https://www.bpn.ge/article/95177-sakartvelo...nd-s-vqidulobt/საქართველოში მეორადების იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა - ქვეყნები, სადაც second hand-ს ვყიდულობთ
საქართველოში მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 8-წლიან მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში 6,270 მლნ აშშ დოლარის (2,293 ტონა) ე.წ s econd hand-ის იმპორტი განხორციელდა, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უფრო კონკრეტულად, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდში (იანვარი-მარტი) საქართველომ 3,907 მლნ აშშ დოლარის (1,716 ტონა ) მეორადი ტანსაცმელი შეიძინა, 2020 წლის 3 თვეში - 4,825 მლნ აშშ დოლარის (1,655 ტონა), 2019 წელს (იანვარ-მარტში) - 5,034მლნ აშშ დოლარის (1,450ტონა), 2018 წლის 3 თვეში - 5,249 მლნ აშშ დოლარის (1,679 ტონა), 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,720 მლნ აშშ დოლარის (1,663 ტონა), 2016 წლის იანვარ-მარტში - 3,515 მლნ აშშ დოლარის (1,040 ტონა), 2015 წლის 3 თვეში კი - 4,821 მლნ აშშ დოლარის (1,364ტონა).
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ მეორად ტანსაცმელს.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2022 წლის იანვარ-მარტში მეორადების იმპორტი განახორციელა:
თურქეთი - 798.9 ტონა (2,161 მლნ აშშ დოლარი)
პაკისტანი - 425.3 ტონა (474.9 ათასი აშშ დოლარი)
გაერთიანებული სამეფო - 242.6 ტონა (558.8 ათასი აშშ დოლარი)
ბელგია - 140.3 ტონა (324.1 ათასი აშშ დოლარი)
ნიდერლანდები - 109.9 ტონა (352 ათასი აშშ დოლარი)
ბაზარი არაა მეც მიყიდია ბევრჯერ კარგი რაღაცეები მაგრამ მთელი ქვეყანა რომ ამაზეა დამოკიდებული რას ნიშნავს?