევე, უკრაინელების პლიუსი იქნება ძლიერი ანტისატანკო შეიარაღება, კერძოდ უკრაინულ ტანკსაწინააღმდეგო ჯგუფებს შესაძლებლობა ექნებათ დასავლური თუ სამამულო ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებით ინადირონ რუსულ ჯავშანმანქანებზე და ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენონ(საუბარია ასეულობით სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკის განადგურებაზე), რაც თავისთავად რუსულ შემტევ დაჯგუფებებს(ქვეითებს) შესაძლებლობას მოუკლავს, რომ სწრაფად მიაღწიონ მიზანს
რუსული ჯავშანსატანკო ნაწილები კი რაც უფრო სიღრმეებში შევლენ მით უფრო გაჭირდება ავანგარდში მყოფი ნაწილების როგორც მომარაგება, ასევე უკრაინელებს ევრად უფრო გაუადვილდებათ მათზე ნადირობა
რათქმაუნდა უკრაინული ჯგუფების წინააღმდეგ, აქტიურად იმუშავებენ რუსული შვეულფრენები, თუმცა აქ უკვე პორტატული საზენიტო საშუალებებით, უკრაინელებს შესაძლებლობა მიეცემათ იგივე სტინგერებით ანტაპუნტით ყარონ რუსული მოიერიშე თუ სატრანსპორტო შვეულფრენები
უკრაინელების კიდევ ერთი პლიუსი იქნება ურბანული ბრძოლები, სადაც უამრავი ხერხი არსებობს მოწინააღმდეგისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მისაყენებლად, უკრაინის ტერიტორია კი ძალიან დიდია და შესაბამისად რუსებს მოუწევთ ურბანული ბრძოლები, რაც მათ სერიოზულ რესურსებს მოითხოვს
როგორც ხედავთ, უკრაინელებს ძალიან ბევრი შესაძლებლობა აქვთ სისხლი გაუშრონ რუსულ ნაწილებს და არათუ შეაკავონ ისინი, არამედ როგორც მინიმუმ ლოკალურ ბრძოლებში ქვაბებში მოაქციონ და გაანადგურონ კიდევაც
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ მიმართულებებს, როგორც უკვე დავწერე ჩემი აზრით რუსეთი 5 მიმართულებით შეეცდება უკრაინაში შეჭრას
კონკრეტულად:
1. ბელარუსიიდან კიევის მიმართულებით. ამ მიმართულებაზე უკრაინელებს განთავსებული აქვთ პირველი სატანკო ბრიგადა, 30-ე მექანიზირებული ბრიგადა, 72-ე მექანიზირებული ბრიგადა, 26-ე საარტილერიო ბრიგადა, 27-ე სარაკეტო ბრიგადა, 43-ე მძიმე საარტილერიო ბრიგადა, 46-ე და 95-ე მოიერიშე სადესანტო ბრიგადები და 7 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა და ნაციონალური გვარდიის დანაყოფები
ასევე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება მინიმუმ 2 საარმიო სარეზერვო ბრიგადის და დასავლეთის მიმართულებიდან მე-14 მექანიზირებული და მე-10 სამთო მოიერიშე ბრიგადის გადმოსროლა
როგორც ხედავთ ამ მიმართულებაზე უკრაინას ძალიან ძლიერი ნაწილები აქვს განლაგებული, მათი რიცხვი სარეზერვო ბრიგადების გარეშე დაახლოებით 50 000 სამხედროა, საერთო ჯამში კი უკრაინას დაახლოებით 100 000-მდე (რეზერვის ჩათვლით) მობილიზება შეუძლია კიევის მიმართულებაზე, ჩემი აზრით აქ რუსების შანსი მინიმალურია და ზოგადად სიგიჟედ მიმაჩნია, თუკი აღმოსავლეთიდან შემტევმა ძალებმა მდინარე დნეპრს არ მიაღწიეს კიევზე შეტევის დაწყება, რადგან ეს ძალიან დიდი ალბათობით ბელარუსიაში განტავსებული რუსული დაჯგუფების სრულ განადგურებას გამოიწვევს
2. ბელგოროდიდან ხარკოვი-პოლტავას მიმართულება. რუსეთის არმიას ყველაზე დიდი დაჯგუფება სწორედ ამ მიმართულებაზე ყავს კონცენტრირებული, რადგანაც ამ მიმართულების წარმატება ან წარუმატებლობა იქნება გადამწყვეტი როგორც კიევის მიმართულების შემტევი ძალებისათვის, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში განლაგებული ძალებისათვის, კიევის მიმართულებაზე დავწერე უკვე, მოგვიანებით აღმოსავლეთ უკრაინაზეც დავწერ. ეხლა რაც შეეხება უკრაინულ ძალებს ამ მიმართულებაზე: უკრაინას განთავსებული აქვს 58-ე მოტორიზებული ბრიგადა, მე-17 სატანკო ბრიგადა, 93-ე მექანიზირებული ბრიგადა(უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა), 55-ე საარტილერიო ბრიგადა, 25-ე მოიერიშე სადესანტო ბრიგადა, მინიმუმ 3 ტერიტორიული თავდაცვის და 1 საარმიო სარეზერვო ბრიგადა, ასევე ამ მიმართულებაზე განთავსებულია ნაციონალური გვარდიის დანაყოფები
საჭიროების შემთხვევაში დიდი ალბათობით დასავლეთ სარდლობიდან ამ მიმართულებას დაეხმარება 128-ე სამთო ბრიგადა და მე-80 შემტევი სადესანტო ბრიგადა
