მოკლედ განვაგრძობ მაზოხისტობას და ჩემი ბებრის წვალებას.
სსდ=ს ჩასმის შემდეგ ჩავწერე ვინ-7 , მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პროგრამა არ მუშაობს უკვე 7-ზე. შემდეგ ჩავწერე 10-ის სხვადასხვა ვერსიები (ამ ყველაფერს სხვა აკეთებდა, მე პას) და აღმოჩნდა, რომ 10-ებზე ვერ მუშაობს ჩემი ბებერი პროცესორი. ხოდა ისევ ძველი და მუშა 8,1 pro ჩავწერე , ნუ, მუშაობს ასე თუ ისე. ოპერადან მაგდებს ხოლმე, სხვა მხრივ ოკ.
ახლა რა პრობლემა გამეჩითა. ამ კომპს ჩემს დიდი ტელევიზორზე ფილმების საყურებლად ვიყენებ ხოლმე ჰდმი კაბელის დახმარებით (ძალიან ბებერია და ვაირლეს ქსელის ბარათი არ აქვს რომ როუტერიდან გავუშვა უკაბელოდ ) ხოდა აქამდე კი ვუყურებდი ხოლმე ჩვეულებრივ, ახლა აღმოჩნდა , რომ ვინდოუსის ამ ვერსიას ეკრანის გაფართოება FHD არ აქვს (არადა კომპის ეკრანს აქვს ეგ გაფართოება), შესაბამისად ჩემს უშველებელ ტელევიზორზე გაქმოაქვს 1366X768 გაფართოების გამოსახულება, რაც არანაირად არ მაწყობს.
პრობლემის გადაჭრა იუთუბში ვნახე, ვინდოუსი და შემდეგ დისპლეის დრაივერი უნდა განვაახლო და ეშველება. ახლა იმის მეშინია, ვინდოუსი რომ განვაახლო, ვაფშე არ გამეთიშოს ეს გატეხილი ვინდოუსი და ისე არ დავღჩე. აზრზე არ ვარ ამ ვინდოუსის ჩალიჩის , 4 ჯერ ჩავწერე უკვე და კიდევ არ მინდა ამის წვალება რა.
ახლა გამორთული აქვს აპდეითი.
ხოდა მირჩიეთ რამე, რომ განვაახლო ვინდოუსი (საერთოდ თუ განახლდა ეგეც საკითხავია), დაიბრიდება და ხელახლა მომიწევს ჩაწერა თუ არა?
და კიდევ, სხვა რამე მეთოდი არის რომ ვუშველო?
intel display driver გადმოვწერე, მაგრამ ისიც მაგ გაფართოებით უშვებს. სავარაუდოდ ვინდოუსის განახლების გარეშე არ გამოვა ეგ ამბავი.
matemana თქვენ ხომ არ იცით , ამ ვინდოუსის განახლება ხომ არ მოკლავს ვინდოუსს?