როგორც ხედავთ ეს მიმართულებაც სათანადოდ აქვთ უკრაინელებს დაცული და რეზერვის ჩათვლით დაახლოებით 70 000 მებრძოლის გამოყვანა შეუძლიათ
შესაბამისად, რუსულ დანაყოფებს ძალიან გაუჭირდებათ ამ მიმართულებაზე წარმატება, დიდი ალბათობით პირველ დღეებში ისინი შეძლებენ წინ წაწევას და დიდი ალბათობით ხარკოვის აღებასაც კი, თუმცა აი რაც უფრო ღრმად შევლენ მით უფრო დაიწყებენ ბუქსაობას და სადღაც პოლტავას ოლქში წესით ვეღარ უნდა შეძლონ წინსვლა და დაიწყოს მათი ავანგარდში მყოფი ნაწილების გამოფიტვა
3. ვორონეჟიდან იზუმის გავლით დნეპროპეტროვსკამდე მისვლა და დონბასში განლაგებული უკრაინული ნაწილების მომარაგების არტერიების გადაჭრა. უშუალოდ ამ დაჯგუფების წარმატებაზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეძლებენ რუსები დონბასში წარმატების მიღწევას, რადგან იქ იმდენად ძლიერი თავდაცვითი პოზიციები აქვთ უკრაინელებს, რომ პირდაპირი შესკდომით არამგონია წინ წაიწიონ, ამიტომ თუკი მომარაგების არხები არ გადაუჭრეს ეს ვერ მოხდება. ამ მიმართულებაზე უკრაინელებს განთავსებული ყავთ: 54-ე მექანიზირებული ბრიგადა, 92-ე მექანიზირებული ბრიგადა, 81-ე მოიერიშე სადესანტო ბრიგადა, მინიმუმ 2 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებას დაეხმარება 1 საარმიო სარეზერვო ბრიგადა და დასავლეთ სარდლობიდან 44-ე საარტილერიო ბრიგადა და 3 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა
ასე, რომ ამ მიმართულებაზეც სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლები იქნება და ჩემი აზრით რუსების მაქსიმუმი იქნება დონბასამდე მისვლა, დნეპროპეტროვსკამდე მისვლა კი ძალიან გაუჭირდებათ
4. რაც შეეხება უშუალოდ დონბასს, აქ უკრაინელების პოზიციები ძალიან ძლიერია და როგორც უკვე ავღნიშნე პრაქტიკულად შეუძლებელია მისი პირდაპირი დარტყმით გარღვევა, შესაბამისად თუკი რუსების მე-3 დაჯგუფებამ წარმატებას ვერ მიაღწია, აქ რუსების წინსვლა ფაქტიურად გამორიცხულია
5. ზღვიდან დესანტირებით უკრაინული ნაწილების თავდაცვის ზურგში მოქცევა და ყირიმის შემტევი დაჯგუფების მიერ ოდესისაკენ დაძვრა. ჩემი აზრით რუსებს ყველაზე დიდი შანსი ამ მიმართულებაზე ექნებათ, რადგან ზღვაში კოლოსალური უპირატესობა აქვთ და უკრაინელებს ძალიან გაუჭირდებათ ამ მიმართუების დაცვა. უკრაინას ამ მიმართულებაზე განთავსებული აქვს: 28-ე მექანიზირებული ბრიგადა, 56-ე, 67-ე და 59-ე მოტორიზებული ბრიგადები, ასევე 40-ე საარტილერიო ბრიგადა. 5 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა, მე-3 სპეციალური ძალების ბრიგადა, 45-ე, 79-ე და 82-ე მოიერიშე სადესანტო ბრიგადები, 36-ე საზღვაო ქვეითების ბრიგადა და სხვადასხვა ბატალიონები
საჭიროების შემთხვევაში დასავლეთის სარდლობიდან ამ მიმართულებას დაახმარენ 24-ე მექანიზირებულ ბრიგადას და მინიმუმ 3 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადას
როგორც ავღნიშნე ამ მიმართულებაზე რუსებს დიდი აქვთ საწყისი უპირატესობა, თუმცა სანაპიროზე გადმოსხმული დესანტი ყინვაში მინუს გრადუს ტემპერატურებზე მოწყვლადი იქნება საარტილერიო ცეცხლისთვის. ზალპური ცეცხლის დანადარების ისე ლულიან არტილერიის წინაშე. არ გამოვრიცხავ არც ტოჩკას ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების დარტყმას და არც უკრაინელთა საარმიო ავციაციის იერიშებს. (Су-24 Су-25 Ми-24) არც სანაპირო დაცვის ძალების და უკრაინელი საზღვაო ქვეითების სატანკო ქვედაყანოფების (Т80-ებზე არიან) კონტრშეტევას.
მოკლედ უკრაინელებს არჩევანი დიდი აქვთ. სადესანტო ოპერაციები რამდენადაც ეფექტურია იმდენად სარისკოა. რაც ხელს აძლევს დაცვაში მყოფ მხარეს.
ასე და ამგვარად, მთლად სასუწარკვეთაში არ არის უკრაინული მხარე
მათ საკმაოდ ძლიერი დაჯგუფებები აქვთ თითქმის ყველა მიმართულებაზე და არამხოლოდ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, არამედ რუსული შემტევი ძალების იმ დონეზე გამოფიტვა, რომ ლოკალურად მათი ალყაში მოქცევა და განადგურებაც კი შეძლონ
დიდება უკრაინას !!!
თქვენ ბევრნი ხართ, თქვენ ღირსეული ერი ხართ, თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ!!!
ეს კი წინა თემა
რუსეთ-უკრაინის ომი This post has been edited by DIDGORI-GEO on 20 Feb 2022, 16:56